ანიკოს სვასტიკა
ჰეე_ თვალი არ გააცეცო, სანამ არ ამოგწურავენ, სანამ არ ამოგიღებენ ტვინს, რომელზედაც ას ოცით გადაიარა ცუნამმა და შენ ბრიყვივით იღიმი. ჰეი_ ბგერა არ გაიღო კრინტი არ დაძრა საწილო. ლიმონკა რომ აგიფეთქონ, არ ჰკითხო- რისი ხმა იყო? და რომ აგიგდონ საცინლად, შენც გაიცინე ანიკო. ფაშისტურია ცხოვრება, თუ დამიჯერებ სასტიკი. ის ყველა გაღვიძების დროს შუბლზე გახატავს სვასტიკას. ეს შხამიც სანამ მწარეა, სჯობდეს მანამდე ატლიკო, არ ჰკითხო რისი შხამია, შხამი შხამია ანიკო. ბოლოს თვალებიც დახუჭე, ერთ დროს ოჯახის მუჭუჭო და შავგვრემანო ხუჭუჭავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი