დიდაქტიკური პერსონა


ჩემი ნატურა 
ნატურალურია.
მაცადე ნატო რა.
აჰა ბარემ და მესროლე.

ვარ ალტერნატიულად 
უალტერნატივო ნათურა
და დიდაქტიკური პერსონა.

მე გამაჩნია მანტო უღილო,
და უცენზურო ლექსის განრიგი,
გამიგე ნატო.

ნახე ვიღიმი,
თუ გაიღიმებ და თუ გამიგებ,
გთხოვ მიაკერე მანტოს ის ღილი.

ინფექციები,
დიაგნოზები, 
ციკლი ვირუსთა.
ნატ.  ჩემი იყოს 
სხვა ტალახებიც, 
ვინ მეცილება?

მიმაგოზავენ 
(ამხანაგებო)
წყალში,
ნილოსთან, 
იმბეცილები.
_ვინ რა მგოსანი,
სახლის კარიდან
ვერ გამოდიან
მშლატე ღვინისგან
მიბრეცილები. 


ჩვენი ნატურა ნატურალურია 
უალტერნატივო განრიგით 
და ვართ საცდელი 
ლაბორატორიის.
ნატო გამიგე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი