სკამი
ამ სკამსაც სტკივა ფეხები, ამდენი ვიგინდარა ზის და არწევს. ამ სკამთან რიგი მდგარა, მეც რიგში ვარ და ამ წელს თუ მოვესწარი დაჯდომას, აღარ ავდგები კაი ხანს. ძარღვი არ გაწყდა, გაიხა. დგომა ჯობია ქაჯობას, დგომას ჯობია კომფორტი, ბორჯომის წყალი, კომპოტი. ჰაერს დავლუქავ ყუთებში, ზღვას დავუპირებ დაშრობას, (ქცევა მენტორი სადისტის) ხალხს კი გავახვევ ფუთებში, და შევინახავ ზამთრისთვის. ამ სკამს დაატყდა ფეხები, იმდენი ვიგინდარა იჯდა არწევდა თუ არწევს. ამ სკამთან რიგი მდგარა და როცა დაძველდა დაწვეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი