ჟორჟის ლექსები -"გაქცევა კაციდან "


.შეგეშინდება ისეთია ახლად დადგენილ
ყოფადობაში უზუსტობა,მკვლელსაც გაცრიდა.
მიკვირს, აქამდე ვერ იპოვნე შენი ადგილი,
ვერ გამოდექი ამათსავით ცქვიტი, გაქნილი,
ხომ არ ჯობია ამოხვიდე ემაგ კაციდან,

რომელსაც სხეულს ეძახი და უვლი; სადამდე?
გაფორიაქებს და გიმატებს დღე_ დღე სადარდელს.
სათქმელი გქონდა, გაჩუმებდა, ენას გაცლიდა.
საქმე გქონდა და გიბრძანებდა  ხვალ, ზეგ გადადე.
დამიჯერე და ამოძვერი ემაგ კაციდან.

რომ ტყვეობაში არაერთი წელი გასტანე.
გამოდი გარეთ გელოდება სხვა ცა , ასტრალი.
აღარ მოგბეზრდა შენი ქვეყნის რით ვერ დასწავლილ 
მთებზე ლაყბობა...
დაბადებიდან რომ გწყურია მათი დაპყრობა..
მაგ საცოდავ კაცს არ ეფერო, 
არ ენაცვალო.

თან მოახერხე კაცის გარდა, რამე ფანდებად
დატოვო, მერე მეგობრებმა რომ გაილაღონ.
კარგი იქნება ჯიბეებში ფული გინახონ,
თან ეწყინებათ რომ მოკვდი,თან გაეხარდებათ.
გთხოვ დაასვენე ეგ კაცი და აღარ ინაღვლო.

არ დავუჯერე, შემეშინდა,როცა დავბერდი, 
მე მხოლოდ მაშინ  ჩემს სხეულთან ზავი დავდე და
და გადავწყვიტე, რომ ეგ არი, უნდა გავბედო.
ხოდა გავბედე და ჩემს თვალწინ შიშიც დადედლდა.

შემხედე, რაღაც დიდი გროვა ჯართის გამცვივდა
და გავიპარე როგორც იქნა ჩემი კაციდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი