დედამიფსმული


გრძელ მანქანებით გასრესილ ქალაქს 
შავ და ღრუბლიან თავსახურს მოვხდი,
-დედა შუა ზოლზე მიასეირნებს..

აბა დაუწყებ მას რა ლაპარაკს?
გაჩერებაზე, ბოდიშის მოხდით,
ბავშვს რომ გაზონზე მიაფსმევინებს.

ბავშვმაც იფიქრა მგონი ძაღლი ვარ
და ეჭვობს, ვინმე შეაბამს თუ ყელს.
გაიზარდა და რომ ეძახიან,
დღესაც გამვლელებს უყეფს და უყეფს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი