ამას ვლოცულობ!
ღმერთო, შეგვედრებ გულდათუთქული, ძალ-ღონე კვლავაც მომაკრებინე, მოკვდავისაგან გულის ტკენა და ყველა სხვა წყენაც მომათმენინე! დაუთვლელია ჩემი ცოდვები, სულში და გულში ვერ დავატიე, ცხელი ცრემლები უპეს მისველებს, ღმერთო, შეგცოდე, გთხოვ, მაპატიე! ამ ცოდვით სავსე დედამიწაზე გულის კარები შემაღებინე, შეურაცხყოფა, თუნდაც ნებითი, ყველას შევუნდო, შემაძლებინე! ვიდრე ვსულდგმულობ, ამას ვლოცულობ, მუხლმოდრეკილი ვიყო ღვთისათვის, ყველაფრისათვის შემინდე, ღმერთო, ღმერთო, მადლობა ყველაფრისათვის! ზურაბ ლეშკაშელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მაგარი ლექსია