ლადო
შემომივლია მეასეჯერ მამადავითი, ასჯერვე მუხლი მომიყრია ყველა საფლავთან, გამხსენებია ყველა სიტყვა, ყველა გალობა, რასაც კი დედა მიმღეროდა ჩვილ ბავშვს აკვანთან. გამეფებულა მდუმარება უტყვი და ცივი, ნიავთან ერთად დაფარფატებს ჩიტი პაწია, ისეთი გრძნიბა მეუფლება მოულოდნელად, პოეტთა მუზას, ღმერთთა მუზას რაღაც აკლია!.. დავბორიალობ საფლავთ შორის კრძალვით და რიდით, ყოფნა აქ ყველა ქართველისთვის დიდი მადლია, აქ ბუმბერაზნი განისვენებს მამულიშვილნი, და მაინც... თითქოს ამ საძვალეს ვიღაც აკლია... მთაწმინდის კალთას შეაფარა ქართველმა ხალხმა სათაყვანებელ ერისშვილთა მთელი არმია, მაგრამ მე მაინც არ მასვენებს ფიქრი ამაზე - ამ წმინდა ადგილს, ამ სავანეს - ლადო აკლია!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი