ისე არ მომკლა!..


ქვეყანა მისით არ აშენდება, შენც თუ სამშობლოს რამე არ არგე,
დედა-ბუნებას თუ არ მიხედე, ერთი პატარა ხე თუ არ დარგე;
მიეცეს ნეტავ ქართველს ძალ-ღონე,  რომ ყველამ თავის საქმე აკეთოს,
პური მეპურემ გამოაცხოს და ოსტატმა წმინდა სახლი აშენოს!
რომ ყველამ ტაძრის ასაშენებლად თავისი წილი აგური დადოს, 
არავინ არ თქვას: „მე არ მეხება, ამაზე მერე ვიფიქრებ...სხვა დროს...“
მწერალმა წეროს, მხატვარმა ხატოს, ბარაქიანად მოუსვას ფუნჯი,
იმდენი საქმე გვეკეთებინოს, ხელში არ შეგვრჩეს ცხოვრება ფუჭი...
ყველა წარსდგება უფლის წინაშე, ყველა მიიღებს იმას, რაც ერგო,
ჩემი სათქმელი არ ვთქვა ბოლომდე, ისე არ მომკლა, ოღონდაც, ღმერთო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
Lilith 9 თვის წინ

ძალიან კარგია და სამწუხაროა პატრიუტულ თემატიკაზე დაწერილი ლექსები ხალხში დიდ დაინტერესებას რომ ვერ ტოვებს

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი