ის რა ლექსია


საქართველოში ყველა წერს ლექსებს,-
მეცა ვწერ, სხვაც წერს, ისიც წერს, შენც წერ,
ზოგი ერთობა, ზოგი დროსა კლავს, 
არად დაგიდევს არაფრად წესებს;
მე კი რატომღაც ასე მგონია, -
ყველა პოეტის ნაღდი წესია, 
ლექსმა ჯიგარი თუ არ აგიწვა, 
აბა, მითხარით, ის რა ლექსია?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი