გადავარჩინოთ საქართველო?!


წიგნში გამოყენებულია ციტატები ჯონ პერკინსის „ეკონომიკური მკვლელის აღსარებიდან“, კონსტანტინე ჩიკვილაძის ფეისგვერდიდან და მისი ბლოგებიდან, ასევე მასალები სხვადასხვა ფეისმომხმარებლების მიერ გაზიარებული ნიუსებიდან
ზურაბ ლეშკაშელი

პროლოგი
ვუძღვნი უფროსი მეგობრის, ვალერიან მამისაშვილის ხსოვნას!
        ერთხელ, სამსახურში მორიგეობაზე პაციენტი შემოვიდა. იქნებოდა ასე, 70-75 წლის ყოჩაღი ბაბუ, საშუალო სიმაღლის, სიმპატიური დავერცხლილი თმით; ცალ ფეხზე ოდნავ კოჭლობდა. რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობა პირველ ვიზიტზე არ ჩამოყალიბებულა, თუმცა ვალერიან მამისაშვილს - ასე ერქვა სანდომიან მოხუცს, კიდევ რამდენჯერმე მოუწია ვიზიტზე მოსვლა. მეორე ვიზიტზე აღმოვაჩინე, რომ ძალიან სასიამოვნო და ერუდირებული მოსაუბრე იყო. ცოტა ხნის საუბრის შემდეგ გამოვარკვიე, რომ თავის სამსახურში (საავიაციო ქარხანაში მუშაობდა) ძალიან წარმატებული სპეციალისტი იყო, უამრავი გამოგონების ავტორი გახლდათ და საავტორო უფლებებიც გააჩნდა ამ გამოგონებებზე. ბევრი მისი ნოვაცია და ტექნოლოგია ყოფილა დანერგილი ქარხანაში. უცებ მომიტრიალდა და მეუბნება: „ასეთი კარგი ახალგაზრდა ბრძანდებით, პროფესიონალი ექიმი, პაციენტები უამრავი გყავთ და რასაც ვუყურებ, დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობთ! რატომ ხარისხს არ დაიცავთ, ნაშრომს არ შექმნით, რატომ არ ზრუნავთ წინსვლაზე?“ „ვიზრუნებ, ბატონო ვალერიან, ვიზრუნებ!“ - შევპირდი. „არა, ესე ადვილად ვერ მომიშორებ, ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ თემაზე!“ - მითხრა და დასამშვიდობებლად ხელი გამომიწოდა. სამსახურში ხელთ მქონდა ჩემი წიგნის - „აფხაზეთი - ნაღდი შოუს“ ერთი ეგზემპლარი და ბატონ ვალერიანს დიდსულოვნად ვაჩუქე. ორი თუ სამი დღის შემდეგ ბატონი ვალერიანი ისევ მესტუმრა. გამიკვირდა, ჯერ არ მყავდა დაბარებული. დამელოდა, როდის გავუშვებდი პაციენტს და მითხრა: „შენ უნდა წერო! შენ უნდა წერო აფხაზეთზე, საქართველოზე, სამშობლოს სიყვარულზე, ქვეყნის გადარჩენის გზების ძიებაზე! მე ეს შენმა წიგნმა მითხრა. მე ამ დღეებში ერთ წიგნს მოგიტან და შენ უნდა ახალი წიგნი დაწერო!“ ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ და ერთმანეთს უკვე ახლო მეგობრებად დავშორდით. რამდენიმე დღეში ბატონმა ვალერიანმა საჩუქრად მომიტანა ჯონ პერკინსის „ეკონომიკური მკვლელის აღსარება“. როცა წაიკითხავ, დამირეკე, აზრები გავცვალოთ და აუცილებლად დაიწყე წიგნის წერა!“ - მითხრა. „რა წიგნის, ბატონო ვალერიან, ან ეს რის შესახებაა და ჩემს მომავალ წიგნთან რა კავშირი აქვს? - ვკითხე. „დამირეკე, რომ წაიკითხავ და მერე ვისაუბროთ!“ - მითხრა და დამემშვიდობა. 
     მაშინვე ვერ მოვიცალე ნაჩუქარი წიგნის წასაკითხად, სადღაც ერთი კვირა დამიგვიანდა ალბათ, თუმცა, ბოლო ფურცელი რომ ჩავიკითხე, აბსოლუტურ შოკში ვიყავი! კი მქონდა ზოგადი წარმოდგენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ეს წიგნი სულ სხვა განზომილება აღმოჩნდა! ერთი სული მქონდა, დროზე გათენებულიყო და დამერეკა ბატონი ვალერიანისთვის… დავურეკე სახლის ნომერზე; ყურმილი ქალბატონმა აიღო. „ვინ კითხულობს?“ - მკითხა მძიმედ. “მეგობარი ვარ”, -ვუპასუხე. „მამა დაიღუპა, ორი დღის წინ დავკრძალეთ!“ - მითხრა წყნარად, ყურმილი ხელში გამიქვავდა...
      მას შემდეგ წლები გავიდა... იტრიალა, იტრიალა ჩემში „ეკონომიკური მკვლელის აღსარების“ წაკითხვით მიღებულმა ემოციამ, ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა, უფროსი მეგობრის, ვალერიან მამისაშვილის სურვილმა და დღეს მინდა ყოველივე თქვენს წინაშე ამ წიგნის სახით  წარმოგიდგინოთ. 
ავტორი
I
     …განახლებული მთაწმინდა, აღდგენილი და კიდევ უფრო დამშვენებული, ვიდრე 90-იანების გაპარტახებამდე, კაფე-ბარებით, რესტორნებით, რაგინდარა ატრაქციონებით, ფეიერვერკებით და აურაცხელი, ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანების გართობის, დასვენებისა და შეხვედრების სავანე...
      უკვე გვიანი დროა, შუაღამეც გადასულა და თითქმის ვეღარავის შეხვდებით მომსახურე პერსონალისა და აქა-იქ სკამებზე ჩახუტებული შეყვარებული წყვილების გარდა. ერთი წყვილიც მოაჯირს დაჰყრდნობია და თბილისს მდუმარედ გადასქერის. მამკაცი ასე, 45-46 წლის, მაღალი, მხარბეჭიანი, შუბლზე ოდნავ შემელოტებული და მზეზე გარუჯული მკლავებით. ერთი შეხედვით სპორტსმენსაც მოგაგონებთ, თუმცა ეს ნაწრთობი სხეული მოცეკვავის დაუღალავი ვარჯიშისა და შრომის შედეგია; არა, უკვე დიდი ხანია აღარ ცეკვავს, - ომში მიღებულმა ჭრილობებმა და კონტუზიებმა აქტიური ხელოვანის კარიერის გაგრელება აღარ დაანება, თუმცა მანამდე ერთ-ერთ წამყვან სოლისტად ითვლებოდა, განსაკუთრებით ცეცხლოვნებით მისი ჩახვეული ცერი და დოლით სამმაგი ტრიალი მუხლზე ვარდნით გამოირჩეოდა, ამ ილეთის შესრულებას დღესაც ერთეულები ძლივს ახერხებენ. ეტყობა, მრავალი წლის გარჯას უკვალოდ არ ჩაუვლია, მის სიარულს და მიხვრა-მოხვრას დღესაც მოცეკვავის შარმი აზის. მამაკაცის მხარს ნაზი მხრებით ქალი მიყრდნობია, ხანაც თავს მიადებს და დიდი ხატულა თვალებით ახედავს მეწყვილეს. მამაკაცი თავისი მძლავრი მკლავებით ძალიან ნაზად იკრავს გულში და უკოცნის მოსიყვარულე თვალებს. ამ დროს წყვილი ერთსულ და ერთ ხორცქცეული, ღამის წყვდიადს შერწყმული, ირგვლივ სიყვარულს აფრქვევს და გაკაშკაშებულ თბილისს სითბოს მატებს. დღეს მირზა ჭელიძის და ლიზი მიზანდარის ცხოვრაბაში განსაკუთრებული დღეა - მათი ჯვრისწერის, ღვთისგან მათი ერთობის კურთხევის დღეა და როგორც ყველა ოჯახური დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ, წყვილს აუცილებლად მთაწმინდის სიმაღლიდან უნდა გადმოეხედა დედა-თბილისისათვის.
       - რა ლამაზია ჩვენი თბილისი, არა, მირზა?! - აჰხედა ლიზიმ მეუღლეს. ლიზი  საშუალო სიმაღლის კოხტა ქალბატონია, ვერც იტყვი, ქალიაო, უფრო 25 წლის გოგოს ჰგავს, ოდნავ ხვეული თმები ლამაზად აყრია მხრებზე, დიდრონი, თაფლისფერი თვალები  საამოდ უციმციმებს, ქვედა ტუჩი გაბუტული ბავშვივით გამობზეკვია, თითქოს ამბობს, თუ არ მაკოცე, არ შეგირიგდებიო. სავსე მკერდი სრულად აჩენს მის ქალურ მომხიბვლელობას, ტანზე მომდგარი მოკლე კაბა და კოხტა ფეხები კი ხშირად გამხდარა მამაკაცთა შეფარული მზერის საგანი.
      - ხო, ჩემო ცხოვრებავ, ლამაზია, ძალიან ლამაზი! - რატომღაც ნაღვლიანად უპასუხა მირზამ. აღარ ჰგავს ეს თბილისი ომის შემდგომი წლების ჩაბნელებულ ჯურღმულს, სამოთხესავით კაშკაშებს სხვადასხვა ფერებად, დამშვენებულა და აშენებულა ირგვლივ ყველაფერი. სადღაა გადათხრილ-გაპარტახებული ქუჩები და ჩამონგრეული ფასადები, რკინის ჯოჯოებად ქცეული ლამპიონები და ნავთის სუნად ახრჩოლებული „ხრუშოვკები;“ მტკვარიც უფრო სუფთა, მედიდური, არტახებიდან გათავისუფლებული ბავშვივით ლაღია; მთაწმინდის მოციმციმე ანძა აქედან ეთამაშება ქალაქს ანცი მოზარდივით, იქედან გოროზი, ბუმბერაზი, ცამდე ამაღლებული სამება დასჩერებია მხცოვან დედას ლოცვად და კურთხევად...
- კარგია, ყველაფერი ძალიან კარგია! - მძიმედ, თითქმის ჩურჩულით ამოთქვა მირზამ, - მაგრამ ეს სილამაზე რამდენ სიავეს მალავს! გათენდება უფრო ლამაზ თბილისში, უფრო მეტი მშიერ-მწყურვალი ადამიანი მიადგება ნაგვის ბუნკერებს, ყოველ კუთხეში უფრო მეტი თავდახრილი ადამიანი გამოიშვერს მოწყალების ხელს, ვიდრე მაშინ, ომგამოვლილ ქვეყანაში, უფრო მეტი პირქუში სახე ირბენს ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში, ბაზრობიდან ბაზრობამდე გროშების მოსაპოვებლად; საწარმოები ან აღარ არსებობენ, ან ისევე ჯიუტად დგანან, როგორც 90-იანების მეორე ნახევარში, სამუშაო უფრო მეტ ადამიანს ენატრება და პატარძალივით მორთული დედა-თბილისიდანაც უფრო მეტი ადამიანია გადახვეწილი ქვეყნის დასალიერში ფიზიკური განადგურებისაგან თავის გადასარჩენად.
    - საით მიდიხარ, ჩემო თბილისო, ჩემო პატარა, ტკბილო და საამო საქართველოვ?! - გაიფიქრა მწარედ. ამ დროს ლიზის ტელეფონმა დარეკა, უფროსი გოგონა რეკავდა, უმცროსი და-ძმების მოვლა-პატრონობის ამბებს უყვებოდა. მირზა ფიქრებმა წაიღო... საქართველო თითქმის შთანთქა „კორპოროკრატიის“ (კორპორაციათა, ბანკების და ხელისუფლებათა შემოკლებული სახელწოდება) გლობალურმა იმპერიამ. ეკონომიკურმა მკვლელებმა(ემ) უკვე მოქსოვეს საქართველოს დამონების ის ვერაგული ქსელი, რომელიც მანამდე წარმატებით გამოიყენეს ეკვადორში, საუდის არაბეთში, პანამაში, კოლუმბიაში, ინდონეზიაში და ვინ იცის კიდევ სად! მათი მუშაობა ხომ მდგომარეობს იმაში, უბიძგონ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, რათა გახდნენ ისინი იმ ფართო ქსელის ნაწილი, რომელიც შეერთებული შტატების კომერციული ინტერესების წინსვლას უწყობს ხელს. ფული, რომელსაც ქვეყნები ღებულობენ მსოფლიო ბანკისგან, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID), საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, სხვა „დახმარების“ გამწევი საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, ეკონომიკური მკვლელები გადაქაჩავენ უმსხვილესი კორპორაციების სეიფებსა და რამდენიმე უმდიდრესი ოჯახის ჯიბეებში, რომლებიც მსოფლიო ბუნებრივ რესურსებს აკონტროლებენ. სქემა მარტივია: ეკონომიკური მკვლელები, სესხის სახით, ზემოთჩამოთვლილი ორგნიზაციებიდან აღებინებენ დიდძალ თანხას რომელიმე ქვეყანას, ვთქვათ, საქართველოს; თანხა ხმარდება ინფრასტრუქტურის განვითარებას - ელექტრო ენერგეტიკის, ჩქაროსნული მაგისტრალების, პორტების, აეროპორტების, ტექნოპარკების მშენებლობას; სესხის გაცემის უმთავრესი პირობაა, რომ ამ პროექტზე მუშაობას აწარმოებენ მხოლოდ მათი (აშშ-ს) საინჟინრო და სამშენებლო ფირმები („MEIN,” „ბექტელი,“ „ჰალიბერტონი,“ „სტოუნ ენდ უებსტერი,“ „ბრაუნ ენდ რუტი“ და სხვა, თუმცა, სხვადასხვა სახელითა და სხვადასხვა ქვეყნის რეგისტრაციითაც ხშირად სარგებლობენ). ფაქტობრივად, თანხის დიდი ნაწილი არც სცილდება აშშ-ს ფარგლებს და მაშინვე ბრუნდება კრედიტორებთან. ამის შემდეგ, ხდება სესხის ამღები ქვეყნის გაკოტრება - სესხის პროცენტი იმდენად დიდია, რამდენიმე წელიწადში ქვეყანა ვეღარ იხდის მას და აღმოჩნდება დეფოლტის სიტუაციაში და იქნება მუდმივად დამოკიდებული კრედიტორზე; მდიდრები მდიდრდებიან,  ღარიბები ღარიბდებიან, ხოლო სტატისტიკის თვალსაზრისით ეს რეგისტრირდება, როგორც ეკონომიკური პროგრესი, ხოლო ის ფაქტი, რომ ეს ტვირთი უსპობს სამიზნე ქვეყნის მოსახლეობას ჯანდაცვას, განათლებასა და სხვა სოციალურ მომსახურებას მრავალი ათეული წლების განმავლობაში, არავის აინტერესებს. სამაგიეროდ, ამერიკას შეუძლია, ასეთი ქვეყანა მაშინ გამოიყენოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო მიზნებისათვის, როცა დაჭირდებათ! საქართველომ გაეროში მათი მითითებით უნდა უყაროს კენჭი, ნება დართოს, განათავსოს სამხედრო ბაზები, მიუშვას უძვირფასეს ბუნებრივ რესურსებთან, მისცეს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის შეუზღუდავად გამოყენების საშუალება, მათი კარნახით გაუშვას საჯიშე ბიჭები ერაყსა და ავღანეთში (ეხლა უკვე აფრიკაშიც!), ქვეყანა კი კვლავაც მოვალედ რჩება! სამუდამოდ! თუ ემ-ები ვერ გაუმკლავდებიან დავალებას, საქმეში ავბედითი წარმომადგენლები, ე.წ. „ტურები“ ერთვებიან. საკმარისია ტურები ჩრდილიდან გამოვიდნენ, რომ ხდება სახელმწიფოთა მეთაურების ჩამოგდება ან დაღუპვა ავტოკატასტროფებში. თუ ვერც ტურებმა შეასრულეს დავალება, როგორც ეს მოხდა ერაყსა და ავღანეთში, იქ უკვე ამერიკა ჯარს აგზავნის.
       ფიქრებმა მირზა მთაწმინდიდან საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქში - ქუთაისში გადააფრინა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ყველაზე ქართული ქალაქი იყო და არის ყველა დროში, მათ შორის, საბჭოთა ეპოქაშიც და დამოუკიდებლობის ხანაშიც.
II
     ადრეული გაზაფხული ცივი საღამოა. ქუთაისში სამსახურიდან მოუწია მირზას ჩასვლა მივლინებით. ობიექტში, სადაც სამუშაოდ მოუწიათ ჩასვლა მასსა და მის მეწყვილეს, კახას, ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გია დახვდათ. მალე ბადრი ჩაკვეტაძეც ჩაერთო სამუშაო პროცესში. მირზამ და ბადრიმ ერთმანეთი, რა თქმა უნდა, ვერ იცნეს, მათ ხომ სოხუმის დაცემის შემდეგ აღარ ენახათ ერთმანეთი. თუმცა, სულ რაღაც ნახევარი საათის საუბრის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ თითქმის ყველა დიდ შეტაკებაში ერთად ჰქონდათ მონაწილეობა მათ შენაერთებს მიღებული და ბადრის ახლობლის ოჯახში სუფრაზეც კი იყვნენ შენახვედრები. ამ აღმოჩენის შემდეგ, რაღა გასაკვირია და, ურთიერთობა ბადრის ოჯახში გაგრძელდა.

***
      გემრიელი და მეფური სუფრა გაიშალა, ზუსტად ისეთი, მამა-პაპური, წარმოდგენაში რომ გაგიელვებს - დაბალი ტაბლა მოგიზგიზე ბუხრის პირას, პატარა სკამებით, საუკეათესო ღვინით და თიხის თასებითა და მომცრო ყანწებით. სუფრას ოთხნი უსხედან და, რასაკვირველია, პირველ სადღეგრძელოდ ფეხზე ადგომით უფლის სადიდებელს გეახლებიან.
     პირველი, რასაც დიდი ტკივილით გაიხსენებდნენ მეომრები, რა თქმა უნდა, აფხაზეთის ტრაგედია იყო... მირზამ ბადრის ერთი ისტორია შეახსენა მეგობრებს, რომელიც ყველა ნაომარმა იცის და წიგნშიც კი აქვთ აღწერილი - 92-ის ოქტომბერში, ტამიშის ერთ-ერთი ოპერაციის დროს, მინაზე ადგილობრივი ბიჭები აფეთქდნენ ახალი კინდღიდან; ყარყარაშვილმა „ავღანელი“ ბიჭები მოიხმო აფეთქებულების გადასარჩენად;
    - მეც ავღანელი ვარ, წავედით! - გაჩნდა კიდევ ერთი მებრძოლიც. სწორედ ეს მებრძოლი იყო ბადრი ჩაკვეტაძე, აგუძერას დასასვენებელი სახლის ყოფილი დირექტორი, რომელმაც ომის დაწყების პირველი დღიდანვე ჩაიცვა ფორმა, აიღო ხელში იარაღი და სოხუმის ჩაბარებამდე ხელიდან აღარ გაუშვია, უშიშრად ეკვეთა სამშობლოს მტრებს და ასე უშიშრად განვლო მთელი ომი, თან ყოველთვის იქ იყო, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა სოხუმს და საქართველოს, მრავალი დაჭრილი გამოიყვანა ბრძოლის ველიდან და მრავალ გმირს დაუხუჭა სამშობლოს სიყვარულით ანთებული თვალები! მაშინაც, ოღონდ თვითონ ყოფილიყო პირველი თანამოძმეების საშველად წამსვლელთა შორის და „ავღანელობაც“ კი დაიბრალა! არადა, დამინულ ველზე შესვლა რა გმირობაა, ყველა მეომარს მოეხსენება! ბადრი თავჩაღუნული ისმენდა ამ ისტორიებს და ფიქრებით, ალბათ, ისევ ბრძოლის ველზე დაქროდა; უცებ ბრაზით ამოთქვა:
       -  ძმებო, ჩემი შეხედულება ეგაა, არ უნდა წასულიყო ქართული დელეგაცია ოლიმპიადაზე, რა უნდა ქართველს მტრის მიწაზე! 
       - ქართველ ერსა და ქართულ სახელმწიფოს მტერი მუდამ აურაცხელი ეხვია თავს! - დაიწყო მირზამ, - თუმცა, თუ ნებას მომცემთ, ჩამოვაყალიბებ ჩემს მოსაზრებას ამ თემაზე. პირველ რიგში ვიტყვი, რომ, ჩემის ღრმა რწმენით, სომხური სახელმწიფოასაქართველოს ყველაზე დიდი მტერი, ხაზს ვუსვამ, სახელმწიფო და არა ზოგადად, სომეხი, რომელიც აქაც ბევრი ცხოვრობს და სომეხი მეგობრებიც არაერთი გვყავს თითოეულ ჩვენგანს; ძალით და მახვილით სასომხეთს საქართველოს დაპყრობა არასდროს ხელეწიფებოდა (ყოველ შემთხვევაში, დღემდე), ამიტომ ებრძოდა ზურგიდან მახვილის ჩაცემით, ებრძოდა ფარულად, აფხაზეთში არც იარაღით ბრძოლა იუკადრისა (ყველას გვახსოვს „ბაგრამიანის“ ბატალიონის სიავკაცე, თუმცა, ამ თემაზე რატომღაც ვდუმვართ!), გვებრძოდა ჩვენი ეკლესიების და ქალაქების „სომხურად“ გასაღების მცდელობით და წერდა ყალბ ისტორიას! სამწუხაროდ, დღეს საქართველო და ქართველი ერი უფსკრულის პირას დგას, ამიტომ ყველა ნაღდი ქართველის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს ქვეყნის გადარჩენა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ სათვისტომოს, ჩვენდა საუბედუროდ, სომხეთი და სომხური სათვისტომო საქართველოში საქართველოს რაც შეიძლება დასუსტებისკენ ისწრაფვის. ამას ისინი არც მალავენ და საერთოდ, სომხების ასეთი მიდგომა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, არახალია. სხვათა შორის, არსებობს იაკობ მანსვეტაშვილის ერთი საგულისხმო ცნობა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ თურმე ილია ჭავჭავაძე გაშმაგებული, გაალმასებული წერდა «ქვათა ღაღადს». რამ გააშმაგა, რამ გააალმასა ილია ჭავჭავაძე? იმან, რომ სომხურმა წრეებმა მოინდომეს, ქართველებისთვის წაერთმიათ ჩვენი მრავალტანჯული დედაქალაქი; თუმცა, ცხადია, მათი საბოლოო ამოცანა მარტო ამით არ შემოიფარგლებოდა და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ყველა კუთხეში აპირებდნენ გაბატონებას... ამ «ნეოდაშნაკური» ორგანიზაციისა თუ ორგანიზაციების უკან დგას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სომხური დიასპორები. მოგეხსენებათ, მათ დიდი გავლენა აქვთ  ევროპის რიგ მოწინავე სახელმწიფოებში და ასევე შეერთებულ შტატებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არც ერთ მსგავს ორგანიზაციას, იქნება ეს თბილისში, ჯავახეთში თუ სადმე სხვაგან, მინიმუმ დაფინანსების კუთხით პრობლემა არ ექნება. რამდენადაც ვიცი, მათგან თანხების მობილიზებას ახდენს ეჩმიაძინი. შემდეგ ამ ეჩმიაძინის სალაროდან ნაწილდება ეს თანხები და მთელ მსოფლიოში, სადაც კი რამე სომხურ წამოწყებას ჩაეყრება საფუძველი, ხდება ფინანსური ნაკადის გადასროლა. აი, ზუსტად ამ სქემით და პრინციპით ფინანსდებიან საქართველოშიც სომხური წრეები, თუმცა აქ შეიძლება სხვა ძალებიც იდგეს მათ უკან... აშკარად და დაუფარავად სახელისუფლო ძალები ვერ ჩაერთვებიან ამ პროცესში, მაგრამ ზოგადად ცნობილია, რამდენად მჭიდრო კავშირი აქვს სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებას ეკლესიასთან. ისინი, ფაქტობრივად, ერთმანეთთან სრული თანხმობით მოქმედებენ. ასე რომ, რა თქმა უნდა, დასაშვებია,  ოფიციალური ერევანი ფარულად მხარს უჭერდეს და აფინანსებდეს კიდეც აქ არსებულ სომხურ ნაციონალურ ორგანიზაციებს. აი, ამაზე უნდა ფიქრობდეს საქართველოზე მოამაგე ხელისუფლება, პირველ რიგში და ამას უნდა ვაცნობიერებდეთ ქართველები.
     ეხლა, რაც შეეხება რუსეთს: როგორც ცნობილია,დიპლომატია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, რომელიც უცხო ქვეყნებთან ურთიერთობაში სახელმწიფოს მიზნების შესრულებას, ქვეყნებს შორის საერთო შეხების წერტილების, შეხედულებებისა და ინტერესების გამოძებნას ემსახურება. დიპლომატის შეიარაღებაში „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“-ს პრინციპია ერთ-ერთი მთავარი, რამეთუ ამ პროფესიის ადამიანებს და პოლიტიკოსებს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ისინი ხომ ვალდებულნი არიან კარგი დიპლომატებიც იყვნენ.
       როგორც ჩანს, აღნიშნულ საკითხში კარგად ერკვეოდნენ ჩვენი სახელოვანი წინაპრები: ერეკლე მეორე, ილია ჭავჭავაძე, სხვები და სხვები, რომლებიც რეალურად აფასებდნენ რა ჩვენს დიდ და ძლიერ მეზობელს, მაქსიმალურად ცდილობდნენ არა სულსწრაფობითა და აგრესიული რიტორიკით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ გამჭრიახობით, სიბრძნითა და გარკვეული დათმობების გზით, რუსეთისგან მაქსიმალური გამორჩენის მიღებას საქართველოსთვის, კარგად იცოდნენ რა, სხვანაირად ვერაფერს გახდებოდნენ და პირიქით, შესაძლოა, ბევრად მეტი დაეკარგათ, ვიდრე მიეღოთ. ამ ადამიანებს იმდენად უყვარდათ სამშობლო, რომ არ ემეტებოდათ მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად, სასწორზე შესაგდებად, ისინი არ იყვნენ ავანტიურისტები და კარგად იცოდნენ, რომ გადამეტებულ ამბიციურობას და ძლიერი მეზობლების ინტერესების გაუთვალისწინებლობას პოლიტიკაში მძიმე შედეგები მოაქვს ხოლმე... უფალმა ასეთი ხვედრი გვარგუნა: საუკუნეების მანძილზე რუსეთი და საქართველო მეზობლები არიან და საფუძვლიანი ეჭვი გამაჩნია, რომ ეს მომავალშიც ასე იქნება. თუ ეს ასეა და ცხადია, რომ ასეა, მაშინ საქართველომ თავისი საგარეო პოლიტიკა, პირველ რიგში, სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდ აააგოს, გაითვალისწინოს რიგი ისეთი ნიუანსებისა, რომლებიც, გასაგები მიზეზების გამო, ჩვენთვის ნაკლებად მოსაწონი, ზოგი კი საერთოდ მიუღებელია.  სწორედ რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლობისა და იგნორირების შედეგებს იმკის დღესდღეობით საქართველო. ბოლო 23 წელი ამის ნათელი დადასტურებაა. როგორც აღმოჩნდა, თურმე არ ყოფილა მხოლოდ დამოუკიდებლობის დეკლარირება და აღიარება საკმარისი იმისთვის, რომ რეალურად გავხდეთ დამოუკიდებელი ქვეყანა და საზოგადოებას შევუქმნათ მეტ-ნაკლებად მისაღები ეკონომიკური და სოციალური პირობები, ვიგრძნოთ თავი დაცულად გარეშე მტრისგან. სწორედ რუსეთია ის ქვეყანა, რომელსაც 1989 წლიდან ჩვენ ხელი ვკარით და განვუდექით, საკუთარი თავისა და კიდევ ვერ გეტყვით, რის იმედად, ალბათ, იმის იმედად, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და უფალი არ გაგვწირავს...  ნამდვილად - უფალს დიდება, ის იცავს ჩვენს მრავალტანჯულ ერს, უკვე რამდენი საუკუნეა, მაგრამ, თუკი ჩვენ საკუთარი სიბრიყვით, არაკომპეტენტურობითა და ამბიციურობით, ყოველგვარი წინასწარი გათვლების გარეშე გადავჭრით იმ ტოტს, რომელზეც მეტ-ნაკლებად ჩვენთვის მისაღებად მაინც ვსხედვართ, გავხდებით ავანტიურისტები და საკუთარი სამშობლოს ბედ-იღბალს სასწორზე შევაგდებთ, მაშინ კარგს არაფერს უნდა ველოდოთ... ამ წლებმაც კარგი ნაკლებად მოგვიტანეს, ძირითადად, ეკონომიკის ნგრევა, ტერიტორიების დაკარგვა, ხალხის გაღატაკება...  დავუბრუნდეთ დღევანდელ დღეს, როდესაც ჩვენ წინასწარ ვითხოვთ რუსეთისგან გარანტიებს – „აი, ჩვენ კი დაგიდგებით გვერდით და თქვენ რას გვთავაზობთ? დაგვიბრუნებთ აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს?“ – ეს უკვე თავშივე არასწორია და გეტყვით, თუ რატომ. ჩვენ არ ვართ რუსეთთან ურთიერთობების მხრივ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რაიმე რომ მოვთხოვოთან, მით უმეტეს, ვაიძულოთ, რომ მან გააკეთოს. რუსეთი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი ქვეყანა თავისი გავლენით, რესურსებით, „შიშის ფაქტორის“ მხრივაც, უკიდეგანო ტერიტორიებით, თუ გნებავთ, და ასე შემდეგ. მოდით, შევადაროთ საქართველო რუსეთს. ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ დიდ გულზე მყოფი მცირე ერი, რომლის ამბიციებიც აშკარად სჭარბობს მის შესაძლებლობებს. ჩვენი გავლენა თუ სიძლიერე გინდაც მსოფლიოში, თუ გნებავთ, რეგიონში, ნულს უახლოვდება. აქედან გამომდინარე, როდესაც ასეთ დიდ და ძლიერ იმპერიას ვესაუბრებით თუ მივმართავთ, ტონიც შესაბამისი უნდა გვქონდეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენი წინაპრების ბრძნულმა და პრაგმატულმა ქმედებებმა თავისი შედეგი გამოიღო _ გასახლეჩად და გასაძარცვად განწირული ქვეყანა 90-იან წლებამდე შემოგვრჩა მეტ-ნაკლებად ჩვენთვის მისაღებ ტერიტორიულ ფარგლებში და ეკონომიკურ მდგომარეობაში, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ შიმშილობდა და არ იყო დაბეჩავებული, ისე, როგორც დღესაა. სსრკ-ის რესპუბლიკებს შორის საქართველო და მისი მოსახლეობა ერთ-ერთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვიყავით. რუსეთსაც აწყობდა, საქართველო მის გვერდით ყოფილიყო და, აქედან გამომდინარე, სასათბურე პირობებსაც გვიქმნიდა ხშირად. მეორე საკითხია, რამდენად სასარგებლო გამოდგა ეს ჩვენთვის, რამდენად გააზარმაცა ჩვენი ხალხი, მაგრამ ახლა ამაზე ნუ ვისაუბრებთ, ეს ცალკე საუბრის თემაა. ნელ-ნელა ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ ამა თუ იმ ფორმით სსრკ დაიშლებოდა და ისევე, როგორც სხვა დანარჩენი რესპუბლიკები, ჩვენც მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ შევეგუებოდით ახალ ამპლუაში ყოფნას, რისი გარანტიც, ცხადია, რუსეთთან ნორმალური, კეთილმეზობლური და ერთმანეთის გათვალისწინებაზე აგებული ურთიერთობები უნდა ყოფილიყო. მაგრამ რეალურად მოხდა სულ სხვა რამ - ზემოაღნიშნულის გაკეთება ამათუიმ ფორმით, ჩვენზე უკეთესად და ბევრად ნაკლები ტერიტორიული თუ სხვა დანაკარგებით შეძლო ყველა დანარჩენმა რესპუბლიკამ, ყველამ საქართველოს გარდა. სწორედ აქ და ამ დროს იჩინა თავი საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების, რეგიონში ჩვენი რეალური ადგილის არაადეკვატურმა შეფასებამ ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან, წინდაუხედაობამ, სულსწრაფობამ, გადამეტებულმა ამბიციებმა და საკუთარი ისტორიის გაუთვალისწინებლობამ. ჩვენ დავანგრიეთ ეკონომიკური, კულტურული, ადამიანური და სხვა კავშირები რუსეთთან და ამით მოვახდინეთ თვითიზოლირება გარე სამყაროსგან, პირველ რიგში კი რუსეთისგან, შედეგად კი დავკარგეთ უსაფრთხოების გარანტია და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მეზობელი რუსეთი მტრად გავიხადეთ, მაშინ, როდესაც ამის არანაირი ობიექტური აუცილებლობა არ არსებოდა. გავიმეორებ, რომ იმავეს გაკეთება ნაბიჯ-ნაბიჯ და გეგმაზომიერად შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ ხომ ყველაფერში პირველები უნდა ვყოფილიყავით და გავხდით კიდეც, ოღონდ პირველები ბოლოდან, თუ, რასაკვირველია, მოვინდომებთ განვლილი წლების კრიტიკულ ანალიზს, რეალურ შედეგებზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ და არა ემოციებით, როგორც გვჩვევია. პრაქტიკულად ხომ ჩვენ არანაირი „ჯოკერის“ მსგავსი ხელში არ გვეჭირა და მხოლოდ ჩაის, ციტრუსების, მინერალური წყლების იმედად გადავდგით თითქოს თამამი, ამაყი, ემოციური, მაგრამ, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, საქართველოს მოსახლეობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის დამღუპველი ნაბიჯი, ამ ეიფორიაში ისიც კი ვერ გავთვალეთ, რომ ყველაფერთან ერთად გასაღების ბაზარსაც ვკარგავდით რუსეთის ბაზრის სახით, რასაც დღემდე უმძიმესი შედეგები მოაქვს ქვეყნისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ვაგინეთ ბუშს, ხელი დავუქნიეთ და „დავემშვიდობეთ“ რუსეთს, ის კი ვერ გავთვალეთ, რომ რუსეთში თვლა ჩვენზე მეტად თუ არა, არანაკლებ მაინც იციან, მათ ყველაფერი, მისხალ-მისხალ, კაპიკ-კაპიკ ჰქონდათ დათვლილი, მიაჩნდათ და ახლაც მიაჩნიათ, რომ ისინი, რუსები, ჩვენი კეთილდღეობისა და ბედნიერი მომავლის შემქმნელ-განმახორციელებლები და გარანტები იყვნენ, ჩვენ კი უმადური ყოფილი უმცროსი ძმა, რომელმაც ვერ შეირგო ეს სიკეთე. უნდა ვაღიაროთ, რომ ამაში სიმართლის დიდი წილიცაა -საქართველო ხომ საჯიჯგნად იყო განწირული იმ აგრესიულ და მტრულად განწყობილ მუსლიმანურ გარემოცვაში, რომელშიაც საუკუნეების მანძილზე უხდებოდა თავის გატანა. ჩვენივე თხოვნით, რუსეთმა შეგვიფარა, საფასურად კი „უმცროსი ძმის“ სტატუსით უნდა დავკმაყოფილებულიყავით... რაც, ცხადია, რომ დამოუკიდებლობის იდეით „გულანთებული“ ერისთვის 90-იან წლებში მიუღებელი აღმოჩნდა, რამაც რუსეთის უდიდესი გაღიზიანება და ადეკვატური რეაქცია გამოიწვია. რა მოხდა შემდეგ? ჩვენი ცხოვრებიდან თითქმის მთლიანად ამოიშალა დაახლოებით ათი წელი, დაიკარგა მთელი თაობა, რა დროსაც ჩვენზე განაწყენებულმა რუსეთმა მაქსიმალურად გასაგებად დაგვანახა ჩვენი ამბიციების არაადეკავატურობა -დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა ერის გენოფონდის დიდი ნაწილი, უსახლკაროდ დავტოვეთ ასი ათასობით ადამიანი და ოჯახი, „თავზე დავისვით“ ქურდები და „ბესპრედელშჩიკები“, ვერაგ და უსინდისო შევარდნაძეს მუხლებზე დავუჩოქეთ, საქართველოს მოსახლეობის 50 პროცენტმა მეორე 50 პროცენტი ფულში გადააგდო, გავხდით ამერიკის მარიონეტი, მათი ინტერესების გამტარებელი რეგიონში, სადაც ჩვენი მეზობელი არა ამერიკა, არამედ რუსეთია, რითაც, ცხადია, დამატებითი პრობლემები შევიქმენით, გავიჭყლიტეთ რა ორი ზესახელმწიფოს ინტერესების ჭიდილში, მოვყევით შუაში და შემდგომ, ჩვენდა გასაკვირად, აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ამერიკელებიც არ ყოფილან მთლად „კეთილი ბიძიები“ და ტყუილად არ გაირჯებოდნენ ჩვენს საკეთილდღეოდ, მით უმეტეს, რუსეთს არ დაუპირისპირდებოდნენ სამხედრო ძალით. სამაგიეროდ, დღემდე ამერიკელები ჩვენს რელაქსაციას შეშფოთება-აღშფოთების მეთოდით აგრძელებენ, რაც, ცხადია, როგორც მინიმუმ,  არაეფექტურია  „დათვის“ მიერ ადამიანის დატორვის მკურნალობისას და მხოლოდ პიარზეა გათვლილი. ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ იმას, რომ ამერიკის წახალისებითა და ხელშეწყობით ბოლო 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის მარიონეტი რეჟიმის მიერ მიმდინარეობდა პრაქტიკულად ქართველობის გენოციდი,  მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ტრადიციების გეგმაზომიერი გაუფასურება, მოსახლეობის ღირსების აყრა და უცხო ქვეყნის ტრადიციების იძულებითი დანერგვა, კიდევ უფრო ნათელი გახდება,  თუ რა უმძიმესი შედეგები მოაქვს ინფანტილურობასა და დილეტანტიზმს, სულსწრაფობასა და ავანტიურიზმს მცირე ქვეყნებისთვის. 2008 წელს სააკაშვილმა კიდევ ერთი, მორიგი ავანტიურა წამოიწყო, შედეგად კი ჩვენი საჯარისო ნაწილების, ჯარისკაცების, მოსახლეობის განადგურება, უამრავი დევნილი და დამატებითი ტერიტორიების დაკარგვა მივიღეთ. დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, ბატონებო, რომ არა სააკაშვილის ეს უგუნური ნაბიჯი, რუსეთი არც კოდორის ხეობას და ახალგორის რაიონს გაეკარებოდა და არც აღიარების პოლიტიკას არ დაადგებოდა. მაგრამ, თურმე ნუ იტყვით და, როგორც „დიდმა“ მხედართმთავარმა, საკუთარ ჰალსტუხდამგემოვნებელმა მიხეილ სააკაშვილმა ბრძანა, ამით მან მთელ მსოფლიოს აჩვენა რუსეთის სახე!  როგორია? ჩნდება კითხვა:  ვინ გთხოვა, ვისი შეკვეთა იყო რუსეთის სახის ჩვენება?! ვინ დგას ამის უკან? კოსმოპოლიტი სააკაშვილისთვის ეს პასუხი მიუღებელი იყო, მან ხომ უდიდესი გმირობა ჩაიდინა, როცა რუსეთის პროვოკაციას წამოეგო და მისი სახე მსოფლიოს დაანახა... აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოს საზოგადოების, პირველ რიგში კი, ინტელიგენციის ნაწილის უღირსი ქმედება, რომელიც, ამ ყველაფრის მიუხედავად, სააკაშვილის დაკრულზე, მის მიერ საკუთარი თავის გასაპიარებლად და სარეაბილიტაციოდ მოგონებულ ჯაჭვში ჩაება და ქვეყნის დამაქცევარი „ვაიმხედართმთავარი“ მთელი მსოფლიოს თვალში კიდევ ერთხელ გააპიარა და დაჩაგრულ რაინდად წარმოაჩინა „სარკო, სარკოს“და „მიშა, მიშას“ შეძახილების თანხლებით. წაგებული ომის შემდეგ დადგმული ის სამარცხვინო კონცერტი კი ძალიან დიდხანს გაჰყვება შავ ლაქად ამ მასკარადში მონაწილე თითოეულ შემსრულებელს და მთელ საქართველოს! ამ უაზრო ომით მოგებული მხოლოდ აშშ დარჩა, ისიც დროებით – რუსეთის სახის ჩვენებამ ის როლი ვერ შეასრულა ბოლომდე, რისიც ამერიკელებს ეიმედებოდათ. რუსეთის გავლენა გლობალურ პოლიტიკაზე და რეგიონშიც თითქმის უცვლელი დარჩა, სამაგიეროდ საკუთარი ხალხის და ქვეყნის გაუბედურების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი სააკაშვილი, ამერიკელების პირდაპირი დახმარებითა და ხელშეწყობით, გაყალბებითა და ტყუილებით, თავზე მოაჯდა ქართველ ხალხს შემდგომი წლების მანძილზეც. დღემდე საქართველო კვლავ ამერიკის დაკრულზე ცეკვავს და მისგან მიღებულ დირექტივებს უპირობოდ ასრულებს, აშშ-ის მიერ დაფინანსებული და მსუყედ გამოკვებილი საქართველოს პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობოების უმეტესი ნაწილი, ძირითადად, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან, მათ შორის ხშირ შემთხვევაში საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების საზიანოდ და აშშ-თან ერთად, სატყუარად შემოგდებულ, მითიურ ნატოში შესვლის იმედად, რუსეთთან ურთიერთობების მაქსიმალურად გაფუჭების ხარჯზე, საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებენ, რასაც ყველა შემთხვევაში სუვერენიტეტის საბოლოო დაკარგვა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საბოლოოდ დაშლა მოჰყვება. სააკაშვილის მმართველობის თითქმის პირველი დღიდანვე და მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში, ხელისუფლების და მისი „კუდის“ - ჯიბის მედიასაშუალებების და არასამთავრობოების მხრიდან მუდმივი ანტირუსული რიტორიკისა და პროპაგანდის წყალობით, რუსეთისგან მტრის ისეთი «ხატი» შეიქმნა, რომ რუსეთის ხსენებაც კი შეუძლებელი გახდა დამამცირებელი ეპითეტების გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის აგენტისა და მონის იარლიყი გქონდა უმალვე აკრული... სასაცილომდე დავმდაბლდით და რესტორნებშიც კი ავკრძალეთ რუსული სიმღერა! რუსეთის პოზიტიურ კონტექსტში ხსენება კი მინიმუმ სამშობლოს მოღალატის იარლიყის მიკერებით მთავრდებოდა. სააკაშვილის რეჟიმმა ამერიკის შეერთებული შტატების მითითებითა და წახალისებით ანტირუსული ისტერიის ფონი შექმნა საქართველოში, რომელიც, შესაძლოა, პირველის ინტერესებს გარკვეულწილად ემსახურება, მაგრამ საქართველოსთვის დამღუპველი და ყოვლად უპერსპექტივოა. ამდენად, ჩვენ გვაქვს ორი გამოსავალი: ან დავიოკოთ ამბიციები და უპირობოდ უარი ვთქვათ ნატოში შესვლაზე, აღვადგინოთ ეკონომიკური და კულტურული კავშირები რუსეთთან და შევეცადოთ, საბოლოოდ არ დავკარგოთ ჩვენი სათაყვანებელი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ამათუიმ ფორმით მაინც დაბრუნების შანსი,შევინარჩუნოთ იდენტურობა _ სარწმუნოება და ტრადიციები, ან კიდევ ამერიკული ოცნების განხორციელებას, მათი ინტერესების გატარებას  რეგიონში შევწიროთ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე, საქართველო გადავაქციოთ ერთ-ერთ უსახო ქვეყნად, რომელსაც ჰქონდა ოდესღაც წარსული, მაგრამ აღარასოდეს ექნება მომავალი!
     ყველანი ყურადღებით უსმენდნენ მირზას, თუმცა, კახა და ბადრი რომ არ იზიარებდნენ ბოლომდე ამ შეხედულებას, არც დაუმალავთ, გიას შეკრული წარბები კი ვერ მიგახვედრებდათ, რას ფიქრობდა.
     - არც ისტორია ვიცი ვინმეზე ცუდად და არც ის დამვიწყევია, აფხაზეთის ომში ვინ იყო ჩემი და ჩემი სამშობლოს მტერი და მოწინააღმდეგე, ასე, რომ თუ ზიზღია, მე, მრავალჯერ ბეწვზე გადარჩენილს, დამარცხებულს და სამშობლოწართმეულს, პირველს უნდა მეზიზღებოდეს „დიდი რუსი დამპყრობელი“ და არც აკლია მისი წილი ზიზღი ჩემგან, მაგრამ ჩვენ, საქართველოს გადასარჩენად მებრძოლებს, ცოტა მეტი ტვინი და მიდგომა გვჭირდება ყველასადმი და მათ შორის, რუსეთისადმი! მიდი, თქვი, ბადრი, სადღეგრძელო, ყელი გამიშრა ამდენი ლაპარაკით! - მიაწოდა ცარიელი ფიალა მირზამ. 

III
- შეხედე! - წაკრა მირზამ მხარი ლიზის.  მოშორებით, სიბნელეში, ახალგაზრდა წყვილი ერთმანეთს ჩაკვროდა და თავდავიწყებით კოცნიდნენ ერთურთს. 
       - ნუ უყურებ! - თვალებზე ხელი ააფარა ლიზიმ მეუღლეს და ორივეს გაეცინა. გაახსენდათ ახალგაზრდობა. მაშინ, წლების წინ, დანგრეულ მთაწმინდის პარკში თვითონაც ასე გუგულებივით იხსდნენ სკამზე და მირზა თავდავიწყებით უკოცნიდა მეწყვილეს ხატულა თვალებს, გაბუტულ ტუჩებს, ბროლის ყელს... თანაც, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ვერავინ ხედავდათ. შემდეგ, როცა გასასვლელისკენ გამოეშურნენ, სკამზე ხანშიშესული წყვილი შენიშნეს, რომლებიც წყნარად მასლაათობდნენ. უნებურად თავიანთი სკამისკენ გაიხედეს და რას ხედავენ - მთვარის შუქი  ისე დღესავით ანათებდა იქაურობას, ყველაფერი ხელისგულზე დადებულივით ჩანდა. ლიზი სირცხვილისგან აილეწა, სახეზე ალმური მოენთო. - დაგვინახეს! - თქვა და უფრო აეკრა ვაჟს, თითქოს სურდა, აღარ გამოჩენილიყო. - ნუ ნერვიულობ, არა უშავს, ოდესღაც, ალბათ, ეგენიც ჩვენსავით კოცნაობდნენ! - სცადა დამშვიდება მირზამ და ნაბიჯს აუჩქარა...
       მირზამ შეყვარებულ წყვილს ზურგი აქცია და ისევ ფიქრებმა წაიღო...როგორ ამოქმედდა ზოგადად ეკონომიკური მკვლელების ინსტიტუტი? მთელი ისტორიის მანძილზე იმპერიები სამხედრო ძალით და დამანგრეველი ომებით იქმნებოდა, თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ და ატომური და ბირთვული იარაღის გაჩენის პერსპექტივის შემდეგ, ძალადობრივი გადაწყვეტილებები ძლიერ სარისკო გახდა, მით უფრო, რომ საბჭოთა კავშირი უკვე ძლევამოსილი და ანგარიშგასაწევი სახელმწიფო შეიქმნა. გადამწყვეტი მომენტი 1951 წელს დადგა, როდესაც ირანი ბრიტანული ნავთობკომპანიის წინააღმდეგ აღსდგა, რომელიც ირანული ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაციას ეწეოდა. მაშინ ძალიან პოპულარულმა, დემოკრატიულად არჩეულმა ირანის პრემიერმინისტრმა მოჰამედ მუსადიკმა ქვეყნის მთელი ნავთობმრეწველობის ნაციონალიზება მოახდინა. ინგლისმა და ამერიკამ სამხედრო რეპრესიების დაწყება, საბჭოთა კავშირის შიშით, ვერ გაბედეს და ვაშინგტონმა „ცრუ“-ს აგენტი, თეოდორ რუზველტის შვილიშვილი, კერმიტ რუზველტი გააგზავნა ირანში. მან გადაიბირა ადამიანები ქრთამებითა და შანტაჟით. მისი დავალებით ეწყობოდა დემონსტრაციები და არეულობები. საბოლოო ჯამში მუსადიკი დამარცხდა და დარჩენილი სიცოცხლე შინაპატიმრობაში გაატარა. პროამერიკულად განწყობილი შაჰი მუჰამედ რეზა ერთპიროვნული დიქტატორი გახდა. ეს იყო აშშ-ს პირველი ოპერაცია სხვა ქვეყნის მთავრობის შესაცვლელად და სწორედ ასე დაედო სათავე ახალ პროფესიას - ეკონომიკურ მკვლელებს. თუმცა, არსებობდა ერთი პრობლემა: კერმიტ რუზველტი იყო „ცრუ“-ს თანამშრომელი. თუ მას დაიჭერდნენ, ამას საშინელი შედეგები მოჰყვებოდა. შემდგომისთვის პრობლემა შემდეგნაირად გადაიჭრა: დაიწყო ემ-ის შერჩევა, რომლებიც საერთაშორისო კორპორაციის შტატში შედიოდნენ. ისინი არ იმყოფებოდნენ ხელისუფლების ხელფასზე, ფულს კერძო სექტორიდან იღებდნენ და თუ დაიჭერდნენ, მათ ბინძურ საქმეებს კორპორატიულ სიხარბეს მიაწერდნენ და არავითარ შემთხვევაში ხელისუფლების პოლიტიკას. მათი დამქირავებელი კორპორაციები ფულს გადასახადების გადამხდელი სამთავრობო ორგანიზაციებიდან და მათი მრავალნაციონალური საბანკო პარტნიორებისაგან იღებდნენ და მაინც კონგრესის კონტროლისა და საზოგადოებრივი ყურადღების მიღმა იმყოფებოდნენ....

IV
      - ჩვენი მართლმადიდებლური რწმენის სადღეგრძელო იყოს! - ასწია ფიალა ბადრიმ.- მართლაც, ურთულეს დროში გვიწევს ცხოვრება,იაპონიის მიწისძვრით მოგვეცა თვალნათელი მაგალითი, თუ რა მოხდა, როგორ დაინგრა მთელი ქვეყანა. ამან გამახსენა ბიბლიიდან ეზდრა მესამე, რომელიც შესთხოვს უფალს - მაჩვენე ბოლო ჟამის ადამიანთა ცხოვრებაო, უფალი კი ეუბნება, რომ ბოლო ჟამის ადამიანები შემეწინააღმდეგებიან, გაამაყებულნი იქნებიანო. რითი ვართ გაამაყებულნი? ან იაპონელები რითი იყვნენ გაამაყებულნი? ტექნოლოგიური მიღწევებით. მათ ეგონათ, რომ ეს ყველაფერია, რომ ყველაფერს მიაღწიეს და ტექნოლოგიაა მთავარი, მაგრამ დავრწმუნდით, რომ არაფერი ყოფილა არც ტექნოლოგიური მიღწევები, არც ფული, არც სიძლიერე. ათწლეულებისა და საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა იაპონია და უცბად, ერთ დღეში დაინგრა. აი, ეს შეუძლია უფალს! ჩვენ გონს უნდა მოვეგოთ, რომ არ მივიღოთ ის სასჯელი ღვთისაგან, რაც იაპონიას და სხვაქვეყნებს დაემართა. დროულად უნდა დავიწყოთ ღვთის მცნებებით ცხოვრება, დროულად გავხდეთ ერთგულნი საეკლესიო სწავლებისა და ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენი წინაპრები და წმინდა მამები მოგვიწოდებდნენ. თუ ასე არ მოვიქცევით, სასჯელი არც ჩვენ აგვცდება. თუ ჩვენ ცოდვას მოვერევით, თუ სიწმინდით ვიცხოვრებთ, პატიოსნად, ნამდვილად გვექნება ღვთის მფარველობა; მფარველად გვეყოლება ჩვენი მფარველი ანგელოზი. ჩვენ ღმერთთან კავშირი გვაქვს  წმინდა ზიარებით, აღსარებით, იმ საიდუმლოებებით, რაც ეკლესიაშია მოცემული. “ვინც ჩემს სისხლსა და ხორცს ღებულობს, ის ჩემთანა ჰგიესო,” -ასე ბრძანებ სუფალი. ამიტომ  ჩვენს ახლობლებზეც უნდა ვიზრუნოთ. მხოლოდ მართლმადიდებლობაშია ჩვენი ხსნა!
მართლმადიდებლობა - ეს არის მართლის დიდება, სიმართლის, ჭეშმარიტების დიდება. ეს არის უდიდესი საუნჯე, ეს არის ჩვენი ცხოვრება. მართლმადიდებლობა - ეს საქართველოს ისტორიაა, ეს ის რწმენაა, რომლითაც მივეახლებით უფალს. მართლმადიდებლობა - ეს არის მიტევების, კეთილი საქმეების კეთების უნარი და საერთოდ, ჩვენი თვითმყოფადობა განსაზღვრულია მართლმადიდებლობით - ჩვენი მეობა, ჩვენი ხასიათი, ჩვენი ბუნება. დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ამისათვის უნდა ვმადლობდეთ უფალს. რადგან სწორედ იგია მსოფლიოში ერთა¬დერთი ჭეშმარიტი რელიგია; როგორც პავლე მოციქული ბრძანებს - „ერთ არს ღმერთი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ არს ნათლისღება“. 
      სადღეგრძელო კახამ გააგრძელა - ჩვენ, ქართველები, მართლაც ის ერი ვართ, რომელნიც ყოველთვის ჭეშმარიტი სარწმუნოებით ვცხოვრობდით; ჩვენს წინაპრებს არასოდეს გადაუხვევია მართლმადიდებლური რწმენისგან, როცა ხატბრძოლობის მწვალებლობა თითქმის ყველა ადგილობრივ ეკლესიას შეეხო, მაშინ ჩვენ მტკიცედ და შეურყევლად ვიდექით; ეს არის ღვთის დიდი ნიშანი და დასტური იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, აქამდე ამან გადაარჩინა საქართველო და მომავალშიც მართლმადიდებლობა გადაარჩენს!
 - მე ვფიქრობ, - წარმოთქვა გიამ, - უკვე მკაფიოდ და გამოკვეთილად უნდა ვთქვათ, რომ მთელი მსოფლიო ორ ნაწილად არის გაყოფილი - ერთი ნაწილი არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სამყარო მართლმადიდებლური ქვეყნების სახით და მეორე - ეს არის წარმართულ-მწვალებლურ-სატანისტური სამყარო, სადაც, მართლმადიდებელთა გარდა,  თითქმის ყველაა გაერთიანებული, სამყარო, რომელიც ეშმაკსაა დამონებული - ადამიანები, რომლებიც ან წარმართობაში არიან, ან ერეტიკულ მწვალებლობაში, ან პირდაპირ სატანას ემსახურებიან. ბრძოლა ამ ორ სამყაროს შორის მიმდინარეობს - ისინი არიან ეშმაკის მსახურნი, ჩვენ - მართლმადიდებლები კი, ვინც ეკლესიურად ჭეშმარიტი რწმენით ვცხოვრობთ, ჭეშმარიტ ღმერთს ვემსახურებით; სხვა „მესამე” არ არსებობს. დღეს კი არის მცდელობა იმისა, რომ ხალხი დაარწმუნონ, თითქოს კათოლიკეები, პროტესტანტები, სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიები, მუსლიმანები და სხვ. ღმერთს ემსახურებიან. ეს ტყუილია, სიცრუეა! დღეს გამალებით ამზადებენ მსოფლიოს ანტიქრისტესთან შესახვედრად, ამ პროცესს კი მხოლოდ მართლმადიდებლები ეწინააღმდეგებიან, დანარჩენები ვერც კი მიხვდებიან, რომ ის ანტიქრისტე იქნება, რადგან ისინი მიყვებიან ცხოვრების იმ დინებას, რომელსაც მათ „ძლიერნი ამა სოფლისანი” - მასონები სთავაზობენ; მასონებს აქვთ შემუშავებული გეგმა, თუ როგორ მოიყვანონ ანტიქრისტე. თუ თვალს გადაავლებთ დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას მსოფლიოში, ნახავთ, რომ თითქმის ყველა სახელმწიფოში ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის, ხელისუფლების შეცვლა უნდა. ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ანტიქრისტეს ასეთი საზოგადოება როგორც მეფეს, მხსნელს, მესიას ისე მიიღებს! დღეს პრესით, ტელევიზიით, მასმედიის საშუალებებით საზოგადოების გამალებული შემზადების პროცესი მიმდინარეობს ანტიქრისტესთან შესახვედრად! დიდი სიბრძნე და სიფრთხილე გვმართებს! მხოლოდ მართლმადიდებელი ერები დაინახავენ, რომ ის ანტიქრისტე იქნება. იგი ეკლესიის წინააღმდეგ გამოვა. დღეს ელექტრონულ პირადობის მოწმობებს ურიგებენ ხალხს - ეს არის წინა სახე ანტიქრისტეს ბეჭდისა. ვინც ადვილად აიღებს ამ ელექრტონულ პასპორტს, ასევე ადვილად მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედსაც. ამიტომ, ყველაფერი იქით უნდა წარვმართოთ, რომ არ ვიყოთ სახელმწიფოზე სრულად დამოკიდებული, კერძო მეურნეობას უნდა მივყოთ ხელი, მიწა დავამუშავოთ, ვიზრუნოთ, ვიმუშაოთ და “პური ჩვენი არსობისა” ასე მოვიპოვოთ, ასე გადავირჩინოთ თავი.
ხედავთ, რომ შიმშილობის პირასაა მისული მთელი მსოფლიო, ძვირდება პირველადი მოხმარების საგნები, საკვები პროდუქტები. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ მეორედ მოსვლის წინა პერიოდში ვიმყოფებით. იმ ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, რაც მსოფლიოში ხდება, უნდა დაგვაფიქროს და კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა დავდგეთ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე, რადგან მხოლოდ ის გადაგვარჩენს, ის აგვიხელს სულიერ თვალს, რათა დავინახოთ და გავარჩიოთ კეთილი ბოროტისაგან. ამის გარეშე ადვილად მივენდობით ანტიქრისტეს სწავლებას, მის შემოთავაზებებს ბუნებრივად აღვიქვამთ. ამიტომაა ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ფარზე (და ფარი ეს არის საფარველი), მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით, შემდეგი სიტყვები ამოკვეთეს“ „სდექით მტკიცედ და შეურყევლად!”. ჩვენ კი ეს სიტყვები უნდა ამოვიკვეთოთ ჩვენს გონებაში, ჩვენს გულში, რათა განსაცდელის ჟამს გამოგვაფხიზლოს! უნდა ვიცხოვროთ ჭეშმარიტი სარწმუნოებით! ვმადლობდეთ უფალს, რომ მართლმადიდებლები ვართ. ჩვენთვის, ქართველთათვის, სხვა იდეოლოგია, სხვა მოწოდება არ უნდა არსებობდეს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ბევრი რამ მიეცა - უპირველესად, ჩვენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ! ჩვენ მოგვეცა მაცხოვრის კვართი - სულიერი ერთიანობის სიმბოლო, ილია წინასწარმეტყველის ხალენი, რომელიც დიდ სულიერ ძალასთანაა დაკავშირებული. ჩვენ მოგვეცა ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, ქრისტეს სამსჭვალი, ჩვენ გვაქვს მადლის ქვა, ძალიან ბევრი წმინდანის წმინდა ნაწილები - ეს კი იმას ნიშნავს, რომ, ვისაც მეტი მიეცა, იმას მეტიც მოეთხოვება! - აი, დაახლოებით ასე ბრძანებს ჩემთვის და ყველასთვის საყვარელი მეუფე იობი, - დაასრულა გიამ.
       - მართალს ბრძანებთ! - დაუკრა კვერი მირზამ, - თუ გადავავლებთ თვალს ბოლო პერიოდის მოვლენებს, ყველაზე დიდი შეტევა არის მართლმადიდებლურ ქვეყნებზე. გავიხსენოთ, სერბეთი - დაბომბეს და სერბეთის ქალაქებისთვის ნასროლ რაკეტებს აწერდნენ: „გილოცავთ აღდგომის დღესასწაულსო!” - ასე „მიულოცეს” მართლმადიდებლურ ქვეყანას უფლის აღდგომა! ან თუნდაც რუმინეთი - მართლმადიდებლური ქვეყანა დაადანაშაულეს ბოშების დევნასა და შევიწროებაში. არც მოლდოვაა დაწყნარებული! ან თუნდაც: საბერძნეთში არეულობაა, გამოსვლები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ეს არ გეგონოთ შემთხვევითი! რა ხდება რუსეთსა და საქართველოში? ეს არის მსოფლიო შეთქმულება მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ქვეყნების წინააღმდეგ! მსოფლიოს დიდი განსაცდელები დაუდგება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ მართლმადიდებელ ერებთან მჭიდრო სულიერი და ფიზიკური კავშირი გადარჩენისთვის აუცილებელია... არასოდეს დაგვავიწყდეს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ანდერძი - „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა!” - მთელმა ჩვენმა ერმა მოიძია ქრისტესთვის სიკვდილი - ასი ათასი ქართველის, ექვსი ათასი გარეჯელი ბერისა და სხვა მოწამეთა მოწამეობა სწორედ ამ ანდერძის ასრულებაა. მსოფლიოში არ არსებობს სხვა მართლმადიდებელი ქვეყანა, რომელსაც ამდენი მოწამე და წმინდანი ყავს. ჩვენ ჯვარცმული ქვეყანა ვართ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჯვარცმას დაფლვა მოსდევს და შემდეგ აღდგომა და ამაღლება! აი, სწორედ ეს პროცესები ელოდება საქართველოს, ქართველ ერს ღვთისაგან - სწორედ საქართველოთი უნდა გამართლდეს მართლმადიდებელი სარწმუნოება, სწორედ აქ უნდა გაძლიერდეს მართლმადიდებლობა! სწორედ ამით გაბრწყინდება საქართველო და არა განათებებითა და ფიზიკური სინათლით, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია! ეს პროცესი კი უკვე დაწყებულია! იმედი არ უნდა დავკარგოთ, გულხელდაკრეფილნი არ უნდა ვიყოთ და არ უნდა ველოდოთ, რომ ვიღაც გვიხსნის - თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ხსნა! საქართველოს გამთლიანება თითოეული ჩვენთაგანიდან იწყება! არ უნდა ვიყოთ დაიმედებული ვიღაცაზე, როგორც ბევრს გონია, რომ ამერიკა დაგვეხმარება, ზოგს კი რუსეთისკენ აქვს იმედი მიმართული! ჩვენი თავიდან დავიწყოთ საქართველოს გადარჩენა. თუ ჩვენ გამოვსწორდებით, თუ ჩვენ ეკლესიურად ვიცხოვრებთ, თუ უფალთან წრფელი ურთიერთობა გვექნება, მაშინ ღვთის მადლიც არ დააყოვნებს საქართველოზე. საქართველო განიწმინდება ბოროტი ძალებისაგან და გამთლიანდება. მხოლოდ სულიწმინდა გააერთიანებს საქართველოს - ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს! 

V

    შეყვარებულ წყვილს უკვე დაემთავრებინა ურთიერთ ალერსი და ერთმანეთს მიკრულნი გარინდულნი ისხდნენ; პოეტთა მუზა, მთაწმინდის მთვარე, უკვე მთელი სიკაშკაშით ამოგორებულიყო ცის კაბადონზე, დიდ საჰაერო შარს დამგვანებული, თითქოს ხელის გაწვდენაზე დაკიდებულიყო მთის წვერზე და სიკაშკაშეს აფრქვევდა ბებერ დედათბილისს. მირზა ხელში ათამაშებდა მთვარის შუქზე ოქროსფრად მბზინავ ლიზის კულულებს და უცებ,რატომღაც ხმამაღლა გაეცინა.
     - რა დაგემართა, გადაირიე? - აკისკისდა ლიზიც.
    - მაშინაც ასეთი მთვარიანი ღამე იყო, აგარაში რომ „გადავფრინდი,“ - კვლავ გაეცინა მირზას ახალგაზდობისდროინდელ სიგიჟეზე.
       ...ახალი შებინდებული აგვისტოს ცხელი საღამო იყო. მირზამ თავისი მოფახფახებული „ადინადცატი“ თბილისის გასასვლელში ბოლომდე „გააზაპრავკა“ და გეზი დასავლეთისკენ აიღო. აქედან მოყოლებული იგოეთამდე, მირზას არაფერი არ ახსოვდა - საქმე ის იყო, რომ იგი უგონოდ მთვრალი იყო. ჰო, ჯერ სამსახურიდან წამოსვლისას დალია ცოტა, მერე სამეზობლოში დაამატა... მეზობლებმა რომ გაიგეს მისი განზრახვა, მანქანის გასაღები დაუმალეს, მაგრამ როგორღაც მაინც მოახერხა მოპარვა და გამოექცა ყველას... ჰოდა, იგოეთში ცოტა აზრზე მოვიდა, თუმცა თავისი მგზავრობის გეგმა არ შეუცვლია. აგარამდე როგორღაც მიაღწია, თუმცა აგარის დაღმართზე წამით გაითიშა, აზრზე მოსულმა რატომღაც მუხრუჭი დასცხო, დაბზრიალდა და საწინააღმდეგო მხარეს გზისპირა თხრილში გადავარდა. მანქანა გვერდზე დავარდა, მირზას მარცხენა გვერდი დაუსველდა. „წყალში ჩავვარდი!“ - გაიფიქრა მირზამ,  გაახსენდა სადღაც მოსმენილი, მანქანა წყალში თუ გადავარდა, კარებს ვერას დიდებით ვერ გახსნი, უნდა დაელოდო, დაიძიროს მანქანა, მინა ჩასწიო და ფანჯრიდან ამოცურო. ფანჯრის მინები ისედაც ჩაწეული ჰქონდა, ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო ლოდინი, როდის დაფარავდა წყალი მანქანას; სუნთქვა შეკრული აქვს, უკვე ვეღარ უძლებს, ლამის არის, გასკდეს... „მგონი მკვდარია!“ - ჩაესმა ზემოდან ხმა. „რა მკდვარი, ცოცხალი ვარ, ამომიყვანეთ!“ - ამოიყვირა და ამოაყოლა გულ-ღვიძლი. თურმე, კოჭებამდე პატარა ჭაობივით წყალსაცავში გადავარდნილა. როგორც იქნა, ამოათრიეს მანქანიდან. კარგად დაათვალიერეს - დაზიანება არაფერი აღენიშნებოდა. ეს ხალხი იქვე მდებარე  რესტორანსა და ბაზრობაზე მსახურობდნენ და მეორე დილისთვის ამზადებდნენ ობიექტებს. -როგორ ხარ, ძმაო? - ჩაეკითხა ერთთავად ფქვილში ამოგანგლული ახალგაზრდა მცხობელი ბიჭი, - მგონი, გადარჩი. - ჰო, გადავრჩი! - ამოისუნთქა მირზამ და მართვის მოწმობა და მანქანის პასპორტი მისცა რატომღაც შესანახად. ეს იყო და, უცებ სამი ავტოინსპექტორი გაჩნდა (პატრული მაშინ ჯერ არ არსებობდა), იქვე, ბენზოგასამართ სადგურთან მორიგეობდნენ თურმე. - სადაა, მძღოლი, ეს რა ტრიუკები ატარა, კინაღამ არ შეუვარდა აღმართზე ამავალ ტრაილერს! - თქვა ერთმა და მიუახლოვდა მირზას. - ყველანაირად გადარჩი, ძმაო! - უთხრა და საბუთები მოთხოვა. საბუთები მანქანაშია, - ამოიკვნესა საცოდავად. სამივე სათითაოდ შევიდა კოჭებამდე ჭაობში საბუთების საძებნად, თუმცა რას იპოვნიდნენ! - ეტყობა, გადმოცვივდა და სადმე წყალში ჩაცვივდა! - დაასკვნა მირზამ. მათ გვერდზე გაიყვანეს. ცოტა ხნის საუბრის შემდეგ გამოუცხადეს, ქართველები ვართ, ხომ არ გაგწირავთ, 100-100 დოლარი მოგვეცი თითოს და ვითომც არაფერი მომხდარაო. მირზა დათანხმდა, თუმცა განუცხადა, ხაშურში ჩავალ, ახლობლებს ვნახავ, მოვწესრიგდები, დასვრილ ტანსაცმელს გამოვიცვლი, ფულსაც ვიშოვნი და დილით მოვალო. რატომღაც არ გაუშვეს, ბენზოგასამართი სადგურის შენობაში შეიყვანეს, „ტაპჩანი“ გამოუყვეს, დაიძინეო, უთხრეს და გარეთ გავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ მირზამ ფანჯრიდან დაინახა, ინსპექტორებს ტრაქტორი გაეჩერებინათ და რაღაცაზე (ალბათ, ფულზე) გაცხარებით დავობდნენ. „ეხლა უნდა ვუშველო თავსო“ - გაიფიქრა, გამოვიდა ფრთხილად შენობიდან, გზისპირა ყანებში გადავიდა და რაც შეეძლო, მოკურცხლა; მიუყვება ფეხით, თან კანტი-კუნტად მომავალ მანქანებს აკვირდება - თუ დაღმართზე დაეშვა, გამოდის ყანებიდან და ცდილობს, გააჩეროს, თუ მანქანა განათებული ბენზოგასამართი სადგურიდან დაიძრა, უნდა დაიმალოს! კარგა ხანს არავინ უჩერებდა. აი, ერთი „06“, იქნებ ამან გააჩეროს, გამოხტა ტრასაზე და გამალებით უქნევს ხელს. მანქანამ დაამუხრუჭა, წინ ორნი სხედან, ერთიც - უკან. მირზამ გამოგლიჯა უკანა კარი, შეხტა მანქანაში და ამოისუნთქა. „ძლივს არ ავეთესე ამ კეთილძაღლებს!“ - შესძახა გახარებულმა. „ვის აეთესე, შენი...“ - მოუღერა ხელი უკან მჯდომმა. თურმე ეს უვარგისები ჯერ თბილისისკენ წასულან, შემდეგ დაეშვნენ  დაღმართზე. დააბრუნეს მირზა თავის „ტაპჩანზე“ და გამოუხურეს კარი. როგორც იქნა, გათენდა. ინსპექტორებმა თვითონვე მოიყვანეს ავტოამწე და ამოათრიეს მირზას მანქანა. მირზა შორიდან უყურებდა ამ პროცესებს, თავი გასკდომაზე ჰქონდა და ნატრობდა, მალე დასრულებულიყო ყველაფერი და როგორმე გასცლოდა აქაურობას. „ძმა, შალვოვიჩი გკითხულობდა!“ - მივიდა მირზასთან ის მეპურე, საბუთები ვისაც მიაბარა. „შალვოვიჩი ვინღაა და რა უნდა?“ - მხრები აიჩეჩა მირზამ. მეპურემ თვალით ანიშნა მოშორებით მდგარ საშუალო სიმაღლის მამაკაცზე, თან დაამატა: „ეგ აქაურობის დირექტორია, აქ ყველაფერი მაგისია, მოკლედ, „ძველი“ ბიძაა!“ „ბიძა“,  გალსტუკით და შარვალ-კოსტუმით დამშვენებული, მუქი სათვალით აკვირდებოდა მანქანის ამოთრევის ოპერაციას, მერე მირზასკენ გამოიხედა და ხელი დაუქნია. მირზა ნელი ნაბიჯით გაემართა მისკენ. 
    - გავიგე, ჭელიძე ყოფილხარ, აქაური არ უნდა იყო. ისე, დიდი გვარია, თუმცა, მე მყავს ერთი სვანი მეგობარი, მოცეკვავე, პედაგოგიურზე ერთად ვსწავლობდით.  მაგარი კაცია. შენ საიდან ხარ? - მიმართა „ბიძამ“ მირზას. მირზა მიხვდა, მამაზე რომ საუბრობდა უცნობი და ტანში ჟრუანტელმა დაუარა, თუმცა, ეს არაფერი იყო იმასთან, რაც ბატონ ჯემალს (ასე რქმევია „ბიძას“) დაემართა ამ ამბის გაგებისას. „როგორაა, სადაა, რამდენი ხანია არ მინახავს?!“ „მამა დაიღუპა სამი წლის წინ!“ - ამოიოხრა მირზამ. ბატონი ჯემალი ამაზე სულ გაგიჟდა და გულწრფელი ცრემლი მოადგა თვალზე. „მოდით აქ!“ - გასძახა ინსპექტორებს, - „საბუთები!“ ინსპექტორებმა ერთმანეთს გადახედეს და მხრები აიჩეჩეს, - „შალვოვიჩ, საბუთები ჩვენ არ გვაქვს, არ მოუცია, ვერ ვნახეთ!“ ბატონი ჯემალი მირზასკენ გადაიხარა: „შენა გაქვს საბუთები?“ - ჰკითხა. მირზამ თავი დაუქნია. „კარგით, თავისუფლები ხართ!“ - ესროლა „კანონის დამცველებს“. ამასობაში მანქანა ამოეთრიათ, მარცხენა „კრილო“ ჰქონდა დაღუნული და ზეთიც დაქცეულიყო. ბატონმა ჯემალმა ვიღაც ბიჭებს დაუძახა, მანქანის გასაღები ჩააბარა და დავალებები მისცა, მირზა კი შეიყვანა სუფრაზე, ცხელი ხარჩოთი და წვენებით გაუმასპინძლდა. „თუ კარგად ვერ გრძნობ თავს, გამოიძინე, ნუ იჩქარებ!“ - მიმართა მირზას. მირზამ იუარა დარჩენა. მანქანა უკვე მოვლილი და „გაზაპრავკებული“ იქვე იდგა. ბატონი ჯემალი დიდხანს იკრავდა გულში მირზას, მირზაც გულითადი მადლობებით დაემშვიდობა და გულში ღმერთს მადლობა შესწირა ყველაფრისათვის. მას მერე ნასვამი საჭეს აღარასოდეს გაჰკარებია.
        ამ ამბის გახსენებაზე ბევრი იცინეს მირზამ და ლიზიმ. „არა, ისე რა ბუზმა გიკბინა, რა ბედთან თამაში მოგინდა?!“ - აჰხედა ლიზიმ მეუღლეს, ეხლაც კი ჰზარავს იმის წარმოდგენა, როგორ საშინლად შეიძლებოდა ყველაფერი დამთავრებულიყო. „შენ ხომ იცი, ჯერ 100 წლის იუბილე უნდა გადაგიხადო, მანამდე წასვლას არ ვაპირებ!“ - გაუღიმა მირზამ. შემდეგ კვლავ სიჩუმემ დაისადგურა. მირზას გონებაში კვლავ ჯონ პერკინსის „ეკონომიკური მკვლელის აღსარება“ ამოტივტივდა... 1973 წლის 20 ოქტომბერს საუდის არაბეთმა და სხვა არაბულმა ნავთობმომპოვებელმა ქვეყნებმა ნავთობის სრული ემბარგო გამოაცხადა აშშ-ში. ემბარგო 1974 წლის 18 მარტს მოიხსნა. მას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა: ერთი ბარელი ნავთობის ფასი 1,39 დოლარიდან 8,32 დოლარამდე გაიზარდა. ემბარგომ შეატორტმანა მსხვილი კორპოროკრატია და პოლიტიკაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. ამერიკამ შესთავაზა საუდის არაბეთს ტექნიკური მხარდაჭერა, სამხედრო ტექნიკაში დახმარება და სწავლება იმ იმედით, რომ ემბარგო აღარასოდეს განმეორდებოდა.  საქმეში ემ-ები ჩაერთვნენ. მათი მიზანი იყო ჩამოეყალიბებინათ საუდის არაბეთისათვის ასობით მილიონი დოლარის წართმევის გეგმა და ეს გაემართლებინათ იმით, რომ ამერიკული კომპანიების მშენებლობისა და საინჟინრო გაერთიანებებისათვის იყო საჭირო. ანუ, გაიცა უზარმაზარი სესხი საუდის არაბეთზე „ქვეყნის აყვავებისა“ და ნავთობის მრეწველობის განვითარებისათვის. ნავთობის თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი უკან, აშშ-ში ბრუნდებოდა. ფორმულის თანახმად, ფული ირიცხებოდა სამრეწველო სექტორში ნედლი ნავთობის გადასამუშავებლად ექსპორტისათვის. უდაბნოში ჩნდებოდა ტექნოპარკებით გარშემორტყმული უდიდესი ნავთობქიმიური  კომპლექსები. ამ გეგმის რეალიზაცია მოითხოვდა რამდენიმე ათასი მეგავატი ელექტროენერგიის გამომმუშავებელი სადგურების მშენებლობას, ავტომაგისტრალების, მილსადენების, სატრანსპორტო სისტემის შექმნას, ახალი აეროპორტების და საზღვაო პორტების მშენებლობას. ამ პროცესში მთავარი იყო, მაქსიმალურად გადაეხადათ ამერიკული ფირმებისათვის და საუდის არაბეთი გადაქცეულიყო მთლიანად ამერიკაზე დამოკიდებულ ქვეყნად. მთავარი, რაც რჩებოდა, უნდა გამონახულიყო ქვეყნის უმაღლეს ეშელონებში ნდობით აღჭურვილი პირი. შეირჩა სამეფო სახლის წარმომადგენელი, რომელსაც ერქვა პრინცი უ. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავს წმინდა წყლის ვაჰაბისტად მიიჩნევდა, მას ჰქონდა ერთი სისუსტე - ქერა ქალები. ამით მშვენივრად ისარგებლეს ემ-ებმა. საბოლოო ჯამში საუდის არაბეთი მთლიანად ამერიკაზე გახდა დამოკიდებული. სამეფო სახლმა და ზედა ეშელონის თითო-ოროლა წარმომადგენელმა უზარმაზარი ფული იშოვნა, პირამიდის ფსკერზე კი უფრო მეტად გაკოტრებული და გაუბედურებული მოსახლეობა დარჩა (იგივე სცენარით შთანთქა კორპოროკრატიამ ინდონეზიაც). 

VI
        ...თამადამ  წინაპრების სადღეგრძელო შესვა. ყველამ დიდი სითბოთი და სიყვარულით გაიხსენა გმირი ქართველები, რომელთა დიდი ძალისხმევის შედეგი სახეზეა - დღეს კიდევ, ავად თუ კარგად, საქართველო არსებობდა მსოფლიო რუქაზე... ცოტა ხნის შემდეგ საუბრები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო.
       - ხედავთ, რას უშვება რუსეთი უკრაინას, რა დღეში აგდებს, როგორ უკეტავს ევროპული ცივილიზაციისაკენ მიმავალ გზას და ცდილობს, თავის კლანჭებში მოაქციოს! არაფერი გამოუვა, დემოკრატიის განვითარებას ვერაფერი შეაჩერებს! -თქვა კახამ და სათითაოდ გადახედა თანამესუფრეებს, ბოლოს მზერა მირზაზე შეაჩერა.
       - მე რას მიყურებ, ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, იმედები უნდა გაგიცრუო, იმიტომ, რომ შენს პათოსს არ ვიზიარებ, ძმაო! - დაიწყო მირზამ. – „ფერადი რევოლუციები“ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველგან ჩავარდა, საქართველოს გარდა, რის შემდეგაც აშშ-მა „არაბული რევოლუციების“ სერია მოაწყო - სისხლიანი გადატრიალებები ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა, რომელიც თავიდან არ ჩარევის მცდარ პოლიტიკას ახორციელებდა, ბოლოს და ბოლოს, შეაჩერა თავგასული ამერიკელები და მათი დაქირავებულები სირიაში, აგრეთვე ხელი შეუწყო ირანთან ბირთვული პრობლემის მოგვარებას, აშშ აქტიურად გადაერთო ევროპაზე, სადაც სამიზნე - ისევ უკრაინაა. ამით აშშ ცდილობს ხელიდან გაშვებული აინაზღაუროს და შური იძიოს რუსეთზე სირიაში ამერიკული გეგმის ჩავარდნის გამო - აქ სერბეთის სცენარი გაიმეოროს, უკრაინას დასავლეთი ნაწილი მოსწყვიტოს და თავისი პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს. ამისათვის მოიგონა მან ლეგენდა ევროკავშირში უკრაინის შესაძლო შესვლაზე და მოისყიდა მოღალატეების ჯგუფი კლიჩკოს მეთაურობით, რომლებიც დღეს ევრომაიდანს აბინძურებენ, როგორც სააკაშვილის მოსყიდული მოღალატეები 2003 წელს - რუსთაველის გამზირს თბილისში. უკრაინელებს ისევე ატყუებენ, როგორც ჩვენ, ქართველებს. საქართველოს, რომელშიც ჯერ კიდევ გუშინ 300 ათასი  მსჯავრდებული იყო და რომელიც პატიმრების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა, როგორ იღებენ იმავე ევროპაში?! იმ საქართველოს, სადაც ათიათასობით ადამიანს ციხეებში და პოლიციაში აწამებდნენ და ცოცხებითა და ხელკეტებით ანალური ხვრელიდან აუპატიურებდნენ, რასაც ათიათასობით ვიდეო და აუდიოჩანაწერი მოწმობს?! არა, ევროკავშირში საქართველოს არავინ მიიღებს, ისევე როგორც უკრაინას, მათ ამას ხილულ მომავალშიც კი არ ჰპირდებიან! შეთანხმება ასოციაციის შესახებ - მხოლოდ ლეგენდაა, სატყუარა - საქართველოს ოკუპაცია რუსეთის ჯინაზე აშშ-მა უკვე მოახდინა, როგორც დღეს სურს უკრაინის ოკუპირება, ოღონდაც ის საბაჟო კავშირში არ შევიდეს! მოუსმინეთ უკრაინის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლაი აზაროვის სიტყვით გამოსვლას ევროპის მოედანზე კიევის ცენტრში (ევრომაიდნიდან ასიოდე მეტრში)? აი, მცირე ჩამონათვალი, რა პირობები უნდა შეესრულებინა უკრაინას ევროკაშირში შესვლის სანაცვლოდ: დაეკანონებინათ ერთსქესიანთა ქორწინება და მიეღო კანონი სექსუალური უმცირესობების თანასწორობის შესახებ; შემოეღოთ ბიომეტრული პასპორტები და ყველასთვის თითის ანაბეჭდები აეღოთ; გადასულიყვნენ ევროპულ ტექნიკურ სტანდარტებზე და ნორმებზე, საყოველთაოდ გადასულიყვნენ სალარო აპარატებით მუშაობაზე; 9 მილიონი უკრაინული ოჯახისთვის მათი მეცხოველეობის მეურნეობები წაერთმიათ; ორჯერ გაეზარდათ გადასახადი საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურებისთვის! საქართველომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ჯერ მხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოახდინა (ტექსტი შეათანხმა), ხოლო ხელმოწერა ერთი წლის შემდეგ იგეგმება. უკრაინას კი ვილნიუსში შეთანხმებისთვის უკვე ხელი უნდა მოეწერა. ამიტომ, სანამ გვიან არ არის და იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ყველა ტელეარხი, ისევე როგორც უკრაინაში, ოლიგარქებს ეკუთვნით და მათ მიერ კონტროლდება, საჭიროა: პირველი: ჩატარდეს სახალხო მიტინგი, როგორც უკრაინაში, რომელზეც ვინმე ჭეშმარიტი ქრთველი სახელმწიფო მოხელე,  როგორც უკრაინის პრემიერი ნიკოლაი აზაროვი, ქართველ ხალხს მოუყვება - რა წერია ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმ იდუმალ 1000 გვერდზე, რომელიც 2013 წლის 29 ნოემბერს ვილნიუსში იქნა პარაფირებული? მეორე: არ უნდა შეგვეშინდეს და ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ! სააკაშვილმა მოსახლეობა ისე დააშინა, რომ ხელისუფლების წინაშე შიში დღემდე სისხლში გვაქვს! გახსოვდეთ, რომ ხელისუფლება, თავისი ძალოვანებით, პარლამენტარებითა და მინისტრებით - მხოლოდ გარკვეული ვადით დაქირავებული სერვისის თანამშრომლები არიან, რომლებსაც უბრალო მოქალაქეები ხელფასს უხდიან ინტერესების უზრუნველსაყოფად შესრულებული სამუშაოსთვის! მესამე: საჭიროა ყველა კანონიერი მეთოდებით ბრძოლა საქართველოში საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის ჩასატარებლად საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხზე. უნდა ისწრაფოდეს თუ არა საქართველო ნატოში და ევროკავშირში შესვლისაკენ? - ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი, რომელსაც ქუჩაში, ტრანსპორტში, სახლში, ნათესავებთან, მეგობრებთან და მეზობლებთან გამოთქვამენ. მეოთხე: ყველა კანონიერი მეთოდით უნდა მივაღწიოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რადგან დღევანდელი პარლამენტი ხალხის რჩეულებით დაკომპლექტებული არ არის! ხალხი ელოდება არაფრის მაქნისი მინისტრებისაგან მთავრობის გაწმენდას. და მთავარი - ხალხი ელოდება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას - მთავარი პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს და შსს-ს თაროებზე შემოდებული ათასობით საქმე განხილული უნდა იქნეს, დაზარალებულები და დამცირებულები, აგრეთვე მოკლულთა ოჯახები დაკმაყოფილებული უნდა იქნენ! მაგრამ უნდა დაისაჯონ არა მარტო შემსრულებლები, არამედ დამნაშავე №1 - მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილად უნდა გამოცხადდეს და საქართველოში იქნეს ექსტრადირებული. გაიგეთ, ძმაო, საქართველოს საბოლოო დაღუპვაა ეგ თქვენი გარყვნილი ევროკავშირიც და ნატოც, მით უფრო, რომ იქ ისედაც არავინ მიგვიღებს და არც გვესაქმება არაფერი! ეს იმის ბრალია, 9 წელი რომ ტვინი გვირეცხეს სააკაშვილმა და მისმა ნაბოზვარმა დამქაშებმა და თავში ჩაგვიდეს, რომ რუსეთი დაგვღუპავს და ამერიკა და ევროკავშირი გადაგვარჩენს! მე, ძმაო, ამ თემაზე კიდევ ბევრ ფაქტს და არგუმენტს მოგიტანთ, მაგრამ, თუ გინდათ, ძალიან მარტივად, გლეხურად გეტყვით ჩემს აზრს: ამ დამპალმა და შოვინისტმა რუსეთმა საქართველო რომ მიიტაცა 1801 წელს, ქვეყნის მოსახლეობა 500, ჰა-ჰა 600 ათასი თუ იქნებოდა, აქეთ ოსმალეთი, იქეთ სპარსეთი ფიზიკურად სპობდა, ლეკიანობა ბოლოს უღებდა; თურქთაგან მიტაცებული მესხეთ-ჯავახეთისა და აჭარის დაბრუნების არანაირი პერსპექტივა აღარ არსებობდა. დაშლილი საქართველოს კუთხეები და სამთავროები ერთმანეთს არ ინდობდნენ; მოსახლეობის 99 %-მა წერა-კითხვა არ იცოდა, ხსნა არსაიდან არ ჩანდა... ამის შემდეგ, ავად თუ კარგად, ქვეყანა დამშვიდდა, ლეკიანობა შეწყდა, იმპერიის მიერ საქართველოს სამეფო-სამთავროების გაუქმების შემდეგ, საქართველოს ცალკეულმა კუთხეებმა შესწყვიტეს შუღლი და მტრობა და ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში მოქცეულნი, მჭიდროდ დაუახლოვდნენ ურთიერთს.სპარსეთი და ოსმალეთი მოგვშორდნენ, მესხეთ-ჯავახეთი და აჭარა დავიბრუნეთ, განვითარდა კულტურა, ერი განათლდა და მეცნიერების არნახულ მწვერვალებს მიაღწია, მოსახლეობამ 4 მილიონს გადააჭარბა! ამ 200-წლიანი მონობის დროს, მთელ საბჭოთა კავშირში ქართველი და საქართველო ყველაზე პრივილეგირებული და წარმატებული იყო! ანუ, რუსეთმა ვერ შეძლო, ან არ მოინდომა - ამას მნიშვნელობა არ აქვს, - რომ საქართველო გადაეშენებინა, ამოეშანთა, მოესპო! რაც შეეხება მასონ ევროპას და ამერიკას, მაქსიმუმ 20-30 წელიწადში საქართველოს დააკარგვინებენ ზნეობას, ეროვნულობას, რწმენას, სახელმწიფოებრივობას, გაგვჭლიტავენ, დაგვაქცევენ, გაგვაქცევენ და დარჩენილებს მონებად გვაქცევენ ჩვენსავე ქვეყანაში! ასეა ეს, ძმებო, გამოვიფერთხოთ ყურები, თუ გვინდა გადარჩეს საქართველო და ქართველი ერი, გამოვფხიზლდეთ! - დაამთავრა მირზამ და შუბლზე მომდგარი სიმწრის ოფლი მოიწმინდა. ყველანი ჩაფიქრებულნი უსმენდნენ.
       - ისე, მიაქციეთ ყურადღება ბატონი ამერიკის ელჩის ამასწინდელ შეხვედრას სტუდენტებთან?! - ბრაზიანი ტონით დაიწყო ბადრიმ, - ის, რაც თბილისში თქვა სტუდენტებთან, სადმე, მადლიან ქიზიყში რომ წამოეყროყინებინა ამ სახედარს (შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ვირი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სიმბოლოა!), ქიზიყურად და მარტივად «მიჯირყვნიდნენ» ამერიკის დესპანს: „შენი ყველაყისამ, მისტერ ნორლანდ!“ ზოგადად საქართველოში აშშ-ის ელჩებისგან თუ ამერიკის პრეზიდენტებისგან განა რა უნდა გაგვიკვირდეს, ისინი ხომ ყოველთვის მიზანმიმართულად მოქმედებდნენ «მეგობარი» საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. დაწყებული ზვიად გამსახურდიას «დინების საწინააღმდეგოდ ცურვით», რამაც პრაქტიკულად განაჩენი გამოუტანა უახლეს ისტორიაში ჯერჯერობით ერთადერთ ეროვნულ ხელისუფლებას, და დამთავრებული ჯონ ბასით, რომელმაც «მწვანე შუქი» აუნთო 26 მაისის სისხლიან კალოს რუსთაველზე! მაგრამ არა, მისტერ ნორლანდმა მართლაც გაგვაკვირვა თავისი დაკვირვებით: «ქართველები აფხაზებსა და ოსებს დაახლოებით ისე ეპყრობოდნენ, როგორც მანამდე რუსები – ქართველებს და ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ»! აი, რა «დაახეთქა» ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის კვირაძალს ქართველ სტუდენტებთან შეხვედრისას და რაოდენ სამწუხაროა, რომ სტუდენტთაგან არავინ აღმოჩნდა დიდი ვაჟასგან «ისარნაკრავი», რომ პირში მიეხალა თავხედი სტუმრისთვის _ «ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა»! ... აბა, იგივე გაებედა ვინმეს ჩემი თაობის, გასული საუკუნის 70-ანიწლების სტუდენტობისთვის, გონივრული ეჭვი მაქვს, დაუზიანებელი ვერ წაგვივიდოდა და ამიტომარც ქიზიყელთა დახმარება დაგვჭირდებოდა, მაგრამ სწორედ საქმეც ესაა _ გამოცდილმა დიპლომატმა კარგად იცოდა, სად, ვისთან და რას ამბობდა _ ალიბაბას 9-წლიანმა ნეოლიბერალურმა დიქტატურამ ბევრ სხვა «სიკეთესთან» ერთად ისიც დაგვმართა, რომ მინიმუმ ერთი თაობა ჩვენი შვილებისა, აი ისინი, ვინც დღეს სტუდენტური ასაკისანი არიან, მათი აბსოლუტური უმრავლესობა პატრიოტთა ბანაკების ბუჩქებში გარყვნა და გაათახსირა. კახა ლომაიას «რეფორმით განათლებულები» კი მხოლოდ საკუთარი სიამოვნების უფლებას აღიარებენ, იმას კი არად დაგიდევენ, რომ ცხოვრებით ტკბობის უფლების (რაზეც  არც ჩემი თაობა ამბობდა უარს, მაგრამ...) გარდა, ვალდებულებებიც არსებობს ქვეყნისა და ერის წინაშე! და რუსოფობია, აღვირახსნილი რუსოფობია, რაც, პირველ რიგში, გაუნათლებლობის, უცოდინრობის ბრალია _ მათ ხომ იმას ასწავლიდნენ, რომ საქართველოს ისტორია «დიადი» «ვარდების რევოლუციით» იწყება, რომ ჩვენი ისტორიული მეგობარი თურქეთია, ამიტომ არაფერი იციან ამ «მეგობრის» ქართველთა ტერიტორიებითა და სისხლით გაუმაძღრობის შესახებ და «ყველაფერი იციან» ჩვენი «ისტორიული მტრის» _ რუსეთის შესახებ... ჰოდა, სად თუ არა უხნავ ყამირში, ჩვენი გზააბნეული შვილების ტვინებში უნდა ჩააგდო ბოროტების თესლი?! და მისტერ ნორლანდმაც ჩააგდო _ პირველი. მყისიერ შედეგზე გათვლილი მიზანი ნორლანდის განცხადებისა ის იყო, რომ ამ ბოლო დროს შედარებით მინავლული ანტირუსული ისტერია ხალახალი ძალით გაჩაღდეს, რადგანაც, მათი საყვარელი მიშასგან განსხვავებით, «მეოცნებე» ხელისუფლებამ აშკარად მოუკლო ანტირუსულ რიტორიკას და «ნაცების» დაქირავებული ახალგაზრდათა «ენჯეოები» აშკარად ვერ ქაჩავენ რაოდენობრივ-ხარისხობრივად. მეორე და მთავარი, შორსმიმავალი მიზანი ელჩის განცხადებისა, სავარაუდოდ, ჩვენი რესპების სანუკვარი ოცნების ზონდირება ხომ არ არის, ანუ საქართველოს მიერვე ცნობა აფხაზეთ-ცხინვალის დამოუკიდებლობისა, რაც რეალური და უმოკლესი გზაა ნატოში ჩვენი გაწევრიანებისა?.. ვნახოთ, რა იქნება. მანამდე კი ერთი რამ უეჭველია _ 2007 წლიდან დღემდე ნაცბანდის ელიტის ერთადერთი ხსნა მხოლოდ დასავლეთისკენ უპირობო ყურება და მაამებლური კუდის ქიცინი იყო. დღემდეც ასეა და უნდა ითქვას, რომ არცთუ უშედეგოდ _ შარშანდლამდე ხომ შეინარჩუნეს ხელისუფლება და მას მერეც სრული განადგურებისგან ალიბაბა და 40 ყაჩაღი ამერიკამ იხსნა და აშშ მომავალშიც აპირებს საკუთარი პროექტის ლობირებას, რისი დასტურიც თუნდაც ბარაკობამას მილოცვაა მარგველაშვილის მიმართ, რომელშიც, ეს მერამდენედ და ქართველთა გულის გასახეთქად, საუბარი კვლავ მიშა სააკაშვილის ფასდაუდებელ ღვაწლზეა! დღეს თითქმის იმავე მდგომარეობაში არიან რესპუბლიკელებიც _ ისინი «ნაცებზე» დიდი ხნით ადრე, დასაბამიდან არიან ჭიპლარით მიბმულნი ამერიკაზე და რადგან მალე დიდი ალბათობით, შეიძლება დღის წესრიგში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი დადგეს, რაც რესპების საბოლოოდ ამოძირკვას ნიშნავს ქართული პოლიტიკიდან, მათაც მხოლოდ ამერიკისკენ ცქერა დარჩენიათ საშველად და ისინი ამ ცქერაში ყველაფერზე წამსვლელნი არიან... რუსების ქართველებთან მოპყრობის სისასტიკეზე რომ აკეთებს მინიშნებას, ეს იმ ქვეყნის მოქალაქე ხომ არ არის, სადაც პრაქტიკულად ნოლზე დაიყვანეს აბორიგენი ინდიელების რაოდენობა და აფრიკიდან ამერიკელი პლანტატორების მიერ ჩაყვანილ მონებს საუკუნეების განმავლობაში სულს ხდიდნენ და აგერ, სულ ახლახან, გასული საუკუნის 60-იან წლებამდე შავკანიანებს ცოცხლად ატყავებდნენ კოკლუკსკლანელები, ხოლო რასობრივ დისკრიმინაციას კიდევ დიდი ხანი განიცდიდნენ, იქამდეც კი, რომ რასობრივი სეგრეგაციის სიმწარე თვით ამერიკის ახლანდელ პრეზიდენტსაც უგემნია სიყმაწვილეში და ახლა იმავე ამერიკას ჰყოფნის ცინიზმი, სიტყვა «ზანგის» ხსენებაზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცენ მავანი! ან ეს ის იანკები ხომ არ არიან, რომლებმაც მარტივ მამრავლებად დაშალეს იუგოსლავია, მიწასთან გაასწორეს მართლმადიდებელი სერბეთი, კოსოვოს «ახევა» არ აკმარეს და ჩერნოგორიაც მიაყოლეს. არადა, სვანსა და კახელს შორის უფრო მეტი განსხვავებაა, ვიდრე ჩერნოგორიელ სერბებსა და სერბეთის სერბებს შორის! ის დემოკრატები ხომ არ არიან, რომლებმაც ცეცხლითა და მახვილით «დაამყარეს დემოკრატია» ერაყში, ყირგიზეთში, ლიბიაში, ტუნისში, სირიაში და აგერ ავღანეთში, სადაც საზარბაზნე ხორცად ქართველ ბიჭებს ერეკებიან?! ჩვენს შვილებს ვურჩევ, ბუჩქიდან ბუჩქებში გადასვლის შუალედებში წიგნი წაიკითხონ, მაგალითად, დიდი ილია და ნახავენ, რომ რუსები «ისე სასტიკად გვეპყრობოდნენ», რომ ფიზიკურ განადგურებას გადავრჩით,  მოვმრავლდით და წერა-კითხვის უცოდინარი ერი ისეთ ევროპულ განათლებას ვეზიარეთ პეტერბურგში, რომ ილია, აკაკი და ვაჟა ვშობეთ XIX საუკუნეში, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში ამერ-იმერი ერთიანი საქართველო მივიღეთ «კინკილა» ქართლ-კახეთის სანაცვლოდ, რომელიც პირველი შეიერთა რუსეთის იმპერიამ 1801 წელს. აღარაფერს ვიტყვი უკვე საბჭოთა კავშირისდროინდელ საქართველოზე, როცა მეცნიერებამ, კულტურამ, მწერლობამ და ა. შ. ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომელზედაც დღეს მხოლოდ ოცნება თუ შეგვიძლია! წიგნი იკითხეთ, წიგნი და უნივერსიტეტის წინ როცა გაგაჩერებენ და გკითხავენ, შოთა რუსთაველი რომელ საუკუნეში მეფობდა ან თამარ მეფე რა გვარი იყოო, სამარცხვინო პასუხებს კი არ გასცემთ, არამედ მიხვდებით დაცინვას და კითხვის დამსმელს დედ-მამის სულს ამოუტრიალებთ...

VII
   თამადამ გვარის სადღეგრძელო დალია.  „ვინც პირველად დაირქვა ჩვენი გვარი, იმ პირველკაცის თამადობით, ჩვენს გვარს და წარმომავლობას გაუმარჯოს! ღირსეულად გვეტარებინოს ჩვენი გვარი, ჩვენი გენი და საუკუნეების შემდეგ, ჩვენს ბადიშსაც ეთქვას სიამაყით თავიანთი გვარის სადღეგრძელო!“ ყველამ თავისი თქვა, საკუთარი გვარი დალოცა, მირზას ჯერიც მოვიდა.
     -შევეცდები, სიტყვა არ გამიგრძელდეს, თუმცა მინდა ძალიან მოკლედ ჩემს სოფელზეც, უშგულზე ვთქვა ორიოდ სიტყვა. ჯერ შეგახსენებთ იმას, რომ უშგულიმდებარეობსშხარასძირას, ენგურისადაშავწყალა-ქვიშარასშესართავთან. უშგულისთემისსიმაღლეზღვისდონიდან 2200 მეტრამდეა. ამმონაცემებითუშგულიევროპისყველაზემაღალიდასახლებული ადგილია.შედგება 4 სოფლისგან: ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი, ჩაჟაში (თემისცენტრი). უშგულიშიდასახელმწიფოებრივიმნიშვნელობისგზებითუკავშირდებამესტიასადალენტეხს. ლენტეხთანდამაკავშირებელიგზაგადისუღვირისუღელტეხილზე, რომელიცწელიწადშიმხოლოდსამთვესააგახსნილი, ხოლოდანარჩენიდროისმანძილზეთოვლითიფარება. უშგულიზვავსაშიშზონაშიმდებარეობს. 1987 წელს, იცით თქვენ ეს,დიდიზვავისგამოადგილობრივიმცხოვრებლებიეკომიგრანტებადიქცნენ, ძირითადად, ქვემოქართლში. ამჟამადთემშიდაახლოებით 70 კომლისახლობს.უშგულთანახლოს, ენგურისსათავეებთანმოდისმინერალურიწყალი. მოკლე ისტორია ასეთია:
უშგულიბუნებრივიმდებარეობისგამომოწყვეტილიიყოდანარჩენსვანეთს. უახლოესთემში, კალაში, რომელიც 7 კილომეტრშიმდებარეობს, გადასვლაცკისაკმაოსირთულესწარმოადგენდა. ხალხისმეხსიერებაშიშემორჩენილიალეგენდადევისნაშენზე, ესარისკლდე, რომელსაც, ლეგენდისთანახმად, ენგურისხეობაჩაუკეტავსდასოფელიიტბორებოდა. კატასტროფისთავიდანასარიდებლადუშგულიდანდაკალადანდაძრულაორივერძი, რომლებიცსაპირისპიროკუთხეებიდანდასჯახებიანკლდესდადაუნგრევიათ. უშგულისეტიმოლოგიას „უშიშარგულს” უკავშირებენ. ისტორიულად, უშგულიუბატონოთემიიყო. უშგულშიგაბატონებისმსურველი 7 თავადიმოკლეს. მათშორისუკანასკნელიიყოფუთადადეშქელიანი, რომელიცუშგულისლამარიაშიმთელმასოფელმაერთადმოკლა. უშგულშიშემორჩენილიათამარმეფისსახელთანდაკავშირებულისვანეთისერთ-ერთიუდიდესიციხესიმაგრის (XII-XIII საუკუნეები) ნაშთები; საცხოვრებელი, სამეურნეოდასაკულტონაგებობანი (მათშორის 37 კოშკი); ერისთავთახელისუფლებისნიშნები — სკიპტრადასავარძელი. ამჟამადუშგულინაკრძალადარისგამოცხადებული. თემისცენტრი - სოფელიჩაჟაში მუზეუმადააგამოცხადებულიდაიუნესკოსმსოფლიოკულტურულიმემკვიდრეობისძეგლთანუსხაშიაშეტანილი.ხშირიატიპურისვანურითავდაცვითიკოშკები. მათირაოდენობაამჟამად 30-მდეა.
   როგორც მთელი სვანეთი, უშგულიც განსაკუთრებით მიმზიდველია ტურისტებისთვის, განსაკუთრებულ ყურადღებას თავის მდებარეობასთან, არანორმალურ სილამაზესთან და განუმეორებელ, მხოლოდ იქაურობისთვის დამახასიათებელ ხიბლთან ერთად, მნახველებს იზიდავს ისტორიული ძეგლების სიმრავლე: უშგულისლამარია, უშგულისარქეოლოგიურიმუზეუმი, თამარმეფისსაზაფხულოდასაზამთროკოშკები, მაცხოვრისსახელობისეკლესია - სოფელმურყმელში, წმინდაბარბარესსახელობისეკლესია - სოფელმურყმელში, მაცხოვრისსახელობისეკლესია - სოფელჩვიბიანში, მაცხოვრისსახელობისეკლესია - სოფელჟიბიანში, წმინდაგიორგისსახელობისეკლესია - სოფელჟიბიანში, მაცხოვრისეკლესია - სოფელჩაჟაშში.უშგულისლამარია ღვთისმშობლისსახელობისეკლესიაა, რომელიც სვანეთში, მესტიისმუნიციპალიტეტის უშგულისთემში, სოფელჟიბიანისჩრდილოეთით, ამაღლებულბორცვზემდებარეობს. ეკლესიასირგვლივზღუდეაქვსშემოვლებულიგამაგრებულიკოშკით. იგი IX-X საუკუნეებისბაზილიკისტიპისნაგებობასწარმოადგენს, სამწახნაგა, გარეთგამოსულიაფსიდით. ეკლესიასშესასვლელიდასავლეთიდანაქვს, ეკვდერსკი - სამხრეთ-დასავლეთიდან. კანკელიქვისაა, რომლისქვისავესვეტებზედაყრდნობილიკამარებიიატაკიდანიწყებადაშემკობილიასადასვეტისთავებით. უშგულისლამარია სვანეთის ერთ-ერთიმნიშვნელოვანიდამაღალიკულტურული - ისტორიულიღირებულებისმქონეძეგლია... მოკლედ, კარგი ექსკურსიამძღოლივით ჩამოგირაკრაკეთ ყველაფერი, თუმცა სალაპარაკო უშგულზე არ დამელევა, უნდა ნახო ერთხელ, მეორეთ, მეასედ... დამერწმუნეთ, არ მოგწყინდებათ! რაც შეეხება ჩვენს გვარს, ჭელიძეები დასავლეთ საქართველოში მრავლად არიან, სვანი ჭელიძეების გარდა შეხვდებით იმერელ, გურულ, აჭარელ, რაღა თქმა უნდა, რაჭველ ჭელიძეებს, ზოგადად ითვლება, რომ გვარის ძირი რაჭვულია და აქედან მოხდა მათი გავრცელება სხვა კუთხეებში, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ჭელიძეების ძირი სუფთა სვანურია და აი, რატომ: წმინდაბარბარესსახელობისეკლესია, რომელიც სოფელმურყმელში მდებარეობს, მე-8-მე-9 საუკენეებისაა და ტაძრის გასაღები იმთავითვე ჭელიძეებს ებარათ, დღესაც ასეა, გამოდის, რომ ჭელიძეები ჯერ უშგულში მკვიდრობდნენ, შემდეგ რაჭაში და რაჭიდან გავრცელდნენ სხვა რეგიონებშიც. ასეა ეს! მოკლედ, ყველას გიდღეგრძელებთ წარმომავლობას, გვარებს ჩემს გვართან ერთად და ვისურვებდი, ჩვენც ღირსეულად გვეტარებინოს ჩვენი გვარები, როგორც ატარეს ჩვენმა წინაპრებმა დასაბამიდან და დღემდე! ამინ!

VIII
     ... როგორ გადაინაცვლეს გვარის სადღეგრძელოდან ხუდონჰესის მშენებლობაზე, ვერც შენიშნეს.
     - როგორ ფიქრობთ, რატომ ლობირებენ ხუდონჰესის და ზოგადად, არასაჭირო და ქვეყნის მომავლისთვის საშიშ მშენებლობას თავგამოდებით? - დაინტერესდა კახა.
მირზას გონებაში ეკონომიკური მკვლელები წარმოუდგნენ, თუმცა, შეეცადა, სხვა მხრიდან მოევლო, მისი აზრი უფრო გასაგები რომ ყოფილიყო, - ძნელი მისახვერი სულაც არ არის! რამდენიმე გავლენიანი პირი საშვილიშვილოდ უზრუნველყოფს საკუთარ ოჯახს, ხოლო დანარჩენი მხარდამჭერები კი გარკვეული პერიოდით იხეირებენ. სხვა ახსნა უკვე წარმოუდგენელია იმ ფონზე, როცა სინამდვილეში, სახელმწიფოს ინტერესებში სულაც არ შედის ხუდონჰესის მშენებლობა, პირიქით, ის მრვალმხრივი რისკების შემცველია, თავი რომ დავანებოთ სვანების გადასახლებას (თუმცა, რატომ უნდა გავანებოთ თავი!…). არც ეკონომიკური, არც ეკოლოგიური, არც ენერგეტიკული, არც სამხედრო–პოლიტიკური, არც სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თავალსაზრისით ხუდონჰესის მშენებლობა გამართლებული არ არის. არსებობს ძალიან საინტერესო ალტერნატიული ვარიანტები, რომლებიც ყველა ზემოხსენებული თავლსაზრისით მისაღებია საქართველოსთვის, მაგრამ არც–ერთი მათგანის განხილვა არ სურთ… როგორ ფიქრობთ, რატომ? პასუხი მხოლოდ ერთადერთია: იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს სჭარბობს გავლენიანი პირების ბიზნეს–ინტერესები და ამ ვითარების დამბალანსებელი სისტემა არ არსებოს ქვეყანაში. ეს ძალიან, ძალიან სახიფათოა, ბატონებო! ბატონმა კახაკალაძემ მინისტრად დანიშვნისას საინტერესო განცხადება გააკეთა – პრინციპულად განაცხადა, რომ საქართველოში აიგებოდა მხოლოდ მცირე ჰესები, მაგრამ სამწუხაროა, რომ სწრაფად შეიცვალა აზრი. ახლა ის თანახმაა დიდი ჰესების აშენებაზე (ისე, ძალიან საეჭვოდ შეიცვალეს თავიანთი პიზიციები მთავრობაში ეროვნული იდეებით მოსულმა ივანიშვილმა, კალაძემ, წულუკიანმა და სხვებმა, რაც ნათლად მიანიშნებს, რომ ესენიც იგივე ამერიკულ პოლიტიკას ატარებენ ქვეყანაში, რასაც ერის წინაშე დამნაშავე ნაცები!). ამსაკითხის ირგვლივ 30 წლის წინ იყო მეტად მკაცრი პოლემიკა. შედეგად, მიაღწიეს „ჰიდროჰესის“ უარყოფით დასკვნას და საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს. დღეისთვის კამათი განახლდა. სექტემბერში შედგა თათბირი, სადაც ის ხალხი იყო მიწვეული, ვინც „ხუდნოჰესის“ მშენებლობას მხარს უჭერდა. ამ თათბირმა ჩაიარა დიდ ხმაურში – უმრავლესობა მოწინააღმდეგე იყო. თათბირზე მოხდა ამ თემაზე ჩატარებული მეცნიერული კვლევების განხილვა – დაწვრილებით იყო შესწავლილი ადგილის გეოლოგია, გეომორფოლოგია, ჰიგროგეოლოგია, სეისმოლოგია და ა.შ. – საბოლოო დასკვნა იყო უარყოფითი.ამის მიუხედავად, სამინისტრო და უშუალოდ მინისტრი ცდილობენ თავიანთი კაპრიზი გაიტანონ და ააგონ „ხუდონჰესი“. საკვირველია სწორედ ის, რომ მეცნიერული დასკვნები არ აინტერესებთ და „ხუდონჰესის“ აგებას მაინც აპირებენ. ჩანს მიზეზი მხოლოდ ერთია – ზოგიერთს უნდა ხელი მოითბოს ქვეყნის დაქცევით. ამ საკითხზე ჩატარებული მეცნიერული კვლევები იძლევა იმის პირობას, რომ დიდი ჰესების მშენებლობაზე უარი ვთქვათ. ეს ხალხი არად დაგიდევს ჩვენი მთაგორიანი რელიეფის სპეციფიკას, რომელიც მცირე წვიმების დროსაც კი იმეწყრება ინტენსიურად და ისედაც მცირე სავარგულები, რომელიც საქართველოს ზედაპირის მხოლოდ 30%-სშეადგენს, სოფლის მეურნეობისთვის გამოუსადეგარი ხდება. სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე ხომ შემცირდა სოფლის მეურნეობისთვის სასარგებლო ფართობი, ამას ემატება მოსახლეობის გადასახლების შემდეგ შექმნილი წარმოუდგენელი სიმწვავე. ამ ჰესის აშენებით დატბორვა ემუქრება არა მხოლოდ 7 სოფელს, მიმდებარე ფართობებსაც, საფლავებს, სალოცავებს. ვერავითარი კომპენსაცია ვერ გამოასწორებს იმ მორალურ და ეკონომიკურ დანაკლისს. ამან შესაძლოა სვანეთის მოსახლეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ განაწყოს. სვანები თავისი მიწის სიყვარულით განსაკუთრებით გამოირჩევიან – ეს ყველაფერი სულაც არ ენაღვლება გადამთიელს, რომელიც მხოლოდ ფულის საშოვნელად არის ჩამოსული, ამაში კი ხელს ჩვენი მოქალაქეები უწყობენ – ეს დაუშვებელია - დაამთავრა მირზამ
       - აბა, ივანიშვილი რომ ბრძანებს ხუდონჰესზე – თუ საჭირო იქნება, ჩავალ და მოსახლეობას დავეხმარებიო? რამდენადაც ვიცი, ძლიერ მოწადინებულია ამ მშენებლობით! - თქვა გიამ.
        - იცით, მე ეს საკითხი ძალიან კარგად შევისწავლე! არა იმიტომ,  რომ სვანი ვარ და ჩემს კუთხეს უშუალოდ ეხება ეს პრობლემა, არა, ეს მთლიანად ქვეყნის პრობლემაა, თუმცა, ჯერ მოგახსენებთ იმ მონაცემებს, რაც ფაქტებით და დოკუმენტებითაა დადასტურებული და ამ საქმის სპეციალისტების, გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ჰიდროგეოლოგ ელენე აბაშიძისა და ენერგეტიკის მეცნიერებათა დოქტორის, მირონ ფირცხელანის კვლევებიც ადასტურებს: საქართველო ხუდონის გამომუშავების მხოლოდ 5% მოიხმარს, დანარჩენი 95% – თურქეთში „იაფი“ ექსპორტისთვის არის გათვალისწინებული; მშენებლობაზე დაახლოებით 1000 უცხოელი უნდა დასაქმდეს (ამ დროს, უმუშევრობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა); კაშხლის გარღვევის შემთხვევაში, 34 კილომეტრის დაშორებით 5,4 კილომეტრის გასწვრივ ტალღის სიმაღლე 5,6 მეტრი იქნება, ხოლო ზღვის სანაპიროს 54 კვადრატული კილომეტრი 30 სმ სიმაღლის წყლით დაიფარება; დანგრეული ეკოსისტემების სერვისები, ლანდშაფტები, სოციუმები (19 თემი) და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ვეღარასდროს აღდგება (საპროექტო არეალის საერთო ფართობია 1538 ჰექტარია); კაშხლის ჰიდრორესურსი კვაზიგანახლებადი რესურსია, ის საბოლოოდ ამოწურვადია – ხუდონის კაშხალი 50 წელიწადზეა გათვლილი; როგორც ნავთობი ან გაზი, ელექტროენერგიაც პირველადი დამუშავების რესურსია, რომლის ექსპორტი არ არის სასურველი; ელექტროენერგიის ექსპორტი, ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურად ძვირი და გაუმართლებელი საქმეა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კონკურენტუნარიანი სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პროდუქტების და სხვადასხვა სერვისების (მ.შ. ტურიზმის) ექსპორტი; ჩვენ არ უნდა გავხვდეთ თურქეთის იაფი ენერგომიმწოდებელი-დანამატი (მ.შ. აჭარაში მშენებარე ჰესების ხარჯზე); ჩვენ არ ვიცით, თუნდაც, ჯამში რამდენ ჰექტარ მიწას მოითხოვს დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურები მცირემიწიანი საქართველოსაგან; ენერგოკომპანიების მიზანია, რაც შეიძლება მეტი ელექტროენერგიის გაყიდვა, მთავრობა კი უნდა ზრუნავდეს მის დაზოგვაზე და ენერგოეფექტურობაზე. ყველაზე დიდი რეზერვი ჯერჯერობით სწორედ ეკონომიაშია – ენერგოეფექტიანობის გაზრდაში; სახელმწიფოს მემკვიდრეობითი, უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი „მდგრადი განვითარების“ პოლიტიკის მიზანი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად ათვისებაა, რასაც ეკოლოგიურ კატასტროფამდე მივყავართ. სახელმწიფოსა და კერძო მესაკუთრეთა კორუფციული გარიგებების შედეგად ნადგურდება მწვანე საფარი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მმართველი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო დაპირება (სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვა) დაპირებად რჩება. სვანეთს მასშტაბურ პრობლემას უქმნის ენერგეტიკის სამინისტროს უგუნური პოლიტიკა – განახორციელოს 28-მდე მცირე და დიდი ჰესის პროექტი. ხუდონჰესის გარდა იგეგმება მდინარე ნენსკრასა და მდინარე ნაკრაზე ჰესების კასკადის მშენებლობა, რაც საერთო ჯამში გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კავკასიონი წარმოადგენს ახალგაზრდა მთათა სისტემას და სეისმურად აქტიურ ზონას, შესაბამისად, ხუდონჰესის პროექტის მსგავსი გრანდიოზული მშენებლობები დიდ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სვანეთს, არამედ მთელ რეგიონს. ეს პროექტი გაუმართლებელია და მაქსიმალურად მორგებულია ინვესტორის პირად ინტერესებზე! სახელმწიფო და კომპანია პროექტის საპირწონედ გვთავაზობს 1 დოლარად გაყიდული 1538 ჰექტარი მიწის ფართობიდან 184 ოჯახის გასახლებას (გაურკვეველი მიმართულებით)! ჰესის მშნებლობა გამოიწვევს ეკოსისტემის განადგურებას, კლიმატის ცვლილებას, ამავე ტერიტორიაზე ასობით ჰექტარი წყლის ქვეშ აღმოჩნდება. 14 დასახლება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები განადგურდება! ჩვენ გავხდებით ეთნოგრაფიული კატასტროფის მომსწრე – სვანეთს ემუქრება დაცლა!” საუბარში ისევ გია ჩაერთო, თუმცა მირზას უკვე აღარ ესმოდა, ვინ რას ამბობდა, თვალწინ კაშხალის უზარმაზარი ცივი კედელი წარმოუდგა, რომლის იქეთ წყლით დატბორილ თვალუწვდენელ სივრცეში გაყიდული საქართველო იძირებოდა!
IX
      - არ წავიდეთ, მირზა? - 
- წავიდეთ, პატარავ, წავიდეთ! -მოხვია მირზამ ხელი მეუღლეს, - გინდა, ფეხით დავეშვათ?
 - რა ფეხით, გადაირიე! ამ უკუნში? გინდა თავპირი დავიმტვრიოთ?! ისე, გახსოვს? - შესციცინა ლიზიმ, - გახსოვს?
      - მაგას რა დამავიწყებს!... - გადაეშვა მოგონებების ბურუსში მირზა. ეს იყო დიდი ხნის წინ, თუმცა გუშინდელი დღესავით თვალწინ უდგას იმ ბედნიერი დღის თითოეული წამი.
      ...ზამთრის ცივი დღე იყო. წინა დღეს მეგობრის ქორწილში მოილხინეს, ფანტასტიური დრო ატარეს. საერთოდ, ძალიან ახალგაზრდული და მხიარული ქორწილი გამოვიდა, ყველა ერთიანად ხალისობდა და ზეიმობდა. რა თქმა უნდა, საერთო ზეიმს, უპირველესად, თამადა წარმართავდა, მშვენიერი ღვინო სუფრას ლაზათს მატებდა, სასიამოვნო მუსიკა ლამაზ ჰანგებად იღვრებოდა ირგვლივ.  სუფრის წევრი ვაჟები მოიხიბლნენ ლიზის საოცარი სიმშვენიერით, ბევრმა უარა გარშემო, თუმცა, მირზამ არავინ მიაკარა სიახლოვეს. ზოგადად, ლიზი ყოველთვის გრძნობდა მირზას განსაკუთრებულ ყურადღებას და მზრუნველობას, ხანდახან ზედმეტადაც მოსჩვენებია ეს ყველაფერი, თუმცა, მუდამ თვლიდა, რომ ეს მეგობარი ვაჟის მზრუნველობა იყო მეგობრისადმი. მექორწილეები გვიან დაიშალნენ. მირზამ, როგორც ყოველთვის, ლიზი გააცილა, თუმცა ტაქსს რატომღაც რუსთაველზე გავლა სთხოვა, ოპერის წინ გააჩერა, ანგარიში გაუსწორა და გაუშვა.
      - რას აკეთებ, მირზა, უკვე ძალიან გვიანია, დედა გაგიჟდება! - დაქაჩა ლიზიმ სახელოთი, თუმცა ეხლა ისეთ ხასიათზე იყო, თვითონაც მირზას გვერდით ყოფნა სურდა, თუნდაც მირზას ქვეყნის გარშემო წაეყვანა სახეტიალოდ.
      - ხომ იცი, როგორ მიყვარს რუსთაველზე ფეხით გავლა, ცოტა გავიაროთ, მოვეფეროთ დედა-თბილისს და უცებ მიგიყვან სახლში, დედასაც საღ-სალამათს ჩაგაბარებ! - შეჰპირდა მირზა. გაუყვნენ ტაატით რუსთაველს. უცებ მსუბუქად შეზარხოზებულმა მირზამ მხრებზე ხელი მოჰკიდა ლიზის, მეორე ხელი მუხლებქვეშ მოხვია და ჰაერში აიტაცა. ლიზიმ გაიბრძოლა, თუმცა, ვაჟის ძლიერ მკლავებში მოქცეულს, არაფერი გამოუვიდა, თავი განიერ მკერდზე მიაყრდნო და თვალები მილულა. ასე მიჰყავდა მირზას ტაატით, ასე ატარა  ქაშვეთის ეკლესიამდე, შემდეგ ძალიან ფრთხილად ჩამოსვა და ეკლესიის წინ დააყენა, ლიზის გაყინული ლოყები ხელისგულებს შორის მოიქცია და მის გაბუტულ ტუჩებს ძალიან ნაზად ეამბორა. ლიზის მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა, თავბრუ დაესხა, თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოეცალა... რომ არ წაქცეულიყო, მთელი ძალით ჩაეკრა მირზას და თვითონაც შეაგება თავისი ტუჩები ვაჟის ცხელ ტუჩებს... უცებ გამოერკვა, მირზა ხელისკვრით მოიშორა და ცრემლიანი თვალებით მიაშტერდა.
        - რა იყო ეს?! - მიმართა მკაცრად მირზას, - ეხლავე გამიჩერე ტაქსი! - უთხრა კატეგორიულად, საჩქაროდ ჩახტა მანქანის უკანა სავარძელში და კარები ისეთი ძალით მიიჯახუნა, კინაღამ თავი მოაყოლა მირზას. - არ მჭირდება შენი გაცილება! - მიაძახა მრისხანედ და მძღოლს მისამართი უკარნახა. მირზას წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, წინა კარი გამოხსნა და მძღოლს ფული გადაუხადა, შემდეგ დიდხანს იდგა უძრავად ერთ ადგილას და ბედნიერი ღიმილით გასჩერებოდა გზას.
         იმ ღამით თბილისში ხვავრიელად მოთოვა. დილით მირზამ სახლში მიაკითხა, კარი ლიზის დედამ გაუღო, სახლში შეიპატიჟა. მირზამ თავაზიანი უარი მოუხადა, სთხოვა, ლიზისთვის გადაეცა, რომ დაბლა დაელოდებოდა... ლიზი ისეთი ლამაზი იყო, როგორც არასდროს, ცდილობდა, მღელვარება არ შეტყობოდა, თუმცა ერთი სული ჰქონდა, მირზას განმარტებები მოესმინა. მირზამ ტაქსით მთაწმინდის ტრავმაის სადგურთან მიიყვანა, ხელი ჩასჭიდა და აღმართს შეუყვა.
         - რას აპირებ ამ თოვლში და სიცივეში, დაგავიწყდა, ცოტა ხნის წინ გაციებული რომ იყავი? - შეშფოთდა ლიზი. თოვლი კოჭებს უფარავდათ, ფეხი უსრიალებდათ, თუმცა მაინც ზევით-ზევით მიიწევდნენ. პანთეონსაც გაცდნენ და აქ დაიწყო ნამდვილი ზღაპარი, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია! ბილიკი მიხვეულ-მოხვეულად მიიკლაკნებოდა ზრაპრულ გვირაბს შორის, რომელსაც ერთმანეთზე გადახლართული, თოვლის სიმძიმით თავდახრილი ხის ტოტები ქმნიდა, გაშიშვლებულ ხეებს საპატარძლოდ გამოწყობილი ნაძვები და ფიჭვები ენაცვლებოდა... მირზა ცდილობდა, ლიზისთვის ხელი არ გაეშვა და არ მოცურებულიყო მისი ქალბატონი, თუმცა უცებ თვითონვე აუცურდა ფეხი  და თავით ჩაერჭო თოვლში, თან ხეს მძლავრად მიეჯახა, შეარყია და მთელი თოვლის ზვინი ზედ დაეყარა, თოვლის სიმძიმისგან გათავისუფლებული ხე კი შეირხა, წელში გასწორდა და ტოტები ცისკენ ატყორცნა. ლიზის ხალისიანმა კისკისმა ქვეყანა შეძრა, თან ხელი გაუწოდა მირზას წამოსაყენებლად. მირზამ ხელი ჩაჭიდა, მლავრად მოქაჩა და ლიზიც თოვლის გროვაში გადაიყოლა, ეხლა უკვე ორივენი გულიანად ხითხითებდნენ.
      - შეხედე, აქ სხვებსაც უვლიათ! - შესძახა ლიზიმ და დაანახა სხვადასხვა ფერებად აჭრელებული ხე, რომელზეც უამრავი ფერადი ნაჭერი შეებათ, - ეს სურვილების ხეა! ამოიღო ლიზიმ თავისი ვარდისფერი ცხვირსახოცი, ვიწრო ზოლი ჩამოახია, ერთ-ერთ ტოტს მოაბა. - შენც ჩაიფიქრე, მირზა! - შესძახა ლიზიმ. მირზა აღფრთოვანებული  სახით შეჰყურებდა ლიზის, სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა. ლიზის გუშინდელი დღე გაახსენდა, კვლავ კითხვით სავსე თვალები მიაპყრო მირზას. მირზა მიუახლოვდა, ხელები საფეთქლებზე შემოაჭდო, თვალებში ღრმად ჩახედა და ძალიან ჩუმად, თუმცა მკაფიოდ წარმოთქვა:
      - ლიზი, ჩემო პატარავ, ჩემო კოხტავ, ჩემო ერთავ! მე შენ მიყვარხარ!
ლიზი მოეშვა, ნელ-ნელა ფაფუკ თოვლში ჩაჯდა, მირზას ახედა.... - იცი... მე... მეც მიყვარხარ! - მირზამ ლიზის გვერდით ჩაიმუხლა, თავი კალთაში ჩაუდო... ორი სხეული თითქოს შეირწყა, ერთ სულ და ერთ ხორც იქცა, ბებერი მთაწმინდა კი თითქოს მფარველად გადაეფარა ახლადდადებული ქათქათა თოვლივით სპეტაკ სიყვარულს... 
სასიამოვნო მოგონებებმა წყვილი საოცარი სიმსუბუქით აავსო... მირზამ კვლავ მოავლო მოსიყვარულე მზერა დედათბილისს... გაახსენდა ჯონ პერკინსის წიგნიდან  ეკვადორის მაგალითი. 1968 წელს ეკვადორის ამაზონის ველზე ნავთობი აღმოაჩინეს. მალევე აშენდა ტრანსანდების ნავთობმაგისტრალი. ტყეების ნაზ ეკოსისტემაში გაედინა ასეულ ათასობით ბარელი ნავთობი. ტყეები განადგურდა, გაქრნენ თუთიყუშები და იაგუარები, ეკვადორის სამი კულტურა დაღუპვის პირასაა, სუფთა მდინარეები ჩასადენ თხრილებად იქცნენ, ნავთობგიგანტი ყოველდღიურად მიწასა და მდინარეებში ოთხ მილიონ გალონ ტოქსიკურ სამრეწველი წყალს ღვრიდა, რომელიც ნავთობს, მძიმე ლითონებსა და კარცენოგენებს შეიცავდა... ეკონომიკური  მკვლელების დახმარებით ეკვადორი გაცილებით ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე მანამ, სანამ მას თანამედროვე ეკონომიკის სასწაულებს, საბანკო საქმესა და ტექნიკას გააცნობდნენ: სიღატაკის ოფიციალური დონე 50%-დან 70 %-მდე გაიზარდა, უმუშევრობა 15%-დან - 70 %-მდე, სახელმწიფო ვალი - 200 მილიონი დოლარიდან 16 მილიარდ დოლარამდე, მოსახლეობის უღარიბესი ფენებისთვის გამოყოფილი ბუნებრივი რესურსების წილი შემცირდა 20-დან 6%-მდე. აღსანიშნავია ჰიდროელექტროსადგურების როლი ამ პროცესებში. მაგალითად, ეკვადორში 156 მეგავატიანი აჰოიანის ჰიდროელექტროსადგურს აქვს მრეწველობა, რომლის მეშვეობით ეკვადორის ერთი მუჭა ოჯახები მდიდრდებიან, ქვეყნისთვის კი არანაირი სიკეთე არ მოაქვს. ყოველი ასეული დოლარიდან, რომელიც ნავთობის სახით მოდის ეკვადორის ტყეებიდან, 75 დოლარი ნავთობკომპანიას მიაქვს. დარჩენილი 25 დოლარის ¾ საგარეო ვალის გასასტუმრებლად მიდის, რაც რჩება, იმის დიდი ნაწილი ხელისუფლების შენახვას ხმარდება. ჯანდაცვა, განათლება და მოსახლეობის დახმარების პროგრამები ღებულობენ მხოლოდ ორნახევარ დოლარს. ასეთი გახლდათ ეკვადორის გაკოტრების და კორპოროკრატიის მიერ შთანთქმის სურათი.  ეკვადორის გაჩანაგების პროცესებს წინ აღუდგა პროფესორი და ადვოკატი, ჰაიმე როლდოსი. მან მოიხვეჭა ნაციონალურად ორიენტირებული ლიდერის რეპუტაცია. როლდოსი ეკვადორის პრეზიდენტად იქნა არჩეული. ნავთობკომპანიების რეაქცია წინასწარვე იყო ცნობილი: მათ აამუშავეს ყველა მექანიზმი, რათა მოეხდინათ ჰაიმე როლდოსის კომპრომეტირება: კიტოსა და ვაშინგტონში გამოჩნდნენ მათი ლობისტები, რომლებსაც ქრთამითა და მუქარით სავსე პორტფელები ეპყრათ ხელთ. ისინი ცდილობდნენ დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი დიქტატორად წარმოეჩინათ. თუმცა, ამან შედეგი არ გამოიღო. 1981 წლის 24 მაისს კი როლდოსი ავიაკატასტროფაში დაიღუპა - მისი შვეულმფრენი აფეთქდა და ჩამოვარდა ეკვადორის სამხრეთით.
მსგავსი სცენარით განვითარდა მოვლენები პანამაშიც. როლდოსის მკვლელობით რეიგანის ადმინისტრაციამ გაფრთხილება გაუგზავნა პანამის პრეზიდენტ ომარ ტორიხოს ერერასაც და ყველა სხვა დანარჩენს, ვისაც შეეძლო და სურდა კორპოროკრატიის წინააღმდეგ წარმოებულ ჯვაროსნულ ლაშქრობებს შეერთებოდა. ისტორია კი ასეთი გახლდათ: 1903 წელს რუზველტმა სამხედრო გემი გაგზავნა დანიშნულების ადგილას. ჩასულმა ამერიკელმა ჯარისკაცებმა მოკლეს პოპულარული კოლუმბიელი მეთაური და პანამა დამოუკიდებლად გამოაცხადეს. დაინიშნა მარიონეტული ხელმძღვანელობა, რომელმაც პირველ რიგში რაც გააკეთა, არხი ამერიკას გადასცა. ასე, რომ პანამა ძალით გამოყვეს კოლუმბიისგან, რათა განხორციელებულიყო ამერიკის ინტერესები. თითქმის ნახევარი საუკუნე პანამას ის ოჯახები მართავდნენ, რომლებსაც ძლიერი და მყარი კავშირები ჰქონდათ ვაშინგტონთან. მათი გადაწყვეტილებებით პანამა მთლიანად აშშ-ს ინტერესებს ექვემდებარებოდა. საოცარი ის იყო, რომ ეს ხალხი ვერ ხვდებოდა, რომ აშშ-ს ინტერესები ადამიანთა ცხოვრების დონის ამაღლებას არ ემსახურებოდა. ერთხელაც, პანამაში მოხდა სამხედრო გადატრიალება. ქვეყანას სათავეში ომარ ტორიხოსი ჩაუდგა. იგი გახლდათ პანამის ხალხთა უფლებების მკაცრი დამცველი და იბრძოდა პანამის არხის თვით პანამის მფლობელობაში გადაცემისათვის. საბოლოოდ, კარტერის პრეზიდენტობისას, 1977 წელს, ტორიხოსმა შეძლო, არხი პანამისთვის დაებრუნებინა და მასზე კონტროლი დაეწესებინა. თუმცა, პრეზიდენტ რეიგანის  გლობალური იმპერიისაკენ მისწრაფება და კორპოროკრატიისადმი მსახურება ვერ შეეგუა არხის პანამისთვის გადაცემას, რაც საბოლოოდ, როლდოსის სიკვდილიდან 2 თვის შემდეგ ტორიხოსიის მკვლელობით დამთავრდა: მისმა თვითმფრინავმაც ავიაკატასტროფა განიცადა - თვითმფრინავში ბომბი აფეთქდა! 

X

... მთაწმინდიდან ფიქრებმა მირზა ისევ ქუთაისში დააბრუნა, ისევ ის სასიამოვნო მეგობრული შეკრება წამოტივტივდა გონებაში, იმდენი ისაუბრეს, იკამათეს, იმსჯელეს, რიჟრაჟის შემოპარვა ვერც იგრძნეს, მზის პირველი სხივი რომ აკიაფდა ფუხრის თავზე ჩამოკიდებული საათის მინაზე, მაშინღა მიხვდნენ, რომ გათენებულა... საუბარი თავისუფლების ინსტიტუტს შეეხო, ახლა აღარ ახსოვს, ვინ რა თქვა კონკრეტულად, თუმცა გამოიკვეთა ზოგადი პათოსი: 
არასამთავრობო ორგანიზაციად წოდებული «თავისუფლების ინსტიტუტი» რომ ყველა იმ უბედურების სათავეა, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოში ტრიალებს, ეს ჩვენში ყველა ჭკუათმყოფელს კარგად მოეხსენება. ამერიკული და ევროპული გრანტებით დაფინანსებული ეს ორგანიზაცია მტერია ყველაფრისა, რაც ძვირფასია ჭეშმარიტად ქართველი ადამიანისთვის. ლიბერალური  დემოკრატიის საფარველში გახვეული ეს უღმერთოთა ინსტიტუტი, ვითომ უმცირესობათა უფლებების დაცვის საბაბით, ყველანაირი ბინძური მეთოდით ცდილობს, მრავალსაუკუნოვან ქართულ სახელმწიფოს ბალავერი, მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, შეურყიოს. „თავისუფლების ინსტიტუტი“ მედიით რეგულარულ თავდასხმებს აწყობდა ქართულ ეკლესიასა და მის უმაღლეს იერარქებზე. მათი მიზანი, ცხადია, ეკლესიისა და მისი მესაჭის სახელის შებღალვა იყო.დირექტივებს, თუ როგორ უნდ აემოქმედათ, ამერიკიდან იღებდნენ. თუმცა ამ დირექტივების ადაპტირება ქართული რეალობისთვის უკვე ინსტიტუტის „ტვინების“ საფიქრალი იყო. ამ გეგმების შემუშავება-დახვეწაზე სხვადასხვა დროს მუშაობდნენ გიგაბოკერია, ლევან რამიშვილი, გიგი თევზაძე, დავით პაიჭაძე, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, მამუკა ახვლედიანი,  გივი თარგამაძე, ამირან მესხელი, აკაკი მინაშვილი, გიორგი მელაძე.   როდესაც „თავისუფლების ინსტიტუტის“ იდეოლოგები ქვეყნის სათავეში მოექცნენ, ერთ-ერთი პირველი, რაც მათ  ჩაიდინეს, გლდანის ეკლესიის ამბიონიდან მამა ბასილის (მკალავიშვილი) გამოთრევა სპეცრაზმის მიერ და დაპატიმრება იყო. ეს სპეცოპერაცია 2004 წლის 12 მარტს განხორციელდა.   მოგეხსენებათ, მაშინ ეკლესიის კარი „ურალით“ შეანგრიეს და მრევლსაც, რომელიც საკუთარ მოძღვარს იცავდა, სასტიკად გაუსწორდნენ. ამ ვანდალიზმში, სპეცრაზმელთა გარდა, „თავისუფლების ინსტიტუტის“ ახალგაზრდული ფრთაც აქტიურად მონაწილეობდა - ორგანიზაცია „კმარას“ წევრები. აღნიშნული სპეცოპერაციის შესახებ „თავისუფლების ინსტიტუტის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და უკვე გადეპუტატებულმა გიგა ბოკერიამ მის შემცვლელ ლევან რამიშვილთან ერთად სპეციალური ანგარიში წარუდგინა ამერიკის მაშინდელ ელჩს საქართველოში. გარდა ამისა, მან ანგარიში საქართველოში მყოფ ამერიკის   სახელმწიფო დეპარტამენტისა და დაზვერვის ცენტრალური ბიუროს წარმომადგენლებსაც ჩააბარა. მამა ბასილის დაპატიმრებიდან მოკლე ხანში გამოიკვეთა ის „კმარელი“ ხუთეული, რომელთაც ამერიკულმა მხარემ არათუ რეკომენდაცია გაუწია, მეტიც, კატეგორიულად მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათი კარიერული წინსვლა ყოველმხრივ უზრუნველეყო.  აი, ეს ხუთეულიც: ბაჩო და დათა ახალაიები, ჟანი კალანდაძე, ვასილ სანოძე და ამირან მესხელი.მართალია, დათა ახალაია და ვასილ სანოძე მიხეილ სააკაშვილის ჯერაც ნედლ ხელისუფლებაში უკვე რაღაცას წარმოადგენდნენ, ამირან მესხელიც უკვე მუშაობდა უშიშროების საბჭოს მდივნის - ვანო მერაბიშვილის თანაშემწედ, მაგრამ მათ ამ არაადამიანური დანაშაულით  დაიწყეს ელვისებური იერარქიული აღმასვლა. მათგან ერთ-ერთი, ჟანი კალანდაძე, ავტოავარიაში დაიღუპა. ეკლესიის შებილწვისა და მრევლის შეურაცხყოფისთვის „თავისუფლების ინსტიტუტმა“ იმ პერიოდშიუ პრეცედენტოდ დიდი გრანტი - 1 მილიონი დოლარი მიიღო. დონორი ორგანიზაცია კი „ამერიკის დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტი“ გახლდათ. ყველა გადმორიცხულ თანხას ან ფარული რეკომენდაცია მოჰყვებოდა, ანდა ამ ფარულ დავალებას ინსტიტუტის მესვეურნი ამერიკის საელჩოდან იღებდნენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გავლენიანი ჩინოსნების კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს სრულად არ აემოქმედებინა კონკორდატი -ქართულ სამოციქულო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრილება, რომელსაც 2002 წელს მოაწერეს ხელი ედუარდშ ევარდნაძემ და ილია მეორემ. ამერიკელებს განსაკუთრებით კონკორდატის მე-11 მუხლი აღიზიანებდათ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „სახელმწიფო ადასტურებს მე-19-მე-20 საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-1990 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისთვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსციაზე“. ამერიკელებმა დაარწმუნეს გიგა ბოკერია და მისი გუნდი, რომ, თუ ეკლესიას კუთვნილი ქონება დაუბრუნდებოდა, მთლიანად საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირები დამოუკიდებლობას გაიმყარებდნენ, უმჯობესი იქნებოდა, თუ ეკლესია სახელმწიფოსგან დაფინანსდებოდა. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო ეკლესიაზე გავლენას გააძლიერებდა და ცალკეულ სასულიერო პირებზე მატერიალური საშუალებებით ზემოქმედების ბერკეტები გაეზრდებოდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უყოყმანოდ დაუჭირა მხარი ამერიკელთა წინადადებას და ფაქტია, სახელმწიფოს ეკლესიისთვის კუთვნილი ქონება დღემდე არ დაუბრუნებია. სწორედ ამერიკელთა უშუალო რჩევით დაამონტაჟეს საპატრიარქოსა და საქართველოს ყველაეპარქიაში ფარული მოსასმენი აპარატურა. ამ საქმისთვის ინსტრუქტორი ამერიკიდან ჩამოვიდა, რადგან ქართულ სპეცსამსახურებს იმ ტიპის მინიატურულ მოსასმენ აპარატურასთან შეხება არ ჰქონდათ, რომლებიც ამერიკელებმა თან ჩამოიტანეს. ამ უღმერთო სპეცოპერაციას თავად  „თავისუფლების ინსტიტუტში“ კოდური სახელიც დაარქვეს - „აღსარება“. ამ ინფორმაციის უტყუარობა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დადასტურდა: 2012 წლის დეკემბერში საპატრიარქოდან გაჟონა ინფორმაციამ და ის  მედიითაც გავრცელდა, რომ საპატრიარქოში არა ერთ ადგილას და მათ შორის,  ქორ-ეპისკოპოსებისა და ეპისკოპოსების სამუშაო ოთახებში, თავად პატრიარქის სამუშაო და სასტუმრო ოთახებშიც კი, ფარული მოსასმენი აპარატურა  აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს. კუდში შექმნილი იყო სპეციალური განყოფილება, რომელიც იკვლევდა და სწავლობდა თითქმის ნებისმიერი რანგის სასულიერო პირის საერო ცხოვრებას. რომელ სასულიერო პირებზე უნდა ემუშავათ კუდის აგენტებს, ამას „თავისუფლების ინსტიტუტი“ განსაზღვრავდა. შემოვლითი გზით, ვანო მერაბიშვილის კაბინეტის გავლით „დასავერბოვკებელი“ მღვდელ-მონაზვნების სია უშუალოდ დათა ახალაიას მისდიოდა, ის სიას დაამტკიცებდა და შესასრულებლად თავის მოადგილეს, სოსო თოფურიძეს გადასცემდა, თოფურიძე კი სპეცგანყოფილებას უგზავნიდა. ყველა ოპერაციის კურატორი და საბოლოო შედეგებზე პასუხისმგებელი სწორედ სოსო  თოფურიძე იყო. სასულიერო პირებზეზე მოქმედების ერთი მეთოდი იყო მათი ოჯახის წევრების, მეგობრების, ნათესავებისთვის კრიმინალური საქმის «შეკერვა». კონკრეტული სასულიერო პირის შვილს, ძმას ან მამას ჩაუდებდნენ ნარკოტიკს და შემდეგ მას ეუბნებოდნენ - თუ გსურს, ყოველგვარი საპროცესო გარიგების გარეშე გავათავისუფლოთ შენი ოჯახის წევრი და თან აღძრული სისხლის სამართლის საქმეც ისე გავაქროთ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია შსს ამინისტროს არქივშიც კი არ დარჩეს, მაშინ ჩვენთან უნდა ითანამშრომლოო. ცხადია, კუდის თანამშრომლები ამ „კრიმინალური შემთხვევის“ საიდუმლოს შენახვის პირობასაც იძლეოდნენ და თან სასულიერო პირსა და მის ოჯახს, ჰპირდებოდნენ როგორც ერთჯერად სოლიდურ მატერიალურ სარგებელსაც, ასევე არანაკლებ სოლიდურ და მუდმივ ფინანსურ შემოსავალსაც.
     ასევე, «ამერიკელი ძიძების» დახმარებით, ლევან რამიშვილი თავკაცობდა მეტად საშიშ და მუხანათ გეგმას კოდური სახელწოდებით „ორი პატრიარქი.“ მათი მიზანი იყო, გადმოებირებინათ რომელიმე, მრევლისთვის საყვარელი, პატივსაცემი მაღალი წოდების სასულიერო პირი _ მიტროპოლიტი, ეპისკოპოსი. შემდეგ, ხელისუფლების ხელთ არსებული მედიასაშუალებებისა და სხვა პიარტექნოლოგიებით, აღნიშნული ეპისკოპოსი უნდა გაეხადათ ძალზე პოპულარული, მეტიც, თითქმის პატრიარქის საპირწონე. პარალელურად იმუშავებდნენ სხვა მაღალ სასულიერო პირებზე, ცხადია, წმინდა სინოდის წევრებზე და შეეცდებოდნენ მათ გადმობირებასაც. ამას თუ მოახერხებდნენ, შექმნიდნენ პატრიარქთან დაპირისპირებულ მღვდელმთავართა დაჯგუფებას, რომელსაც შემდეგ სათავეში «თავისუფლების ინსტიტუტის» ფავორიტი ეპისკოპოსი ჩაუდგებოდა. პატრიარქს, ბუნებრივად, ეყოლებოდა თავისი და მართლმადიდებლობის ერთგული დამცველები ანუ, პატრიარქის მომხრე დაჯგუფება თავისთავად იქნებოდა წმინდა სინოდში. გეგმის ავტორებსაც ეს აძლევდათ ხელს. ამ გეგმის თანახმად, მათ შორის პერმანენტული დაპირისპირების პროვიცირება უნდა მომხდარიყო. სახელისუფლო მედიასაშუალებები, ამ მოვლენებს პატრიარქისა და მისი მომხრეების საზიანოდ გააშუქებდნენ, ხოლო სარწმუნოების დამცველებად და ჭეშმარიტ პატრიოტებად ხალხს მათთან დაპირისპირებულ დაჯგუფებას წარმოუდგენდნენ. გეგმის საბოლოო მიზანი კი საპატრიარქოს ორად გახლეჩვა იყო. ყველაფერი დასრულდებოდა საპარტიარქოს გახლეჩვით, ახალი საპატრიარქოსა და მეორე პატრიარქის გაჩენით, მრევლისა და რწმენის გაყოფით. თუ ეს გეგმა წარმატებით განხორციელდებოდა, ისევ «თავისუფლების ინსტიტუტი» და მისი ამერიკელი პატრონები იზრუნებდნენ მეორე პატრიარქის პიარზე და მისკენ მრევლის გადაბირებაზე. ლევან რამიშვილი რომ მორმონია, ცნობილია. მორმონთა სექტა მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უდიდესი მტერია. სპეცოპერაცია «ორი პატრიარქი» 2006 წელს დაიწყო «თავისუფლების ინსტიტუტმა» და 2009 წელს ის კრახით დასრულდა. სხვადასხვა ამერიკული ფონდებიდან, რომლებიც «თავისუფლების ინსტიტუტმა» გრანტების სახით მიიღო, ამ ოპერაციაზე 5 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. ამხელა თანხა და 4-წლიანი შრომა ამერიკელებს უმარტივესი მიზეზის გამო ჩაეყარათ წყალში - უმაღლეს მღვდელმსახურთა შორის ვერავინ მოიძიეს, ვინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეეტოქებოდა და შემდეგ მისი ტოლ-სწორი და საპირწონე შეიქნებოდა! ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში ამერიკელები მთავარ მოწინააღმდეგეს მოიცილებდნენ თავიდან და «თავისუფლების ინსტიტუტის», მის წიაღში გამოზრდილი გახელისუფლებული გოგო-ბიჭების მეშვეობითა და მიხეილ სააკაშვილის  წინამძღოლობით, თავზე დაგვამხობდნენ ამ ქვეყანას და ჰომოსექსუალების, ბისექსუალებისა და ლესბოსელების სათარეშოდ გახდიდნენ. ცხადია, დაქუცმაცებული ქართული ეკლესია, არათუ ტრადიციული და ძლიერი რელიგიების შემოტევას, იეღოველთა და სხვა სექტების იერიშებსაც ვეღარ გაუძლებდა და ეს ჩვენი საქართველო ათასგვარი სექტანტისა და მამაძაღლის საჯიჯგნად იქცეოდა. დვრიტაგამოცლილთ ნელ-ნელა ჭირს მოგვჭამდა ქართული ტრადიციები, გაგვიუფასურდებოდა კულტურა და ცხოვრების ადათ-წესები; ამერიკელები ისე გადაგვაჯიშებდნენ ქართველებს, როგორც არა ერთი  და ორი ერი გაუყენებიათ მოუსავლეთის გზას. აი, რამხელა ტრაგედიასა და უბედურებას გადავრჩით უფლის ნებითა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამჭრიახობისა და შეუდრეკელობის წყალობით.
XI
     ბიჭებმა ბევრი იმსჯელეს საქართველოს  მტრების (განსაკუთრებით შინაურების) ამ ვერაგული და ჯერჯერობით ჩაშლილი გეგმების შესახებ; ამის შემდეგ მირზა კვლავ გლობალისტთა გეგმების მისეულ ხედვაზე გადავიდა:
       - პირველ რიგში ვიტყვი, რომ დედამიწას მართავენ ებრაული წარმოშობის დინასტიები:როტშილდები, როკფელერები, ფორდები, მორგანები. დანარჩენი მასონები იერარქიულად ყველა მათი ხელქვეითია.ამ დინასტიების ხელშია მსოფლიო, პოლიტიკა, ეკონომიკა, საფინანსო თუ პოლიტიკური ორგანიზაციები.თითოეულის ქონება ტრილიონობით დოლარით განისაზღვრება. მათ ვერ ნახავთ ფორბსის რეიტინგებში, რადგან ვერასდროს ვერავინ გახდება მათზე მდიდარი!მათ მიერ შექმნილი ლოჟები აკონტროლებენ ქვეყნების მთავრობებს, მათი ხელდასმით ხდება პრეზიდენტების დანიშვნა.ის, ვინც არ დაემორჩილება მათ წესრიგს, იქნება დაუყოვნებლივ ლიკვიდირებული.მათი დევიზია: „ვინც აკონტროლებს რელიგიებს, ის აკონტროლებს ხალხს. ვინც აკონტროლებს ენერგო რესურსებს, ის აკონტროლებს კონტინენტებს. ვინც აკონტროლებს ფულს, აკონტროლებს მსოფლიოს. მათ ყველანაირი რესურსი გააჩნიათ, უმოკლეს ვადებში გამოიწვიონ უარესი კრიზისი, ვიდრე გვაქვს. მათი მართულია ყველა ქვეყანა, მათ შორის ამერიკაც, ევროპაც, ჩვენც... რაც შეეხებათ გეითსებს, სოროსებს, მასკებს, ფაუჩებს... ისინი არიან გლობალისტთა გეგმების შემსრულებლები. 
ზოგადი სქემა მსოფლიოს მასონური გლობალური გაერთიანებისა, რაც ეკონომიკური მკვლელების ძალისხმევით ხორციელდება, ასეთია: ისინი აძლევენ უზარმაზარ კრედიტს ქვეყნებს მაშინ, როცა შესანიშნავად იციან, რომ ამ ვალს ვერასოდეს გადაუხდიან, აშშ ბეჭდავს დოლარებს, რომელიც არ არის გამყარებული ოქროთი და ფარატინა ქაღალდია;  ამით იმონებენ ქვეყნის ლიდერებს, თუ ეს არ გამოვიდა, საქმეში ტურები ერთვებიან და „მოურჯულებელ“ ლიდერებს უბრალოდ, იშორებენ, როლდოსისა და ტორიხოსიის მკვლელობები გაიხსენეთ, ხოლო როცა ეკონომიკური მკვლელები და ტურები მარცხს განიცდიან, ხდება ის, რაც მოხდა ერაყში: 2003 წელს აშშ, ათი წლის მანძილზე მეორედ, ერაყში შეიჭრა, სადაც უამრავი გამოთვლებით, უფრო მეტი ნავთობია, ვიდრე საუდის არაბეთში. ეს არის გლობალური იმპერიისკენ მარშით სვლის იტორია, ეს არის სესხების, ტყუილების, დამონების, ექსპლოატაციის ტრაგიკული ისტორია და ამ ისტორიაში ყველაზე საშინელი მცდელობა - დაეპატრონონ გულებს, ჭკუა-გონებას, სულებს და ხალხის საკუთრებას მთელ მსოფლიოში. 
         - მაშინ, გამოდის, უკრაინაც ამ სქემის ნაწილია, - გააგრძელა გიამ, -უკრაინამ ევროკავშირის «შნირობაზე» თქვა უარი _ აი, მოკლედ ის, თუ რა და რის გამო ხდება კიევის მაიდანზე. უფრო ვრცლად კი, ნატოსი არ იყოს, რომლის ყველა წევრი ალიანსში თანაბარუფლებიანი ვერ იქნება, სწორედაც არათანაბარი «წონისა» გამო (ანუ, ვთქვათ,  ხვალ რუსეთი «გაგიჟდა» და ბალტიის რომელიმე ქვეყანაში ტანკები შეიყვანა, მხოლოდ გიჟს თუ ჰგონია, რომ ავტომატურად ამოქმედდება ნატოს წესდების ის პარაგრაფი, რომელიც ღაღადებს, რომ ალიანსის რომელიმე წევრზე თავდასხმა მთელს ნატოზე თავდასხმას ნიშნავს და ნატოს «შნირი» ქვეყნის გამო მესამე მსოფლიო ომი დაიწყება), ევროკავშირშიც არიან განსაკუთრებითი უფლებების მქონე ჰეგემონი ეკონომიკური მონსტერბი: საფრანგეთ-გერმანია-ბრიტანეთი, შედარებით დაბალი რანგის იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია, ბელგია, მოკლედ ე.წ. ბებერი ევროპა და დანარჩენ, ყოფილ საბჭოთა ბლოკის ქვეყნებზე (ჩეხეთ-სლოვაკთზე, ბულგარეთ-რუმინეთზე, უნგრეთზე, ბალკანეთის თუ ბალტიის ქვეყნებზე) მხოლოდ მესამე რიგში თუ შეიძლება საუბარი. ე. წ. აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებს, რომელთა შორის უკრაინასთან ერთად საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი  განიხილებოდა, ნატოსი არ იყოს, მხოლოდ როდინობის კვირის შვიდშაბათს თუ «ეჯღანებათ» ევროკავშირის წევრობა! «შნირი» ციხის ჟარგონზე დამლაგებელს, «პარტნოის», «პარაშის» გამტანს, პარიკმახერს, მრეცხავს, ერთი სიტყვით, «ბიტავოი აბსლუგას», მოსამსახურეს ნიშნავს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მაქსიმუმი სწორედ მდიდარი ევროპელებისთვის ხელის ბიჭობას, უკანალის წმენდას გულისხმობს ჩვენისთანა ქვეყნების მცხოვრებთათვის, რაზეც უარს, სხვათა შორის, არც ასოცირების პარაფირებამდე გვეუბნებოდნენ. ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინის «რადამ» და პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა მისხალ-მისხალ აწონეს უკვე ასოცირებული წევრობის პლუს-მინუსები და დაინახეს, რომ ხორბლის გარდა (რომელიც ისედაც გააქვთ ევროპაში) კონკურენტუნარიანი საქონელი თითქმის არ აქვთ და ის თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივა ევროკავშირთან მხოლოდ ცალ კარში თამაში იქნებოდა, ანუ ევროკავშირიდან უკრაინაში შემოვიდოდა მაღალი სტანდარტების და ასეთივე ფასების დაუბეგრავი საქონელი, რაც ადგილობრივი წარმოების თითქმის სრულ სიკვდილს ნიშნავს და ამის საპასუხოდ რუსეთთან შეღავათიანი პირობებით ვაჭრობის გაუქმება, ენერგომატარებლებზე ევროპული ფასის გადახდა იმავე რუსეთისთვის, უკრაინის სახელმწიფოს სრულ კოლაფსს ნიშნავს. ამიტომაც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ევროკავშირის «შნირობას» რუსეთთან თანაბარუფლებიანი პარტნიორობა არჩია!.. ეკონომიკაში დიდი ყარამანი არ ვარ, მაგრამ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების ანალიზისას მეც კი დავრწმუნდი, რომ რუსეთის «ზეწოლა» უკრაინაზე სხვა არაფერია, თუ არა იმავე რუსეთის ზრუნვა საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის. რამეთუ უკრაინის მიერ ევროკავშირთან  ასოცირებული წევრობის რატიფიკაციის და ამავე დროს რუსეთის მიერუკრაინასთან სავაჭრო შეღავათების სტატუსკვოს შენარჩუნების შემთხვევაში, ევროპა-უკრაინა-რუსეთის კორიდორის «სკვაზნიაკი», ამ უკანასკნელის ეკონომიკის სიკვდილს ვერა, მაგრამ მნიშვნელოვან ზარალს ნიშნავს. ამიტომ განაცხადა პუტინმა ვილნიუსის სამიტამდე ორიოდე დღით ადრე რომში ვიზიტისას - რა, ჩემს ევროპელ მეგობრებს რომ თავი მოვაწონო, საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა უნდა ვაზარალო? და იქით დაადანაშაულა ევროკავშირი უკრაინაზე ზეწოლა-შანტაჟში... ამავე დროს ვიქტორ იანუკოვიჩმა ისიც აღიარა, რომ ევროკავშირმა დიდი ხნის წინ შეპირებული 640 მილიონი ევრო (რაც ზღვაში წვეთია, რადგან უკრაინის ეკონომიკის ევროსტანდარტებამდე მოდიფიკაციას თითქმის ამდენივე, ოღონდ მილიარდი სჭირდება, მაგრამ მაინც) არა და არ მომცა და ახლა, სამიტის წინ მსოფლიო სავალუტო ფონდთან გადამამისამართა და ამ უკანასკნელმა თანხის სანაცვლოდ ხელფასი-პენსიების გაყინვა და შიდა ბაზარზე მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის გაზრდა მომთხოვა, რასაც არასდროს გავუკეთებ საკუთარ ხალხსო!!! სავალუტო ფონდის მოთხოვნები რომ შეესრულებინა უკრაინის პრეზიდენტს, დასავლეთისგან ორგანიზებულ-დაფინანსებულ  მიტინგებზე დღეს მდგომი გაბრიყვებული ხალხი, რომელთაც ჰგონიათ, რომ იანუკოვიჩმა ქაღალდის ნაგლეჯზე ხელის არმოწერით უკრაინელებს ევროპელობა და, შესაბამისად, კეთილდღეობა წაართვა, «გაევროპელების» შემთხვევაში უეჭველი ეკონომიკური გაჭირვების გამო, იგივე ხალხი ცოტა ხანში ისევ იანუკოვიჩს მოსთხოვდა პასუხს, რაც დასავლეთის ოცნებაა, რადგან იანუკოვიჩის გაპრეზიდენტებამ ჩაშალა უკრაინაში ნარინჯისფერი პროექტი მსოფლიო ნეოლიბერალებისა! იმას, რომ დასავლეთი უკრაინაში დაწყებული არეულობების პასიური დამკვირვებელი კი არა, დაინტერესებული მხარეა, ისიც მოწმობს, რომ ევროპის მაღალჩინოსნები (კრეტინი ლეხ კაჩინსკი, ლატვიის პარლამენტის სპიკერი და სხვები) კიევის მიტინგებზე გამოჩნდნენ და პირდაპირ აგულიანებენ, აქეზებენ უკრაინელებს! ამასობაში პრეზიდენტი პუტინი 2 დეკემბერს ერევანში ჩავიდა და დაუფარავად, ყოველგვარი დიპლომატიური მიეთ-მოეთის გარეშე განაცხადა, პრაქტიკულად, უკვე საბაჟო კავშირის წევრ სომხეთის პრეზიდენტთან საუბრისას, რომ რუსეთი ამიერკავკასიიდან არსად მიდის, უფრო მეტიც: საკუთარი პოზიციების განმტკიცებას აპირებს! «მოგვარებულია» ბაქო, ერევანი და ვინ რჩება მესამე «მოსაგვარებელი» ამიერკავკასიაში? საქართველო! ჰოდა, მარტო საქართველო შეძლებს რუსეთის გეგმების, ამბიციების მოთოკვას სამხრეთ კავკასიაში? ან წარმოვიდგინოთ წარმოუდგენელი და დავუშვათ, რომ შეძლოს კიდეც _ რისთვის, რატომ, ევროკავშირის, ნატოს, გნებავთ, ამერიკის ან კიდევ უარესი, სამივეს ერთად «შნირობისთვის»? რა ვიცი, ვფიქრობ «შნირობას» ისევ ჯერ საბაჟო და შემდეგ ევრაზიული კავშირის თანაბარუფლებიანი, პარტნიორული წევრობა სჯობია, თანაც ოდესმე იქნებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედით...

XII

   - მირზა, ძმაო, მე მაინც ვერ ვხედავ გამოსავალს, - მიმართა გიამ,- რუსეთისაკენ არც გავიხედები, ამერიკა კი... და მოჰყვა იმ სიკეეთეებზე, რაც, მისი აზრით, ამერიკამ გაუკეთა საქართველოს; მირზამ ყურადღებით უსმინა, თავი ასწია და დაიწყო: - ამერიკაზე შეყვარებულ ადამიანებს ერთი რამე გეშლებათ: თუ ვინმე ამერიკის დამპყრობლურ პოლიტიკას აკრიტიკებს, მაშინვე ფიქრობთ, რომ მას რუსეთი მოსწონთ და „ისევ იქ შეძრომა უნდათ“; მე არ ვიცი, სხვა როგორ, მაგრამ რუსეთის ზიზღში ვერავინ შემეჯიბრებით, თუმცა, ჩემთვის ის რუსეთიც, რომელსაც ორჯონიკიძე შემოუძღვა და ის ამერიკაც, რომელსაც შევარდნაძემ ფართოდ გაუღო კარი, ერთია, როცა ჩემს სამშობლოს იპყრობენ და ანადგურებენ; 
თურმე ამერიკამ გადაგვარჩინა შიმშილით სიკვდილს, მაგრამ მათი მილიონიანი დახმარებების მთელი მექანიზმი მშვენივრად აქვს აღწერილი ამერიკელსავე ჯონ პერკინსს თავის წიგნში „ეკონომიკური მკვლელის აღსარება“ და ამაზე უკვე ვისაუბრეთ;
ფეხშიშველა და ტანშიშველა ჯარს ჩააცვაო... რომელ ჯარს, თვითონვე რომ სჭირდებათ ერაყში, აფრიკაში, ავღანეთში ჩვენი საჯიშე ბიჭების მოსასპობად? არც ერთ ნატოს არაწევრ და ბევრ წევრ ქვეყანასაც არ ყავდა პროცენტულად იმხელა კონტიგენტი ავღანეთში, რამხელაც ჩვენ, რატომ?
     რომელ ჯარს, მარტო საკუთარი მოსახლეობის სამართავად თუ გამოადგება ქვეყანას? არ მითხრათ ვინმემ, ჩვენი ჯარი რუსეთს, თურქეთს, გინდაც აზერბაიჯანს და სომხეთს სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ჯეროვან წინააღმდეგობას გაუწევსო; არ არის თურმე საკმარისი მარტო ჩაცმა-დახურვა ჯარისთვის, მიმძიმს ამის თქმა, აფხაზეთში, განსხვავებით 2008 წლისა, ვებრძოდით იმავე რუსეთს, აფხაზებს, სომხებს, ჩრდილოკავკასიელებს და წელიწადზე მეტი უკან არ დაუხევია ახლადშეკოწიწებულ გვარდიას, სტუდენტებს, მოხალისეებს, ჩვეულებრივ გულანთებულ ბიჭებს, ხოლო ბოლო შემოტევისას (16 სექტემბრიდან) 10 დღეზე მეტი, ამხელა გაერთიანებულ მტერს ცარიელი ხელებით იცავდნენ, რადგან გამყიდველმა შევარდნაძემ სრულად გამოზიდა აფხაზეთიდან მთელი მძიმე ტექნიკა და შეიარაღება, 10 დღეზე მეტი ცარიელი ხელებით, მარტო კალაშნიკოვის ამარა, გესმით ეს რას ნიშნავს! აგვისტოს ომი  1 დღეში რეალურად და 5 დღეში საბოლოოდ დამთავრდა ისე, რომ დაღუპული გმირების ცხედრების გამომტანიც კი არავინ იყო, რომ არა ეკლესია და მამაოები, პირსისხლიანმა სააკაშვილმა კი სახალხო ზეიმი და კონცერტი მოაწყო...     
ამერიკამ სრულ ოკუპაციას გადაგვარჩინაო... როგორ, ტანკერის შემოყვანით? გულწრფელად გჯერავთ, რომ ამით რუსეთი შეაშინა და გადაგვარჩინა? რუსეთმა რაც უნდოდა, ის წაგვგლიჯა, თორემ თბილისშიც რომ შემოსულიყო, ამერიკა, ფიქრობთ,  ომს გამოუცხადებდა? ასე ფიქრობთ? სახელმწიფოებრიობის დაკარგვას გადაგვარჩინაო... ეს არის სახელმწიფო, ამერიკის ელჩი რომ მართავს და მის კაბინეტში წყდება, ვთქვათ, ხიდაშელი დაინიშნოს თუ არა მინისტრად? სახელმწიფოა, როცა გენოციდში, უამრავი თანხის მითვისებაში, გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულებს კონგრესმენების კარნახით გარეთ უშვებ? სახელმწიფოა, როცა უამრავ დანაშაულში ბრალდებულ, ძებნილ პიროვნებას „მეგობარი“ სახელმწიფო დიდ თანამდებობაზე ნიშნავს და შენი „სახელწიფოებრიობა“ ცალ ფეხზე კიდია? სახელწიფოა, როცა პარლამენტი კანონებს ამერიკა-ევროპის კარნახით იღებს და არ აინტერესებს არც ერის და არც ბერის აზრი, თუ არ იცით რას მოიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი და რას უქადის მომავალში საქართველოს?! თავისუფალი ბიზნესიო... როდის იყო თავისუფალი, სააკაშვილის დროს თუ ეხლაა თავისუფალი, ტენდერებს მარტო ოცნების შემომწირვებლები რომ იგებენ... ვის გვერდით ვხედავ საქართველოს მეთაურს? ვერავის გვერდით, იმიტომ რომ მეთაური, როგორც ასეთი, ქვეყანას არ ყავს, ყავს მხოლოდ გადამთიელი მბრძანებლები, რომლებიც უფსკრულისკენ მიგვაქანებენ სრული სვლით...
        - გეყოფათ, ძმებო, მერე გავაგრძელოთ, ეხლა კი სიყვარულის სადღეგრძელო შევსვათ! - წამოდგა ბადრი. სადღეგრძელო ერთხმად აიტაცა სუფრამ.          
       მირზამ თავისი ფიალა აიღო, დაელოდა, როდის დაამთავრებდა ყველა თავის სათქმელს... ფიალაში თავისივე სახის ანარეკლი დაინახა, უცებ ლიზის სახე მოეჩვენა თავისი სახის მიღმა და იგრძნო, როგორ საშინლად ენატრებოდა! მოგონებებმა წაიღო, ლიზის მონაყოლი გაახსენდა...
       ...ლიზის დაქალებმა მიაკითხეს სახლში. სტუმრებს არ ელოდა, ჯერ ისევ მოკლე ხალათით დატანტალებდა. ცოტა არ იყოს, გააკვირვა დაუგეგმავმა სტუმრობამ, თუმცა, არაფერი შეიმჩნია, ყავა მოამზადა და გაზზე შემოდგა. გოგოები აქეთ მიედნენ, იქეთ მოედნენ... უცებ ნონა ამბობს: „ლიზი, ამბობენ მირზას მიჰყვები ცოლად, ჩვენ კი არაფერს გვეუბნები...“
         - რა გითხრათ, აბა, ცოლ-ქმრობაზე ჯერ არ გვისაუბრია, თუმცა, სიყვარულში გამოვუტყდით ერთმანეთს! რაო, კიდევ რას ამბობენ?
        - არა, ისეთს არაფერს, თუმცა რა ვიცი, კარგად აწონ-დაწონე, მირზა, კი იცი შენ, ქალების კუმირია და ამბობენ, თვითონაც არ აკლებსო მათ ალერსს. არ მინდა, რომ მოტყუვდე და გულნატკენი დარჩე!
         - რა გითხრათ,  აბა, მირზას დიდი ხანია ვცნობ და გულითადი მეგობრებიც ვიყავით. სხვათა შორის,  მისი პარტნიორების შესახებაც ვიცი ბევრი რამ და ხშირად თვითონაც უკითხავს აზრი ამა თუ იმ ქალზე. ამ პერიოდის მისი ყველა სექსპარტნიორის შესახებ ინფორმაცია მაქვს, - ლიზიმ გოგოებს თვალი მოავლო, მზერა ნონაზე შეაჩერა. ნონა უხერხულად შეიშმუშნა, ზემოთ აწეული მოკლე კაბა ძლიერად ჩამოიქაჩა. ლიზის გაეღიმა. - გნებავთ, აზიელობაში ჩამომართვით, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ქალისგან განსხვავებით, მამაკაციც ქალიშვილი უნდა დარჩეს ქორწინებამდე. მე მირზას სიყვარულში ეჭვი არ შემპარვია, დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს!.. 
              ცოტა ხანში კი.... ცოტა ხანში რესტორან „ჰარი-ჰარალეში“ მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, უკვე კარგად შექეიფიანებულები იყვნენ.
          - არა, რა, - ქოთქოთებდა თამუნა, - ზოგს რა ბედი აქვს! შეყვარებულიც ყავს, მალე ქმარიც ეყოლება და კიდევ შემოთავაზებები არ ელევა! - საერთო მხიარულების ფონზე იხსენებდნენ რესტორანში წამოსვლის წინა პერიოდს: „ისნის“ მეტროსთან იკრიბებოდნენ მეგობრები, ლიზიმ და მირზამ გზის მეორე მხარეს დაინახეს თავისიანები და ხელი დაუქნიეს. მირზა სიგარეტის საყიდლად იქვე, ჯიხურთან მივიდა. ამ დროს მკვეთრად დაამაუხრუჭა „ინამარკამ“ (მაშინ ახალი ხილი იყო), უკან დახია, ლიზის გვერდით შეაჩერა. 
         - აი, ძმაო, ქალიც ამას ჰქვია! - ვერ დამალეს აღფრთოვანება მანქანაში მსხდომებმა. - საუნა და ასი დოლარი, ლამაზო! - დადნა ერთ-ერთი. მირზა მკვეთრად მიიჭრა მანქანასთან. - რა ხდება?! - დაიგუგუნა. - არაფერი, ძმაო, პარდონ! - მოწყვიტეს მანქანა ადგილიდან. ამ ამბავს იხსენებდა თამუნაც. - თვალი არ მაკლია, ფეხი, ტანი და მკერდი!... ლიზიზე მოკლე კაბაც მაცვია და არც გულდახურული არა ვარ არანაირი გაგებით, მარა სადარბაზო და ლარიანიც არავის შემოუთავაზებია, ამას კიდევ ამხელა ვერზილა გვერდით ყავს და მაინც... სუფრაზე თავშეუკავებელი ხარხარი ისმოდა. 
-  მე უშენოდ არსად მოკლე კაბას აღარ ჩავიცმევ, გული კინაღამ გამისკდა! აეკრა ლიზი მირზას.
        - აღარ მოგიწევს უჩემოდ არსად წასვლა, ჩემო პატარავ! - ეამბორა მირზა შუბლზე. - ეგ როგორ? - შესციცინა ლიზიმ. მირზა წამოდგა, გაირა გრძელი დარბაზი, მუსიკოსებთან მივიდა, მიკროფონი გამოართვა... ჯიდიდან პატარა ყუთი ამოიღო, ოფიციანტს თავის სუფრა დაანახა, ლიზიზე მიანიშნა, დაელოდა სანამ მაგიდასთან მივიდოდა და გადასცემდა. სანამ ლიზიმ ყუთი გახსნა, მირზამ ჩასძახა მიკროფნში: - ერთი წუთით სიჩუმეს ვითხოვ! - ყველა სუფრა მონუსხულივით გაისუსა, - ლიზი! მე შენ უზომოდ მიყვარხარ! გამომყევი, ლიზი, ცოლად! - ისეთი ოვაცია ატყდა, „ჰარი-ჰარალეს“ ჭერი კინაღამ აეხადა, ყველა სუფრა ერთად აგუგუნდა. მირზა ლიზისთან მიიჭრა, ხელი ჩაავლო და უცებ მაგიდაზე შეახტუნა, თვითონაც ახტა, ბეჭედი, რომელსაც ლიზი უხერხულად ათამაშებდა ხელში, გამოართვა, თითზე მოარგო და საერთო ჭივილ-ხივილის ფონზე ტუჩებზე დაეკონა.
       ...ამ ამბების გახსენებაზე მირზას ღიმილი მოეფინა სახეზე, ფიალა ასწია, მხიარულად მიუჭახუნა თანამესუფრეებს, ხალისიანად დაიწყო:
„კაცის გული ისეთია“... - ჩემამდე თქვეს, მე არ მითქვამს,
მეც ცოდვილიმოკვდავი  ვარ, ვაგლახ, ყველა ქალი მიყვარს!
მიყვარს ქალის ცხელი სუნთქვა, სავსე მკერდის თრთოლვა მიყვარს,
თეძოს რხევით მონარნარეს მეც მივუალერსო, მინდა!
სადაც თავის შხვართ ფეხს დადგამს, ოხშივარი ასდის მიწას,
შვენის მისი ნატერფალი ცოდვით სავსე დედამიწას!
შენ დაგვწვავს და ფერფლად გაქცევს, თვითონ ვნებას გულში იკლავს,
თავის დამდაგველი მზერით ჯიქურ გტყორცნის გულში ისარს,
წელზე შავი დალალები ჩამოშლილი, - ესეც მიყვარს,
ქარიც როგორ ნება-ნება აფრიალებს კაბას მისას,
როგორ ძარცვავს სამოსისგან, წელს და თეძოს როგორ სრისავს,
როგორ დააკვდება ბაგეს, ქალის მწველი კოცნა - მტრისას!
უძირო, უკიდეგანოა, როგორც ჰორიზონტი ცისა,
მშფოთვარეა, ვით ჩანჩქერი ბობოქარი მდინარისა!
როგორც ლადოს, მეც მაგიჟებს ქალის გამოხედვა შვლისა,
თუმცა, არც კი დავფიქრდები, ვიტყვი მაინც, რაც არ მითქვამს:
როგორც უნდა ბობოქრობდეს ეს მორევი შავი ზღვისა, -
ქალი?!  ყველა ქალზე მეტად კვლავაც ჩემი ცოლი მიყვარს!
          - გაუმარჯოს სიყვარულს! - გადმოაპირქვავა ფიალა მირზამ.
XIII
სიტყვა ბადრიმ აიღო:როცა მტერი მოდის სამშობლოს მოსასპობად, მას უნდა შეებრძოლო და გაანადგურო, ამას სამშობლოს დაცვა ჰქვია და ღმერთისგან კურთხეულია, დალოცვილია; მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ცდილობს მტარვალი შენი ერის მოსპობას - მახვილით, თოფით, ზარბაზნით, ატომური ბომბით თუ გარყვვნილებით და ზნეობრივი გადაგვარებით! დღეს თოფს თუ არ გვესვრიან, უარესს გვიპირებენ: ერის გახრწნა, გარყვნა, დაჩიავება და შემდეგ უფსკრულში გადაჩეხვა უნდათ! ამიტომ, ეს არის საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლა და როცა არ გვყავს მთავარსარდალი, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ამ დიად ბრძოლას საქართველოს გადარჩენისთვის ძალადობას უწოდებს, როცა მთავრობა მოგვიწოდებს, რომ თავები დავხაროთ და თვალები დავხუჭოთ საქართველოს მოსპობის მცდელობაზე, ყველა ჭეშმარიტი ქართველი უნდა შეიარაღდეს სამშობლოს და ღმერთის სიყვარულით და ბოლო ამისუნთქვამდე იბრძოლოს სამშობლოს გადასარჩენად, წინ კი ჭეშმარიტად ეროვნული და ღვთისნიერი დედა ეკლესია უნდა წარგვიძღვეს! დიდება ჩვენს პატრიარქს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს წმინდა მამაოებს და ყველა იმ ქართველს, ვინც 17 მაისს მტრის უდიდესი დარტყმა მოიგერია! ხვალ მთელი საქართველო გამოვა და სანამ პირში სული გვიდგას, ვიბრძოლოთ მამულის გადასარჩენად!
     - სად არის მერე ეგ უჩინარი მტერი? - დაინტერესდა კახა.
      - თუ მომისმენთ, ამასთან, ბახუსმა თუ მომცა საშუალება, რომელიც, სხვათა შორის, უკვე კარგად მიტევს, შევეცდები დალაგებულად ჩამოვაყალიბო ჩემი თეორია - წარმოთქვა სვენებ-სვენებით ბადრიმ, ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო:
    უღმერთოების მოსურნე ძალები ყოველთვის იყვნენ. ღმერთთან ბრძოლის თემა ბიბლიიდან მოდის და დღემდე გრძელდება, მაგრამ მას არასოდეს მიუღია ისეთი საშიში სახე, როგორიც ახლა აქვს. ღმერთთან ბრძოლის ბიბლიური თემა ადამიანის დაცემის მაუწყებელი კი არა იყო, ადამიანის ღმერთთან გატოლების სურვილი, მისკენ სწრაფვის ნიშანი იყო. ამიტომაც გაუყადრა ღმერთმა თავი იაკობს. თვით მარქსისტული (ათეისტური) ბრძოლა ღმერთთან არ იყო ადამიანის დაცემის მაუწყებელი, ვინაიდან მარქსთან ღმერთი (როგორც ასეთი) უარყოფილი კი არ არის, ღმერთის სუბიექტური გაგება ჩანაცვლებულია ღმერთის ობიექტური გაგებით (ისტორიისა და მატერიის განვითარების კანონზომიერებით). ღმერთთან ნამდვილი (უაღრესად საშიში და სახიფათო) ბრძოლა ახლა მიდის. ესაა ბრძოლა არა უშუალოდ ღმერთის წინააღმდეგ, არამედ ესაა ბრძოლა ადამიანში ყოველივე ღვთაებრივის წინააღმდეგ. ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე რადიკალური და უკიდურესი გამოვლინება არა უშუალოდ ღმერთის წინააღმდეგ ლაშქრობა, არამედ ადამიანში ღვთაებრივის (სულიწმიდის) წინააღმდეგ ბრძოლაა. სოდომ-გომორის მკვიდრნი უშუალოდ ღმერთს კი არ აუჯანყდნენ, საკუთარ თავსა და ცხოვრების წესში ღვთაებრივს (ღვთაებრივ საწყისს) აუჯანყდნენ, რასაც ბიბლიაშიც კი უპრეცედენტო სასჯელი მოჰყვა. რამდენი კაცთმოყვარე, წესიერი და ჰუმანისტი ათეისტი დადის ამ ქვეყანაზე, რომელიც მიწას არ ამძიმებს, მაგრამ მიწას ამძიმებს ყოველი, ვინც ადამიანში ზნეობისა და სინდისის (ანუ ღვთაებრივის) ჩაკვლას ცდილობს. ადამიანში ღვთაებრივის ჩაკვლის უმთავრეს მექანიზმად სექსი გამოცხადდა. იმიტომ კი არა, რომ სექსი თავისთავად არის არაღვთაებრივი აქტი, პირიქით, ადამიანთა შორის ღვთაებრივი და ამაღლებული სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოხატულება იქნება სწორედ სექსი იყოს კიდეც. სწორედ ამიტომ არის ეს აქტი ყველაზე ტაბუირებული, ყველაზე დამალული და საკრალური აქტი ოდითგანვე. ეს ისეთი განსაკუთრებული სიახლოვე და ინტიმია, არათუ სხვათა თვალთაგან, საკუთარი თვალისგანაც დაფარვა რომ სჭირდება, ვინაიდან სწორედ სიშიშვლე და უხამსობაა მისი საკრალურობისა და ღვთაებრიობის უპირველესი მტერი. - არა იმრუშო, - სექსის აკრძალვას კი არ ნიშნავს, სექსუალური აქტის, როგორც ღვთაებრივი სიყვარულის კულმინაციური გამოხატულების ცხოველურ-ფიზიოლოგიურ აქტამდე ჩამოქვეითების აკრძალვას ნიშნავს. სექსუალური (ერთი შეხედვით, ხორციელი) აქტი ადამიანთა შორის ხორციელი ურთიერთობის კულმინაცია კი არ არის, სულიერი ურთიერთობის კულმინაციაა. ამიტომაცაა, რომ სიყვარულში ღალატი, პირველ რიგში, სექსუალურ ღალატთან ასოცირდება. ცოლ-ქმარს შორის მომხდარი ღალატი (სხვასთან სარეცელის გაზიარება) ღალატის უკიდურეს ფორმად აღიქმება. ასეთი ღალატი ადამიანთა დაშორების აუცილებელი მიზეზი ხდება და, სხვათა შორის, არა ხორციელი (ფიზიკური) დაშორებისა, არამედ სულიერი დაშორებისა. ასეთი სახის ღალატის ჩამდენ ადამიანთან ხორციელი სიახლოვე, ასე თუ ისე, შეიძლება კვლავაც წარმოსადგენი იყოს, მაგრამ სულიერი სიახლოვე უკვე წარმოუდგენელია. ანუ ხორციელი ღალატის შემთხვევაში ხორციელი და ადამიანური კი არ იკარგება იმდენად, რამდენადაც - სულიერი და ღვთაებრივი.
ამიტომაც მოხდა ის, რომ ღმერთთან (ადამიანში ღვთაებრივ საწყისთან) მებრძოლმა მსოფლიო ძალებმა ამ საქმეში ყველაზე ძლიერ იარაღად ადამიანური ურთიერთობების სწორედ ეს ყველაზე საკრალური სფერო შეარჩიეს და არცთუ უსაფუძვლოდ. თუ მიაღწევ ადამიანებში ურთიერთობის ამ სფეროს დაცლას ღვთაებრივისგან, ასეთი ადამიანი არათუ ღმერთთან წილნაყარი აღარ არის, საერთოდ, ადამიანიც აღარ არის. მათი დევიზი და მიზანი ასეთია: აურიეთ ადამიანებს ღვთაებრივი სექსუალური წესრიგი და აირევა მთლიანად ადამიანი. ასეთი „ადამიანი“ კი ცხოველივით ადვილი სამართავი ხდება...
ამ საქმეში წარმატებით ჩართეს ე.წ. „ჰომოსექსუალები", მათი ფიზიოლოგური და ფსიქოლოგური პრობლემებით, რითაც სექსი დააშორეს სიწმინდეს, სიყვარულს, ამაღლებულს... სექსი დააბინძურეს და, შესაბამისად, ცდილობენ დააბინძურონ ადამიანთა ცხოვრების წესი. მათ ამისთვის გააჩნიათ ადამიანებზე ზემოქმედების მძლავრი თეორიული და პრაქტიკული ბერკეტები. დასავლურ სოციალურ-ფსიქოლოგიაში ცნობილია ე.წ. „ოვერტონის ფანჯარა“, რომელიც ამერიკელმა ფსიქოლოგმა ოვერტონმა შეიმუშავა გასული საუკუნის 80-იან წლებში. ესაა სოციალურ-ფსიქოლოგური სქემა იმისათვის, რომ სწორი მუშაობის შემთხვევაში ყველაზე წარმოუდგენელი რამ შეიძლება რეალურ პოლიტიკად აქციო. ოვერტონის მიხედვით, არსებობს ხუთი საფეხური, რომელთა გავლის შემდეგ, დღეს ყოვლად წარმოუდგენელი ხვალ შეიძლება სასურველად აქციო, ზეგ კი პოლიტიკად გამოაცხადო. ყოველივე ამის რეალურად განხორციელებისთვის არსებობს მექანიზმი, რომელსაც ფული ჰქვია და, რომელიც, როგორც ჩვენში ამბობენ, ჯოჯოხეთს ანათებს. რამდენიმე წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო გეიაღლუმების მოწყობა თბილისის ქუჩებში, მაგრამ დღეს ეს რეალობაა. ის დღესაც ძალიან მიუღებელია საქართველოს მოსახლეობისთვის, მაგრამ წარმოუდგენელი უკვე აღარ არის, ვინაიდან რაღაც ფორმით ეს უკვე მოხდა. ოვერტონის პრინციპი კი სწორედ ამაში მდგომარეობს. ხუთი საფეხური, რომლის შესახებაც ზემოთ ვსაუბრობდით, სწორედ ასე გამოიყურება. წარმოუდგენელიდან - რადიკალურამდე; რადიკალურიდან - მისაღებამდე; მისაღებიდან - გონივრულამდე; გონივრულიდან - პოპულარულამდე; პოპულარულიდან - რეალურ პოლიტიკამდე. ქართული საზოგადოებისთვის დღეს, მაგალითად, წარმოუდგენელია ინცესტი (სისხლის აღრევა). ჩვენი საზოგადოებისთვის ეს იმდენად წარმოუდგენელია, რომ მისი კანონით დარეგულირების აუცილებლობაც არ დგას. ამას კანონზე მაღალი ნორმა - ზნეობა არეგულირებს. ეს იმდენად ღრმად არის ცნობიერებაში, გენეტიკაში, ძვალსა და რბილში გამჯდარი, რომ რა ტიპის ავადმყოფი და დეგრადირებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, დედა-შვილობის, და-ძმობის, მამა-შვილობის, და, საერთოდ, ნათესაობის შებღალვას ვერც გულში გაივლებს და ვერც თავში. ინცესტის ჩამდენს, თუკი ასეთი საშინელება გამჟღავნდება, ჩვენი საზოგადოება არ იგუებს და მას მოუწევს განკვეთილად ცხოვრება, თუ საერთოდ, არ ჩაქოლეს. რაც შეეხება რელიგიურ პოზიციას, ის არანაკლებ სასტიკია სისხლის აღრევასთან დამოკიდებულებაში, ვინაიდან მიიჩნევს მას ადამიანურ ცოდვათა შორის უმძიმესად. არის კიდევ ერთი პოზიცია - სამედიცინო. სამედიცინო თვალსაზრისით დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ სისხლის აღრევის შედეგად იბადებიან ანომალური სხეულისა და ფსიქიკის მქონე ბავშვები. მოკლედ, ეს უბედურება, რასაც სისხლის აღრევა ჰქვია, დაგმობილია ყველა კუთხით, რა კუთხითაც შესაძლებელია მისი განხილვა. ამას გარდა, ინცესტი მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და კანონით ისჯება. ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ სათქმელს. ინცესტი, რომელიც ყველასა და ყველაფრის მიერ დაგმობილია და ქართული ცნობიერებისთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი მოვლენაა, ოვერტონის სქემის მიხედვით ხვალ შეიძლება წარმოუდგენელის გრაფადან რადიკალურის გრაფაში აღმოჩნდეს, ანუ ცოტათი უფრო მისაღები გახდეს, ვიდრე დღეს არის. ეს შესაძლებელი გახდება თუკი საქართველოში შექმნიან თუნდაც პატარა (რამდენიმე წევრისგან შემდგარ) ჯგუფს, რომელსაც მედია`გააპიარებს, ანუ დროს დაუთმობს და საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ წარმოუდგენელ მოვლენაზე, როგორც მისაღებზე, როგორც დასაშვებსა და ცივილიზებულზე ალაპარაკებს. საზოგადოება მისთვის წარმოუდგენელ ამ საშინელებას, მართალია, ამგვარი საუბრების შემდეგაც გაემიჯნება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოხდება ის, რომ ყური ამას მიეჩვევა. ცოტა ხნის შემდეგ თუ გამოჩნდება მეცნიერთა ასევე პატარა ჯგუფი, რომლებიც მოაწყობენ სამეცნიერო ღონისძიებას (ლექციას, პრესკონფერენციას, სიმპოზიუმს) და დაიწყებენ მტკიცებას, რომ სისხლის აღრევის შედეგად არ ჩნდებიან ანომალიური ბავშვები, რომ სისხლის აღრევის აკრძალვა არის რელიგიური სიბნელის შედეგი და ა.შ. ამ თემას ტაბუ მოეხსნება და იგი წარმოუდგენელის გრაფადან რადიკალურის გრაფაში თუ იყო გადმოჩოჩებული, აქედან უკვე მისაღების გრაფაში გადმოინაცვლებს. ხოლო ამას თუ მოჰყვება პოპულარული სოციოლოგური ჯგუფების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, აღმოჩნდება, რომ სისხლის აღრევა, რომელიც ცოტა ხნის წინ საზოგადოებისთვის წარმოუდგენელის გრაფაში იმყოფებოდა, იმავე საზოგადოების რაღაცა ნაწილისთვის გონივრულის ან სულაც პოპულარულის გრაფაში გადმოსულა და, ამიერიდან, ვინც ინცესტის წინააღმდეგ ხმის ამოღებას გაბედავს (სამოქალაქო საზოგადოება იქნება ის თუ ეკლესია), მათ მიერ მარგინალურ, არაცივილიზებულ, ბნელ ძალად მოინათლება. მთელი ამ პროცედურის ჩატარება ძალიან მოკლე დროში შეიძლება, თანაც არაკოლოსალური ხარჯებით. აქ საჭიროა რამდენიმეკაციანი (მყვირალა და უტიფარი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული) ჯგუფის დაფინანსება, სადაც შევლენ ისეთივე ტიპები (ვითომ მწერლები, ვითომ მეცნიერები, ვითომ ხელოვნების წარმომადგენლები), რომლებიც დღეს ე.წ. ლგბტ-ს დემაგოგებად გვევლინებიან. დასაფინანსებელია მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ამას მეტ-ნაკლებად მეცნიერულად შეფუთავს, დასაფინანსებელია მედიაჯგუფი, რომელიც ამას გააპიარებს, დასაფინანსებელია „აირაის“ ან „ენდიაის“ მსგავსი სოციოლოგიური ჯგუფი, რომელიც სისხლის აღრევის პროპაგანდით უკიდურესად აღშფოთებულ საზოგადოებას „სოციოლოგიურად დაუმტკიცებს", რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, თურმე, სიხარულითაც კი ხვდება ამ პროგრესული მოვლენის დანერგვას და, მორჩა - სატანის თაიგულიც მზად არის!
ინცესტი, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის სადღეისოდ წარმოუდგენელი მოვლენა იმის სამაგალითოდ მოვიტანე, თუ როგორ შეიძლება ეს საშინელება ხვალ უკვე მისაღები გახადონ იმ ძალებმა, რომლებიც ამას მოისურვებენ.
ვიღაცა მკითხავს, თუნდაც მაგალითის სახით რამ გაგახსენა ეს შემზარავი მოვლენაო. უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი ინცესტის ლეგალიზების საკითხს განიხილავს. ვროპული პოლიტიკოსები ინცესტზე, როგორც „გენდერულ ნორმაზე“ საუბრობენ. ბევრი მათგანის აზრით, „ჰომოფობიასთან“ ერთად საჭიროა „ინცესტოფობიის“ ცნების შემოღებაც. „ახალი გენდერული საზოგადოება“ ინცესტის ლეგალიზებას თავდაპირველად შვედეთში, დანიასა და შვეიცარიაში გეგმავს. ევროპელ პოლიტიკოსთა ნაწილის აზრით, „გენდერულ ნორმად“ უნდა გამოცხადდეს სქესობრივი კავშირები მშობლებსა და შვილებს, დებსა და ძმებს შორის, ასევე ყველა სისხლით ნათესავს შორის. ამასთანავე, ყველა „ინცესტოფობი“ უნდა დაისაჯოს. 
    აი, ასეთი გახლავთ ანტიქრისტეს მოსვლა დასავლეთში, საიდანაც იგი, მართალია, რამდენიმე წლის დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად გამოგვეცხადება. გამოვა მერე რომელიღაცა საცოდავი მღვდელი ქრისტეს ჯვრით ხელში და ჩაარტყამს იმ ჯვარს სატანის მოციქულს ბნელი აზრებით გამოტენილ თავში. აყვირდებიან დანარჩენი მოციქულები, - საქართველო თეოკრატიისკენ მიექანებაო. სახელმწიფოს კი იმის შნო არ ექნება, განაცხადოს, რომ ის მღვდელი თეოკრატი კი არ არის, ზნეობის დამცველიაო, ვინაიდან ყველა დროის ხელისუფალნი სწორედ იმ ძალებზე არიან დამოკიდებულნი, რომლებიც დასავლეთიდან ამ სიბინძურის ექსპორტს ეწევიან. მღვდლებს აკრიტიკებენ და იმაზე არ ფიქრობენ, თუ რატომ დასჭირდათ მათ ხელჩართული ბრძოლის გამართვა სიბინძურის მთესველ ავაზაკებთან, გარყვნილების მქადაგებელ ავ სულებთან, ზნეობის წინააღმდეგ ამხედრებულ ბნელ ძალებთან, ღმერთთან მებრძოლ ანტიქრისტეს მხარდამჭერებთან. მღვდელმა ეკლესიაში უნდა ილოცოს და იქადაგოს, მაგრამ ის ქუჩაში მაშინ გამოდის ჯვრით ხელში, როდესაც სახელმწიფო უუნაროა აკრძალოს ის, რის აკრძალვასაც ღმერთიც ადგენს და ზნეკეთილი საზოგადოებაც. როდესაც პარლამენტი გარყვნილების მხარდამჭერი დეპუტატებით არის სავსე, რომელთა მიერ მიღებული კანონები დაპირისპირებაში მოდის ზნეობასთან და ადამიანურობასთან, მღვდელს აღარაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ ხელში მძიმე ჯვარი დაიჭიროს და ფიზიკურად აღუდგეს წინ პოლიტიკურად, სამართლებრივად და ფინანსურად წახალისებულ და მხარდაჭერილ სატანს. - ძალადობა დაუშვებელიაო, - გაჰკივიან გარყვნილების ანგელოზები. ძალადობა, რა თქმა უნდა, დასაგმობია, მაგრამ პირველ რიგში ის ფსიქიკაზე ძალადობაა დასაგმობი, რომელსაც ეს ცოდვის შვილები საზოგადოებას ახვევენ თავს და რომელი ძალადობაც, იმ შემთხვევაში, როდესაც მისგან კანონი ვერ იცავს საზოგადოებას, ბადებს სტიქიურ წინააღმდეგობას, რასაც გარყვნილების ანგელოზები ძალადობად ნათლავენ. ვიღაცა იკითხავს, რატომ ადარებ სატანას ადამიანებს, რომლებიც ბუნებამ ასეთებად გააჩინაო. ისინი ხომ არავის არაფერს უშავებენო. ძალიან მკაცრად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ადამიანები, რომლებსაც სექსუალური ორიენტაციის პრობლემა აქვთ და ის ძალა, რომელიც ბუნების ამ შეცდომას საზოგადოების გასარყვნელად იყენებს. მათთვის, ვინც არ იცის თუ რა სახის წარღვნით ემუქრებიან ისინი საზოგადოებრივ ცნობიერებას, მოვიტან რამდენიმე ამონარიდს ჰომოსექსუალისტების ე.წ. მანიფესტიდან, რომელიც ყველა ენაზე ვრცელდება ინტერნეტში: „ჩვენ სექსუალურად გამოვიყენებთ თქვენს შვილებს. ჩვენ გავრყვნით მათ თქვენსავე სკოლებში, საერთო საცხოვრებლელში, გინმაზიებში, გასახდელებში, სპორტდარბაზებში, სემინარიებში, ახალაზრდულ ჯგუფებში, კონოთეატრების ტუალეტებში, ჯარისკაცთა ყაზარმებში, სასტუმროებში, მამაკაცთა კლუბებში, პარლამენტების შენობებში, ყველგან, სადაც მამაკაცი შეიძლება მეორე მამაკაცს შეხვდეს. ახალი კანონმდებლობა წაახალისებს სიყვარულს მამაკაცებს შორის. ჰომოსექსუალები ერთმანეთს მხარში დაუდგებიან. ჩვენ ერთიანნი ვიქნებით პოლიტიკურად, სოციალურად, ფინანსურად, ჩვენ ვიქნებით მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ფილოსოფიაში. ჩვენ მხოლოდ მაშინ მივაღწევთ ტრიუმფს, როდესაც ჩვენს ერთიან სახეს ვუჩვენებთ ჩვენს ბოროტ და დაუძინებელ მტრებს _ ჰეტეროსექსუალებს (ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმდევრებს). თქვენ თუ გაბედავთ და ჩვენ პედერასტებსა და ცისფერებს დაგვიძახებთ, ჩვენ გაგანადგურებთ თქვენ და შეურაცხვყოფთ თქვენს მკვდარ, არარაობა სხეულებს.
ჩვენ ყველგან ვართ, ჩვენ შემოვაღწიეთ თქვენს რიგებში. ფრთხილად იყავით, რადგან ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ და თქვენს შორის ვართ. შესაძლებელია, რომ ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ვსხედვართ, ან თქვენთან ერთად ერთ საწოლში ვწევართ.
ჩვენ დავიპყრობთ მსოფლიოს, ვინაიდან ჯარისკაცები, გაერთიანებულნი და გასხივოსნებულნი ჰომოსექსუალური სიყვარულითა და პატივისცემით, მოუხელთებელნი არიან ვითარცა ძველი ბერძენი მეომრები."
"ოჯახი - ეს სიცრუის, პირფერობის, ღალატისა და სისასტიკის ბუდე, მოიშლება. ოჯახის ინსტიტუტი, რომელიც წამლავს წარმოსახვას და ფრთებს კვეცავს თავისუფალ ნებას, დაინგრევა. გენეტიკურ ლაბორატორიებში მოხდება ჩასახვა და აღმოცენება სრულყოფილი ბიჭუნებისა...“ ეს მანიფესტი საკმაოდ ვრცელია. აქ იმდენი საშინელება წერია, რომ არ შეიძლება არ შეგძრას და არ შეგაშინოს. ისინი სწორად გვაფრთხილებენ ამასთან დაკავშირებით. არავინ იცის, საიდან, როდის ან რა ფორმით მოვა აპოკალიფსისი. ამას რომ კითხულობ, წარღვნა და ცუნამი დილის ცვარ-ნამად მოგეჩვენება იმასთან შედარებით, რა საშინელებაც თურმე შეიძლება დატრიალდეს ადამიანის ცნობიერებაში... „ჩვენ გადავწერთ ისტორიას, რომელიც თქვენ აავსეთ და განადიდეთ ჰეტეროსექსუალური სიცრუითა და გადახრებით. ჩვენ ფართოდ გავაშუქებთ უდიდესი ლიდერებისა და მოაზროვნეების ჰომოსექსუალობას, რომლებმაც შექმნეს ცივილიზაცია. ჩვენ მოვახდენთ ჰომოსექსუალობას, ინტელექტსა და შემოქმედებას შორის ურღვევი კავშირის დემონსტრირებას... ჩვენ გავიმარჯვებთ!"
"ჩვენ გვეყოფა ნებისყოფა, რომ გამოვიყენოთ იარაღი და აღვმართოთ ბარიკადები საბოლოო რევოლუციისათვის. თრთოდეთ ჰეტეროღორებო, ვინაიდან ჩვენ უნიღბოდ წარსვდგებით თქვენს წინაშე!"ეს ე.წ. მანიფესტი პირველად ამერიკულ ჟურნალში - "Cey Community News"გამოქვეყნდა 1987 წლის თბერვალში, ხელმოწერით - მაიკლ სვიფტი.)
      აქ შეუძლებელია არ გაგახსენდეს ამერიკული სპეცსამსახურების მამის, ალენ დალესის დოქტრინა, რომელიც 1945 წლით არის დათარიღებული და, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. აი, ზოგიერთი ამონარიდი ამ დოქტრინიდან: „დამთავრდება ომი, ყველაფერი როგორღაც დალაგდება, მოეწყობა და ჩვენ ყველაფერს, რაც კი გვაბადია... მთელ ოქროს, მტელ მატერიალურ ძლიერებას გადავისვრით ხალხის გამოსათაყვანებლად. ადამიანის ტვინი, ხალხის შეგნება შეიძლება შეიცვალოს. იქ (საბჭოთა კავშირში) ქაოსს შევქმნით, ჩვენ შეუმჩნევლად შევცვლით ნამდვილ ფასეულობებს ყალბით და ვაიძულებთ მათ, იწამონ ეს ყალბი ფასეულობანი. როგორ? ჩვენ ვიპოვით ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს თანამშრომლებსა და მოკავშირეებს თვით რუსეთში, ერთი მეორეზე მიყოლებით ეპიზოდებად გათამაშდება თავისი მასშტაბებით გრანდიოზული ტრაგედია ყველაზე უფრო ურჩი ხალხის დაღუპვისა და მისი თვითშეგნების საბოლოოდ ჩაქრობისათვის. ლიტერატურასა და ხელოვნებაში ჩვენ თანდათან მოვუსპობთ მათ სოციალურ არსს. ხელოვანთ გადავაჩვევთ, ჩავუკლავთ მისწრაფებას - შექმნან სახეები, გამოიკვლიონ პროცესები, რომელთაც ადგილი აქვს ხალხთა მასების წიაღში. ლიტერატურა, თეატრი, კინო ადამიანის ყველაზე უფრო მდაბალი გრძნობების ამსახველი და გამავრცელებელი იქნება. ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ და შევაქებთ ეგრეთ წოდებულ მხატვრებს, ხელოვანთ, რომლებიც დანერგავენ ადამიანის შეგნებაში სექსის, ძალადობის, სადიზმის, გამცემლობის კულტს, ერთი სიტყვით, ყველაფერ ამორალურს. ჩვენ შეუმჩნევლად, მაგრამ აქტიურად და მუდმივად შევუწყობთ ხელს ჩინოვნიკების, მექრთამეების თავნებობას, უპრინციპობას. ბიუროკრატიზმი აყვანილი იქნება სათნოების სიმაღლეზე... პატიოსნება და წესიერება გამასხარავებული და არავისთვის საჭირო აღარ იქნება, იგი წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა... უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და მაწანწალობა, ლოთობა და ნარკომანია, ნაციონალიზმი და ხალხთა შორის მტრობა - ყველაფერი ეს ოსტატურად და შეუმჩნევლად იქნება კულტივირებული და აყვავდება მძაფრი ფერებით. მხოლოდ ზოგიერთნი მიხვდებიან და გაიგებენ კიდეც, თუ რა ხდება, მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენ ჩავაყენებთ არამოდურ მდგომარეობაში და ქვეყნის სასაცილოდ გავხდით, მოვძებნით ხერხს, რომ მათ ცილი დასწამონ და ისინი საზოგადოების ნაძირალებად გამოაცხადონ... ჩვენ ვიბრძოლებს ადამიანების გასარყვნელად ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან ჩვენ შევქმნით ჯაშუშებს და კოსმოპოლიტებს. აი, ასე მოვიქცევით ჩვენ!" - ალენ დალესი, 1945 წელი. 
ბიბლიური ურწმუნო თომას სინდრომი არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც წამოგებულნი არაიან დასავლური პროპაგანდის ანკესზე და არ სურთ ამ ანკესიდან თავის დახსნა, მაგრამ ჰომოსექსუალთა თანამედროვე დეკლარაციისა და თითქმის შვიდი ათეული წლის წინ ალენ დალესის მიერ ჩამოყალიბებული დოქტრინის გაცნობის შემდეგ, ადამიანი, მთლად რეგვენი თუ არ არის, მიხვდება, რომ ამ ორ დოკუმენტს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. უფრო სწორად, მსოფლიო რევოლუცია, რომელსაც ჰომოსექსუალები გვპირდებიან, აშშ-ის საიდუმლო დოქტრინის შემადგენელი ნაწილია. თავისთავად ე.წ. "ლგბტ" პრობლემა არავის ადარდებს. იგი მსოფლიოს წინააღმდეგ საიდუმლო პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად არის გამოყენებული. - ზოგიერთები მიხვდებიან რა სიბინძურესაც ჩავდივართ, - აცხადებს ალენ დალესი, - მაგრამ ჩვენ მათ ჩავაყენებთ არამოდურ, სასაცილო მდგომარეობაში, - ამბობს ის. საფრანგეთში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ, მაგრამ მათგან ძალიან ცოტა ჩაწვდა ამ ბინძური მოვლენის ჭეშმარიტ არსს. 2013 წლის 29 მაისს საფრანგეთის მოქალაქეთა ერთი ჯგუფი პარიზში რუსეთის საელჩოსთან მივიდა ლოზუნგით, _ „რუსეთო, იხსენი ჩვენი სულები!“. ამ ადამიანებმა გააცნობიერეს ის, რომ „ლგბტ" რევოლუცია ჰომოსექსუალთა უკანალის პრობლემის გადაწყვეტა კი არ არის, საზოგადოებრივი ცნობიერების მასობრივი განადგურების იარაღია, _ ატომურ ბომბზე გაცილებით ძლიერი და საშიში იარაღი. ისინი იმასაც მიხვდნენ, რომ ამ იარაღის შეკავება დღეს მხოლოდ მართლმადიდებლობას შეუძლია, ვინაიდან მართლმადიდებლობას ჰყავს ისეთი ძლიერი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია. ამიტომაც მივიდნენ ეს ადამიანები რუსეთის საელჩოსთან საფრანგეთის მოქალაქეების სულების გადარჩენის გზების საძიებლად.
ფრანგმა ისტორიკოსმა და მწერალმა, 78 წლის დომინიკ ვენერმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, საკურთხეველთან, ასეულობით ტურისტისა და მომლოცველის თვალწინ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების გამო პროტესტის ნიშნად. „ახლა წყდება ჩვენი ბედი. ეს ის წამია, რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სიცოცხლის ბოლო წამამდე ვიყოთ ის, რაც ვართ." ეს მწერლის უკანასკნელი სიტყვებია. ვის შეიძლება ენა მოუტრიალდეს და თქვას, რომ მხცოვანმა მწერალმა და მეცნიერმა თავი "ლგბტ"-ს მიერ შექმნილი პრობლემებისთვის მოიკლაო. არა, ბატონებო, ამ დიდმა შემოქმედმა და არა მარტო თავის ხალხის, არამედ ზოგადად კაცობრიობის პატრიოტმა, თავი იმ კაცობრიობის გასაფრთხილებლად და გამოსაფხიზლებლად მოიკლა, რომელ კაცობრიობასაც ალენ დალესის სულიერი შვილები გარყვნით და გადაგვარებით ემუქრებიან. ალენ დალესის ეს ნაბიჭვრები საქართველოშიც ბლომად არიან. მათი საქმე დაცინვა და ქირქილია. მათ მწვანე შუქი აქვთ მედიასაშუალებებში, სადაც დაუღლელად და გაუთავებლად დასცინიან საზოგადოებას, ეკლესიას, ტრადიციებს... ისინი საკუთარ დედებს არიან მიძუძგურებულნი თავიანთი გარყვნილი თვალებით და ცნობიერებით. შემდეგ კი ეს თავიანთი ბილწი ხილვანი და ზრახვანი ქაღალდზე გადაქვთ და ღვიძლი დედის მიმართ სექსუალური ლტოლვის ამსახველ ამ "ლიტერატურულ" ნაცოდვილარს მწერლობასა და პოეზიას არქმევენ. მათსავით გარყვნილი ქართულენოვანი (და არა – ქართული) მედიასაშუალებანი კი მათი უბადრუკობის ტირაჟირებით არიან გართულნი და ასე, ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად რყვნიან ერს, ეროვნულ ცნობიერებას.
      ამასობაში, რომელიღაცა იდიოტი ქართველი ახალგაზრდა საკუთარი დედის მისამართით ბილწად იგინება და აინუშიაც არ მოსდის ის ამბავი, რომ დღეს სიტყვით ნათქვამი სიბინძურე ხვალ შეიძლება საქმითაც გააკეთებინონ მის მიერ გაფეტიშებულ დასავლურ პოლიტიკურ ლაბორატორიებში შექმნილი ვერაგი პროგრამების შესაბამისად...

XIV
       - ჩვენ ვთანხმდებით, რომ საქართველო და ალბათ, სამყაროც, თავისი არსებობის ურთულეს ეტაპს მიადგა. მე გულწრფელად მიმაჩნდა, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოს ფრთის ქვეშ უსაფრთხოდ იქნებოდა, თუმცა, მირზას არგუმენტები საფუძვლიანიად მეჩვენა, - წარმოთქვა ჩაფიქრებულმა გიამ.
        - ხო, აი, ავიღოთ მარტივად, - დაიწყო მირზამ, - ე.წ. აგრესიული დემოკრატია კაცობრიობის ცივილური (ნამდვილად ცივილური და არა დამახინჯებული და გაუკუღმართებული) ნაწილის სამწუხაროდ, კიბოს მეტასტაზებივით მოედო აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის ქვეყნებს. არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ ყველა ტოტალიტარული სახელმწიფო ე.წ. «პროგრესული იდეების» გავრცელებას, «ჩაგრული ადამიანების გათავისუფლებას» თეატრის გრიმიორის ოსტატობით ირგებს და ცხვრის ტყავში გადაცმული მგლის მენტალიტეტით ანადგურებს ქვეყნების ლიდერებს, ეკონომიკას, ტრადიციებსა და მომავალს. არის საუბრები ჩრდილოვან ხელისუფლებაზე, მასონებზე, რამდენიმე ოლიგარქის მიერ მსოფლიო ეკონომიკის მართვაზე. მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების მიერ ნებისმერი ბიზნესის (არ აქვს მნიშვნელობა, ავიამშენებელი ქარხანა იქნება თუ უბრალო ჯიხური) კონტროლის სურვილზე. საზოგადოების ამ შეშფოთებას საკმაოდ წარმატებულად უპირისპირდება პიარკამპანიის «შესანიშნავი» მეთოდი, ანუ პრობლემის სრული იგნორი; რეალური ფაქტების გაბიაბურება, ღიმილით ნათქვამიფრაზა – კარგი რა, რა დროს მასონებსა და ჩრდილოვან ხელისუფლებაზეა საუბარი; გარეთ ოცდამეერთე საუკუნე დგას. ყველაზე საინტერესო და შემაშფოთებელი კი ის არის, რომ ამ პიარში ყველაზე აქტიურად საზოგადოების საკმაოდ ინტელექტუალური და მართლაც რომ პროგრესულად მოაზროვნე წარმომადგენლები მონაწილეობენ. მოდით და მასონები, ისტორიული შეთქმულებების თეორიები, სიონელი ბრძენები და სხვა მსგავსი მოსაზრებები გვერდზე გადავდოთ (ისე, მაგარია არა, როცა ასეთ რაღაცებს თუ ვიღაცებს «გვერდზე რომ გადადებ») და ბიზნესინტერესებზე ვისაუბროთ. იმ ბიზნესინტერესებზე, რომელთა გამტარებლები, დემოკრატიისა და ნათელი მომავლის ნიღაბსამოფარებულნი, სისხლში ახშობენ მათი ნამდვილი მიზნების წინააღმდეგ გამოხატულ არა მხოლოდ აქტიურ ქმედებას, არამედ გამოთქმულ ნებისმიერ მოსაზრებასაც კი. სამწუხაროდ, ასეთ დროს ნამდვილი დემოკრატია, ადამიანების სწრაფვა (აშენოს, შექმნას რაღაც ახალი კაცობრიობისთვის -სასარგებლო ფესვებზე, საუკუნეებგავლილ წარსულზე დაყრდნობით აღზარდოს მომავალი) იღუპება საერთაშორისო სამხედრო მისიების მიერ მოწყობილ სასაკლაოებზე თუ საკონცენტრაციო ბანაკებში. სამწუხაროდ, იგნორის პიარის შემსრულებლები  თავიანთი დუმილით, თავიანთი ინფანტილური დამოკიდებულებით ხელს უწყობენ აგრესიული დემოკრატიის გავრცელებას და ხშირ შემთხვევაში ისინი თავად გამოდიან აგრესიის «გამპრავებლების» როლში. იგივე პათოსი ისმის «აგრესიული დემოკრატიის» «გამპრავებელთა» ფრაზებში. ისინი არა მხოლოდ ამართლებენ, ყველანაირი საშუალებებით ხელს უწყობენ იმ საშინელებებს, რომლებიც დღეს დემოკრატიის სახელით ხდება. ავიღოთ ლიბიის მაგალითი: ლიბია დემოკრატიის გამარჯვებამდე: ბენზინი წყალზე იაფი ღირდა, 1 ლიტრი 0,14 დოლარი; ახალდაქორწინებულებს სახელმწიფო ჩუქნიდა 64 ათას დოლარს ბინის შესაძენად; განათლება და ჯანდაცვა მთლიანად უფასო იყო; უმუშევრების დახმარება თვეში 730 დოლარი; ყოველ ახალშობილზე სახელმწიფო 7000 დოლარს იხდიდა; მცირე ბიზნესის წამოწყებისთვის სახელმწიფო ერთჯერადად 20 ათას დოლარს გასცემდა; საზღვარგარეთ განათლების მიღებასა და სტაჟირებას სახელმწიფო უზრუნველყოფდა; შექმნილი იყო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სპეციალური მაღაზიების ქსელი, რომელშიც ყველა პროდუქტი სიმბოლურ ფასებში იყიდებოდა; არსებობდა აფთიაქების კატეგორია, რომლებშიც მედიკამენტები უფასოდ გაიცემოდა. წამლების გაყალბება სიკვდილით ისჯებოდა; მოსახლეობისთვის ბინის ქირა და ელექტროენერგიის გადასახადი გაუქმებული იყო; ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მუამარ კადაფიმ ქვეყნიდან გააძევა საერთაშორისო კორპორაციები; შავკანიანთა უფლებები გაუთანაბრდა თეთრკანიანთა უფლებებს; ლიბიის მოსახლეობა სამჯერ გაიზარდა; ბავშვთა სიკვდილიანობა ცხრაჯე რშემცირდა; სიცოცხლის საშუალოხანგრძლივობა 51.5-დან 74,5-მდე გაიზარდა; მუამარ კადაფმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყვანა ლიბია მსოფლიო საბანკო სისტემიდან და მის მაგალითს კიდევ 12 არაბული ქვეყანა უბამდა მხარს. აი, რისთვის მოკლეს მუამარ კადაფი! იყო კიდევ უამრავი სოციალური სიკეთე, რომლებიც დემოკრატიის გამარჯვებას შეეწირა.
2011 წლის აპრილში აფრიკულ ქვეყანა კოტ დ ვუარში სამშვიდობო მანდატით მყოფმა 12300 ფრანგმა სამხედრომ და გაეროს მანდატით მყოფმა 9000-იანმა სამშვიდობო ჯარმა «დემოკრატია დაამყარეს». დემოკრატიის სახელით მოსულმა პრეზიდენტმა ალასანოუატარამ თანამოქალაქეებს მიმართვისას განუცხადა: «ჩემი შეიარაღებული ძალები დემოკრატიისა და ხალხის საარჩევნო უფლების დასაცავად მოქმედებს». რა მოხდა სინამდვილეში: როგორც მოგეხსენებათ, კოტდივუარი კაკაოს ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანაა, მაგრამ მოსახლეობა ამ სიკეთიდან, ფაქტობრივად, ვერაფერს იღებს. ვერ იღებს იმის გამო, რომ კაკაოს მწარმოებელი კომპანიები საერთაშორისო კორპორაციების ხელშია. ასევე არსებობს სხვადასხვა ხელშეკრულება, რომელთა ძალითაც კოტდივუარს საკუთარ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტზე არანაირი უფლება არ გააჩნია. სხვადასხვა სანქციამ და კაკაოს ექსპორტზე ბოიკოტმა ქვეყანა, რომელიც კაკაოს მარცვლის უდიდესი მწარმოებელი და დასავლეთ აფრიკის მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა, დააჩოქა, რამაც ბანკების ერთ თვეზე მეტი ხნით დახურვაც გამოიწვია. თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ეს უკვე კარგადაა ცნობილი, მაგრამ ასევე კარგად ჩანს, რომ «დემოკრატია» და «ამომრჩევლის უფლებები» ნამდვილად არაფერ შუაშია. დემოკრატიის სახელით დაბომბილი ბელგრადი, სეპარატიზმის კერებად ქცეული ევროპული ქვეყანა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ წარმატებული ეკონომიკა და წარმატებული სახელმწფომო წყობა ჰქონდა. არ მინდა დაგამძიმოთ იმ საშინელებების გახსენებით, რომლებიც იუგოსლავიაში ხდებოდა. ესეც ყველამ კარგად იცის. ვრცელდება „დემოკრატია“. ვრცელდება უზომო ძალადობით, ზეწოლით. ბავშვების, ქალების, ჯანსაღი მამაკაცების ფიზიკური განადგურებით. ხდება მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება. აგრესიული დემოკრატიის გავრცელებაში ყველაზე საშინელ იარაღს თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალური ჩართულობა წარმოადგენს. თუ „დასავლური ღირებულებების“ გავრცელების მიზნით ჯვაროსნები კონსტანტინოპოლს ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღების მეთოდებით ძარცვავდნენ, თუ პოლონელები «ევროპასთან» დაახლოების მიზნით უკრაინას პირველივე შესაძლებლობისთანავე აოხრებდნენ, თუ ინგლისელები ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას ფიზიკურად ანადგურებდნენ და გადარჩენილებს რეზერვაციებში ათავსებდნენ, დღეს ყველა სახის მედიასაშუალება ახალი ადამიანის, ანუ ამორფული ხორცის გროვის შექმნას ემსახურება. ე. წ. პოლიტოლოგები, ექსპერტები, სხვადასხვა ჯურის მემონიტორინგეები და „სამოქალაქო საზოგადოების მშენებლები“ ყველა მეთოდის გამოყენებით ცდილობენ, ჩაახშონ ის წმინდა ფასეულობები, რომელთა დასაცავად, რომელთა გადასარჩენად „არადემოკრატი და არაცივილური“ ერები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ, აშენებდნენ, ქმნიდნენ მატერიალურ თუ კულტურულ ფასეულობებს. ტყუილი! დიახ, ტყუილი, რეალობის აბსოლუტურად საწინააღმდეგო ფორმით წარმოჩენა არის აგრესორების ერთ-ერთი მთავარი იარაღი. ხბოს აღტაცებითა და კინტაურის ცეკვით შეხვდა საქართველოს «პროგრესულად მოაზროვნე» ნაწილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულების პარაფირებას. გახმიანდა უამრავი პერსპექტივა. გამოჩნდა «სინათლე გვირაბის ბოლოს». ევროკავშირიც ჰორიზონტზეა. არადა, ჰორიზონტს რა მანძილითაც  უახლოვდები, იმ მანძილით გშორდება. რატომ მალავენ პარაფირებული დოკუმენტის შინაარსს? „პირველად იყო სიმღერა, სიმღერა მრავალხმიანი და  სიმღერისგან შეიქმნა» ზღაპარი საქართველო-ნატოს პლატონურ სიყვარულზე და პლატონური სიყვარული, ხომ იცით, რასაც ნიშნავს ქართულ იუმორისტიკაში? ანუ შენ გიყვარს და უნამუსო პლატონა კი... ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს, სულ რაღაც 2-3 საათით პირველად გვესტუმრა ნატოს მაშინდელი  გენ-მდივანი და მას შემდეგ, ვიდრე რასმუსენამდე, ლამის 20 წელიწადია, გვიმღერიან-გვიყვებიან ზღაპარს ნატო-საქართველოს პლატონურ სიყვარულზე, რომ ოღონდ დღეს არა, მაგრამ ხვალ, ხვალ თუ არა, ზეგ და ზეგაც თუ არა, მაზეგ «სტოპრო» მიგვიღებენ ნატოში. მთავარი ხომ ის იყო, რომ ნატოს კარი ღიაა და ამ ღია კარის შემყურეებმა ჯერ «მაპზე უკეთესი» მივიღეთ, შემდეგ «ასპირანტობას» მივაღწიეთ და ვინ იცის, მომავალში იქნებ «პროფესორობასაც» გამოვკრათ ხელი?! ამ სიყვარულის სანაცვლოდ კი ქართველ საჯიშე ბიჭებს ავღანეთის სასაკლაოზე ერეკებოდნენ და დაიძრა კიდეც ყანდაჰარ-ჰელმანდიდან ქართული კუბოების ქარავანი თბილისისკენ! დღეს შინაურ ნატოელებსაც კი აღარ სჯერათ ნატოს ზღაპრისა! თუმცა როდის სჯეროდათ, როო? _ ყოველთვის ძალიან კარგად იცოდნენ და მით უმეტეს აგვისტოს ომის შემდეგ, რომ საქართველოსთვის ნატო ქიმერა, საუკუნის აფიორაა. უბრალოდ მიხვდნენ, რომ, მიუხედავად იმისა, საქართველოს მოსახლეობის 80% «უჭერს მხარს» ევროატლანტიკურ არჩევანს, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება იფეთქოს ამ 80%-მა და ნატოს ხსენებაზე თავპირი დაანგრიოს ქართველ ნატოელებს, რადგან ქართული საზოგადოება იმასაც მიხვდა, რომ არანაირი 80%, მით უმეტეს აგვისტოს ომში «გამარჯვების» შემდეგ, ბუნებაში არ შეიძლება არსებობდეს და ეს ზღაპარი მხოლოდ «ნაცებ-ქოცების» 2-3-პროცენტიანი რეიტინგის მქონე ელიტის ხელისუფლებაში დარჩენისთვის არის მოგონილი! ამიტომ გახდა საჭირო რაიმე ახალი მითის შექმნა და აკი შექმნეს კიდეც «ნაცებ-ქოცების» მფარველებმა დასავლეთში, რაც სხვა არაფერია საქართველისთვის თუ არა კიდევ ერთხელ «მაპზე უკეთესი»... ფინანსების, მუშახელის თავისუფალი მიმოქცევა, გადაადგილება, თავისუფალი ვაჭრობა და სავიზო რეჟიმის ნელ-ნელა ლიბერალიზაციით ეტაპობრივი სვლა უვიზო რეჟიმისკენ ევროკავშირის ტერიტორიაზე _ აი, ის სიკეთეები, რომელთაც გვიქადის პარაფირების შემდეგ ხელმოწერა ერთი წლის მერე. კი, ბატონო, მაგრამ იმ 1000-გვერდიან დოკუმენტში, რომელზეც ხელის მოწერამ საქართველოს საგარეო მინისტრი სიხარულისგან აატირა, მხოლოდ ეს «ორი სიტყვა» წერია? მაშ, რატომ არავინ არაფერს გვეუბნება დოკუმენტის სრულ შინაარსზე?ის 350 კანონი, რომელიც ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ ვილნიუსში პარაფირებიდან უკვე დოკუმენტის ხელმოწერამდე, ანუ იმ სიკეთეების სანაცვლოდ, რომელსაც ეტაპობრივად გვპირდებიან, მყისიერად ხომ არ ითხოვენ ჩვენგან ისეთი «უმნიშვნელო» ვალდებულებების საკანონმდებლო გარანტიებს, როგორიც ათასობით ე. წ. თურქი მესხის ჩამოთესლება ასაქართველოში ან ლგბტ-პედერასტების უფლებების უმკაცრეს დაცვას ხომ არ გვთხოვენ ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების ჩათვლით? (ან აფრიკელი და აზიელი ლტოლვილების ჩასახლება?) ანდა ვილნიუსის სამიტის დღეს შემთხვევით დაემთხვა სოფელ ჭელაში მინარეთის აღდგენა და ქრისტიანული საშობაო მარხვის დაწყების პირველ დღეს მინარეთიდან მოლა-მუეძინის ყივილი? ხომ არ იყო ეს წინასწარგანზრახული მკრეხელობა _ რესპუბლიკელების (რესპუბლიკელი საკრებულოს თავმჯდომარის ძალისხმევით მიიღეს მინარეთის ხელმეორედ მონტაჟის გადაწყვეტილება) გზავნილი ამერიკაში _ ხელი არ ჩაიქნიოთ ჩვენზე, ცოტაც გვაცალეთ და იავარვყოფთ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, როგორც მტერს, ყოველი ლიბერასტულისასო! იქნებ შალახოს რიტმები იყო შემთხვევით აჟღერებული«ისტორიულ სამიტზე»? ჰოდა, მით უარესი ჩვენი «მეგობარი» ლიტვისთვის - თქვე კაიხალხო, თვით ამერიკელებმაც კი, რომლებიც დღეს მსოფლიო ლგბტ-პედერასტების უპირველესი მფარველები არიან, გასული საუკუნის 70-იანებში კოსმოსში გენიალური ქართული «ჩაკრულო» გაუშვეს და თქვენ, ლიტველებს, რა გეტაკათ, რომ მოცემულ კონტექსტში რაღაც უსიამო ასოციაციების გამომწვევი «კინტოურის» მეტი ჩვენთვის ვერაფერი გაიმეტეთ? არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ ის კი მჯერა, რომ ამდენი შემთხვევითი დამთხვევის მხოლოდ დამთხვეულმა შეიძლება დაიჯეროს... მოდით, რა, თითოც დავლიოთ! - წამოავლო დოქს ხელი მირზამ და ფიალები შეავსო.
XV 
           - ბიჭებო! - წამოდგა ბადრი, მოდით ეს სადღეგრძელო უფრო დიდი თასით დავლიოთ, - ყველანი ფეხზე წამოდგნენ, - იმ გმირი კაცების დიდებას ვერც ერთი სასმისი ვერ დაიტევს, მაგრამ მინდა, სანამ დავიშლებით, კიდევ მოვიგონიოთ და მოვეფეროთ ზვარაკად შეწირულ თანამოძმეებს; აფხაზეთში დაღუპული ბევრი მოვიგონეთ ამ სუფრაზე, კიდევ ვეფერები მათ სულებს!... ცოტა ხნის წინ გახლდით ნიქოზსა და შინდისში.... შინდისი ხომ სწორედ 21-ე საუკუნის გმირობის ადგილია. ბოლო პერიოდში მსგავსი არც არაფერი გამიგია და არც მინახავს, ის წმინდანთა განსასვენებელია, იმ მამულიშვილთა, რომლებსაც სამშობლოსათვის სიკვდილი ეღირსათ, დიახ, ეს საოცარი გვირგვინია უფლისაგან მონიჭებული. 
ქედს ვიხრი მათი ოჯახებისა და სულების წინაშე...
იმ ტკივილის გარდა, რაც ამ ამბისგან მივიღე, დაემატა ის, რომ მიუხედავია ეს ადგილი, ღიად ალაგია ის ნივთები, რომელიც ჩვენს გმირებს ბოლო წუთებში ჰქონდათ თან, მოსაწესრიგებელია ტერიტორია. არ ვიცი, უბრალოდ, ძალიან დამწყდა გული და შემრცხვა, რომ იმასაც კი ვერ ვახერხებთ, ის ადგილები მაინც შევინახოთ წმინდად, რომელიც სულ ახლახანს ჩვენი ძმების სისხლით მოირწყა.... 
საუკუნოდ იყოს ხსენება მათი სულებისა!
       - იცით, არ მინდა გადაგღალოთ და ნურც თქვენ და ნურც დაღუპულთა სულები ნუ გამინაწყენდებიან, - დაიწყო მირზამ, - მაგრამ აქვე მინდა ერთი ბუმბერაზი კაცის სადღეგრძელო შემოგთავაზოთ; ეს კაცი ნაღდი ქართველი ვაჟკაცი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, რწმენით და უამრავი ღირსებით შემკული ადამიანი ლევან მიროტაძე გახლავთ! გიორგი მიროტაძე, მისი ვაჟი, აფხაზი და ქართველი ხალხის გმირი შვილი, ყველამ იცით და მისი გმირული დაღუპვის ამბავიც მოგეხსენებათ, მაგრამ ცოტამ თუ იცის ექიმი ირაკლი დვალიძე, რომელიც ასევე აფხაზეთის ომში იხდიდა სამშობლოს წინაშე უფლისგან დაკისრებულ წმინდა ვალს; ივლისის დესანტის დროს, 2 ივლისს, მასაც დაჭრილების გადასარჩენად სანიტარული მანქანით გაფრენილს, დაეწია მუხანათი სიკვდილი: მტრის ყუმბართმტყორცნმა მანქანა ჰაერში აწია! ხოდა, ირაკლი დვალიძე, იგივე ირაკლი მიროტაძე, გიორგის ძმა გახლდათ პირველი ქორწინებიდან! (ისე, სიმბოლურია, არა, ორივე ძმას მუხანათი სიკვდილი მაშინ წამოეწია, დაჭრილი თანამოძმის გადასარჩენად რომ მიიჩქაროდნენ!), გესმით, კაცმა ორი შვილი, ორი ვაჟკაცი შეწირა სამშობლოს! რა სიყვარული, რა ერთგულება და თავდადება ასწავლა ასეთი შვილებს, რომ ორივე უყოყმანოდ ჩადგა სამშომბლოს დამცველთა რიგებში და ზვარაკად მიიტანა თავისი სიცოცხლე საქართველოს გადარჩენისა და ბედნიერებისთვის! აი, ამ დიდი კაცის სადღეგრძელო მინდა შევსვა თქვენთან ერთად და გამძლეობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო ქვეყნის საკეთილდღეოდ, მინდა, მთელი საქართველო იცნობდეს, უყვარდეს და პატივს სდემდეს ასეთ მამას, მამულისათვის შვილების გამზრდელ მამას, დიდ ექიმს, დიდ ქართველს, დიდ მამულიშვილს - ლევან მიროტაძეს გაუმარჯოს!

XVI
      - მეგობრებო!- დაიწყო კახამ, - მოგეხსენებათ, საფლავის გახსნა უდიდესი ქრისტიანული ტრადიციაა, წმინდანთა ნაწილების აღმოყვანება ადამიანს რწმენაში აძლიერებს. საქართველოში  200-300 წელია, ერთდროულად სამი საფლავი არ გაუხსნიათ. შეგახსენებთ, რომ მამა გაბრიელის საფლავის გახსნამდე ბეთანიელი წმინდა მამების - გიორგისა და იოანეს საფლავები გახსნეს. ძალიან მიხარია და მინდა ვთქვა, რომ ეს უბრალო მოვლენა არ არის. ჭეშმარიტად, ეს განამტკიცებს და გააძლიერებს ერს ღვთის გზაზე და სათნოებაში. ის, რაც ხდებოდა მცხეთაში, რაც ხდებოდა სამებაში, - უამრავი ხალხი და ასეთი დიდი სიხარული, უბრალო და შემთხვევითი მოვლენა არ არის და ვერც იქნება. ისეთი სახელი, სიყვარული დატოვა ბერმა გაბრიელმა, რომ მთელმა ქართველმა ერმა ის ერთხმად აღიარა უდიდეს თანამედროვე წმინდანად! 
      - დიდება უფალს! აღსრულდა წმინდა გაბრიელის წინასწარმეტყველების ნაწილი! - გადაიწერა პირჯვარი გიამ, -ღირსი გაბრიელი ამბობდა, რომ ჯერ მის მოძღვრებს - მამა იოანეს (მაისურაძე) და მამა იოანე-გიორგის (მხეიძე) შერაცხავდნენ წმინდანებად და მერე მას, რომ ჯერ ბეთანიელი მამების საფლავი გაიხსნებოდა და მერე მისი. ამბობდა, წმინდა იოანე-გიორგის სხეული უხრწნელი იქნებაო: - მე კი არ მწამს, არამედ ვიცი, რომ უხრწნელადა წევს საფლავში. რა უნდა უხრწნელ მამას მიწაში?!.. საფლავი რომ გაიხსნას, მე როგორც დავასაფლავე, ისევე იქნება ჩემი მოძღვარი - გულზე სახარება ადევსო... 20 თებერვალს ბეთანიელი ბერების საფლავი გაიხსნა და წმინდა იოანე-გიორგის წმინდა სხეული დაუშლელი, უხრწნელი აღმოჩნდა. გულზე კი სახარება ედო... დიდება შენდა, ღმერთო! - კიდევ გადაიწერა პირჯვარი გიამ და ღვინით სავსე თასი სულმოუთქმელად დაცალა.
     - ჰო, მეც ვიცი წმინდა გაბრიელის წინასწარმეტყველების შესახებ! - გაიშალა მხრებში ბადრი, - მას ნათქვამი აქვს, რომ ახლა პატრიარქის ჯვარი დამძიმდა, რამეთუ ღვთისა და ერის წინაშე საკუთარი და მეფის ჯვრის მტვირთველობაც თავად უწევს. ოთხისა დღისა მკვდარი ლაზარე ყარდა, როცა უფალმა აღადგინა, რაიმე აკლდა? საქართველოც დაიშლება, მაგრამ ლაზარესავით აღდგება ნიკოფსიიდან დარუბანდამდე... ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ყველგანაა, გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ, დაგიფარავთ მაცხოვარი. სუსტებს ადრე გაიყვანს უფალი, ძლიერებს დატოვებს, ბოლო ჟამს რომ შეებრძოლონ ანტიქრისტეს საცდურებს. რომ იტყვიან, საქართველო აღარ არისო, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და სასწაული მოხდება - მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდისო!.. ცარიელი თასი დაიფერთხა ფრჩხილზე ბადრიმ და თავმოდრეკით გადაიწერა პირჯვარი.
      - იმასაც ამბობდა მამა გაბრიელი, - განაგრძო ამჯერად კახამ, - „ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთის დატოვებას რომ დააპირებს, ზარების რეკვა ატყდება. ტაძრები ხილული სახით მოიდრიკებიან ღვთისმშობლის ხატის გასაცილებლად, თაყვანს სცემენ და ყველაფერი ტელევიზიით იქნება გადაცემული. ეს იქნება ღვთის დიდი წყალობა, იმისთვის, რომ მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.
ანტიქრისტეს დროს ბოროტს 666 მახე აქვს დაგებული კაცთათვის. ყველაზე დიდი მახე იქნება ის, რომ ადამიანი ხსნას დაელოდება კოსმოსიდან. მაგრამ, სინამდვილეში, ეს იქნება სახეცვლილი ბოროტების კიდევ ერთი გამოვლინება. ანტიქრისტეს დროს გაჭირვება იქნება. საჭმელს თუ მოიპარავ, ათი მცნება ირღვევა და ამის ჩამდენი მის ბეჭედს მიიღებს. მორწმუნე ღვთის იმედად იქნება და ბოლო ჟამს უფალი ისეთ სასწაულებს მოუვლენს თავის ხალხს, რომ ერთი ფოთლის შეჭმაც კი ერთ თვეს ეყოფა, მიწაც ხომ არ დალეულა? გადასახავ ჯვარს და პურად შეგერგება... ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს... ანტიქრისტე მთელ დედამიწაზე გამეფდება და ყველგან იქნება დევნა. საქართველოს ღვთისმშობელი დაიფარავს და ნაკლები დევნა იქნება. როდესაც გაგიჭირდებათ,
მე მოვალ და მოგეხმარებით. ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ. 
მალე მთელი მსოფლიო გაერთიანდება ანტიქრისტეს რიცხვით... 
ანტიქრისტეს ბეჭედი არამარტო უხილავად, არამედ ხილულადაც დაესმება ადამიანს ხელზე და შუბლზე. ყოველ ადამიანს აღწერენ და თავის სიებში შეიტანენ. ამქვეყნიური ძალაუფლება მათ ხელში გადავა. ნებისმიერ პროდუქტს დაადებენ თავიანთ ნიშანს, ჯერ ხაზებით, მერე კი აშკარად. ეს ხაზები უკვე ანტიქრისტეს ნიშანია და ფარულად კოდირებული სამი ექვსიანია. ნუ შეგეშინდებათ, ლოცვა თქვით, ასეთ პროდუქტებს ჯვარი გადასახეთ და ისე მიიღეთ... ეშმაკსაც შეგიძლია, ზურგზე შეაჯდე და ტაძრამდე მიაყვანინო თავი, ოღონდ დემონის შემოთავაზებული სიტყვა და საქმე არ მიიღო, რა კეთილადაც არ მოგეჩვენოს... ბოლო ჟამს ანტიქრისტეს მომხრე უსირცხვილოდ ქუჩაშიც შიშველი ივლის... ქრისტიანი წესიერად ჩაცმული იქნება, ამით იცნობენ და დევნას დაუწყებენ. კაცები ქალად იქცევიან, ქალები - კაცებად!.. ბოლოს, უფალი საქართველოში სამ თესლს ჩამოაგდებს: კაცებისთვის - შერცხვებათ თავისი კაცობის; ქალებისთვის - შერცხვებათ თავისი ქალობის; ღვთის შიში დაეცემა ერს და მიხვდებიან, რომ ღმერთი არსებობს!...” - აი, ასე ბრძანებდა მამა გაბრიელი! - ამოისუნთქა კახამ და სუფრის წევრებს გადახედა, ყველანი ფეხზე წამომდგარიყვნენ, თვალები ზეცისკენ აღეპყროთ და უცებ, თითქოს შეთანხმებულები არიანო, ყველამ ერთად დაიწყო „მამაო ჩვენო“.... ლოცვა ერთხმად ჩაამთავრეს, დაკუნთული მარჯვენები ერურთს ჩაბღუჯეს და უსიტყვოდ შეჰფიცეს საკუთარ თავს და საქართველოს ერთგულება და თავდადება, სიჩუმეში მხოლოდ მათი სამშობლოს სიყვარულით ანთებული გულების ძგერაღა ისმოდა ძალუმად... 
- გლობალური იმპერიისკენ მარშით სვლის ისტორია ზედაპირზე ამოტივტივდა! - ყრუდ წარმოთქვა მირზამ, - ეს არის სესხების, ტყუილის, დამონების, ექსპლუატაციის ტრაგიკული ისტორია და ამ ისტორიაში ყველაზე საშინელი მცდელობა, დაეპატრონონ გულებს, ჭკუა-გონებას, სულებს და ხალხის საკუთრებას მთელ მსოფლიოში. ჭეშმარიტება ისაა, სიცრუეში გახვეულები ვცხოვრობთ. აშშ-მ შექმნა გარე შრე, რომელიც კარგად ფარავს სასიკვდილო სიმსივნეს, თუმცა ფარდის იქეთ საშინელი რეალობაა - მსოფლიოს უმდიდრეს და უძლიერეს იმპერიას თვითმკვლელობების, ნარკომანიის, განქორწინების, არასრულწლოვანთა გახრწნის, ძალადობის აქტების, მკვლელობების საშინლად მაღალი მაჩვენებელი აქვს. ჩვენი დროება განსაკუთრებული  ეტაპია კაცობრიობის ისტორიაში და ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი იმიტომ გაჩნდა სწორედ ამ დროს, რომ რაღაც მისია გვაკისრია. ვიცი, საქართველო უფრო მეტ ქართველს უყვარს და ტკივა, ვიდრე რუსეთი ეჯავრება, ანუ, ყველა ქართველი, ვისაც რუსეთი მტრად მიაჩნია (რა თქმა უნდა, სამართლიანად) და ამერიკა და ევროკავშირი მეგობრად (რა თქმა უნდა, შევარდნაძის, ნაცხროვის და სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობის დანაშაულებრივი პოლიტიკის და რიტორიკის შედეგად!), არ არის არავისზე ნაკლები ქართველი, მაგრამ მოდით, ერთი წუთით დავფიქრდეთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარზე: მიუხედავად დიდი სირთულეებისა (სიტუაცია კატასტროფულად დაამძიმა 2008 წლის სააკაშვილის უაზრო ავანტიურამ), ჯერ კიდევ არის მცირე, მაგრამ მაინც შანსი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებისა თუნდაც წლების შემდეგ, მაგრამ თუ ამ რეგიონებში ჩატარდა ყირიმის მსგავსი რეფერენდუმი (რეფერენდუმის შედეგების განჭვრეტა არ გაგიჭირდებათ), მაშინ დამთავრებულია ყველა ოცნება! ამიტომ, სანამ გვიან არ არის, მოვეშვათ ნატოს და ევროკავშირის ყვირილს და გულზე მჯიღების ცემას, თორემ რუსეთი რეფერენდუმსაც ჩაატარებს, ორივე რეგიონს მიიერთებს და სამუდამოდ დაგვაკარგვინებს! მერე ჯერი სომხურ  და აზერბაიჯანულ რეგიონებზე მიდგება და ფაფუ, საქართველო! ნატოში და ევროკავშირში კი არც არავინ მიგვიღებს და თითსაც არავინ გაანძრევს საქართველოსთვის! ვნახეთ აგერ „აღშფოთებული“ ამერიკა და ევროპა როგორ კიდია რუსეთს ერთ ადგილას! ხოდა, ავირჩიოთ: ნატო, ევროკავშირი თუ... გადავარჩინოთ საქართველო?!“ - სადღეგრძელო, რომელსაც სამშობლო ერქვა და რომლის თამადაც ოთხივე იყო, ერთი ამოსუნთქვით შეისვა და დაემხო მაგიდას დაცლილი ჯამები. ფანჯრიდან რიჟრაჟი შემოპარულიყო და კიდევ ერთი ღვთის ნაჩუქარი დღის გათენებას ამცნობდა დედა-საქართველოს... 


თბილისი, 2014 წელი
ზურაბ ლეშკაშელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი