ამ მშვენიერ გაზაფხულსა


ამ მშვენიერ გაზაფხულსა
რაღად მისობს დანა გულსა,
ამ მშვენიერ ვარდ-ყვავილებს
მზის ამოსვლა აყვავილებს.
არემარეს მზე აღვიძებს
მზე ამოსვლას თუ აპირებს,
მზის ამოსვლა გამახარებს
და სიცოცხლეს შემაყვარებს.
მზე ამოსვლას დილით იწყებს
სევდას ის თუ დამავიწყებს,
მაშ რად მიკლავს ასე გულსა
ამ მშვენიერ გაზაფხულსა.
2012

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი