პატარა ერად ცხოვრება


პატარა ერად ცხოვრება
იოლი სულაც არ არის,
მოყვასის დახმარებაზე
რომ თქმა შეგვეძლოს უარის.
კეთილს კეთილი მივაგოთ
არის მთავარი პირობა,
არასოდეს ვიქონიოთ
ერთმანეთში ორპირობა.
შევძლოთ ზრუნვა ერთმანეთზე
რომ არ დავრჩეთ სულ ეული,
ჩვენ დავაფასოთ სიცოცხლე
კაცისა თითოეული.
2011

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი