მიყვარს შენი იერსახე


მიყვარს შენი იერსახე
იმ დროიდან როცა გნახე,
ჩემო ტკბილო ქუთაისო
ცა ვარსკვლავებით გაივსო.
მიყვარს შენი მე დაისი
ვინ გიწოდა ქუთაისი!
ვინ გიბოძა სილამაზე
ვერ იქმოდა კარგს ამაზე.
მიყვარს შენი კაფე-ბარი
ტურფა ხარ და საქებარი,
ჩემო სიწმინდევ და ხატო
ქალაქო კალმით ნახატო.
2011

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი