სად არ ვიყავ სად არა
სად არ ვიყავ სად არა და სად აღარ ვიარე, საქართველოს ყოველი კუთხე შემოვიარე. ვიცი ჩემი ქვეყანა როგორც ხუთი თითიო, საუცხოო რამ არის ტურფა და ნატიფიო. მოყვარეა სტუმრისა სამშობლოა ღვინისა, გართობის დროც სულ არის ქეიფისაც, ლხინისა. ვიყავ, ვიმოგზაურე ყოველ კუთხე-მხარეში, საუცხოო და მრავალ ზღაპრულ არემარეში. ჩემი გული გაოცდა სილამაზით ქართული, სადიდებლად ქვეყნისა შრომაში ვარ ჩართული. 2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი