ახალ წელს
ახალი წლის დადგომა უხარია ყველასა, ნიშნად ხალხი მშვიდობის ელის ცისარტყელასა. ახალ წელს ეგებება დიდია თუ პატარა, ყველა წყენა,ნაღველი სიხარულმა დაფარა. საახალწლოდ ნაძვის ხეს საჩუქრები ჰკიდია, ფაციფუცობს სუყველა სამზადისი დიდია. ულოცავენ ერთმანეთს და გარემოც მშვიდია, ქეიფობენ,ღრეობენ არც არაფრის რიდია. ახალ წელს მიულოცავს ყველას თოვლის ბაბუა, ჭიკჭიკითა გადმოსძახებს (მერცხალი თუ ღაბუა). მღერიან და ცეკვავენ დროს ატარებს ყველაო ნიშნად ცაზე მშვიდობის გაჩნდა ცისარტყელაო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი