ვუცქერ მთათა ნაპრალებს


ვუცქერ მთათა ნაპრალებს
კავკასიონს გავცქერი,
ვხედავ როგორ ლამაზად
მოჩუხჩუხებს ჩანჩქერი.
სილამაზე ამ მთისა
თვალსა ერთობ ატყვევებს,
ყველას მას ვინც გასცქერის
ლამაზ ხმაზე ამღერებს.
ია-ვარდიც გაშლილა
ირგვლივ საამურადა,
როცა სურნელს შევიგრძნობ
ვკვნესი სალამურადა.
აქ რამდენი ყვავილი
და სხვაგვარი ხეა,
გული ლხენით აივსო
რა ლამაზი დღეა.
ორ ზღვას შუა მდებარე
ბრწყინავს კავკასიონი,
თავს უეცრად მახსენებს
ხან მტკვარი და რიონი.
ვუცქერ მთათა ნაპრალებს
კავკასიონს გავცქერი
ვხედავ როგორ ლამაზად
მოჩუხჩუხებს ჩანჩქერი.
2014

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი