სიბნელე
ჩაძირულ ხომალდს მოგაგონებს ეს შენობები ვეება ლოდი მიგორაობს აღსავლის კართან, გაყურსული დუმს ეკლესია, ვით ფენომენი ყაისნაღივით წამოზრდილი გუმბათი დარჩა. მოარულ სივრცეს ერკინება ღამე უმთვარო ეშაფოტები იმზირება როგორც კატორღა, ბნელი გამზირი სამოთხეა თითქოს უბრალო როგორც გიურზა შხამიანი მაგრამ ახლოდან. ბნელ ჯურღმულებში ფათურია თითქოს ხელების შუქი წაერთვა განსაცდელთან სისხლიან მთვარეს, დაფარულ მინდორს ამოზრდია ნორჩი ღერები მდინარეები გავსილია პირთამდე სავსე. ტურის ჩხავილი ისმის, როგორც პატარა ბავშვის, ალდება ზეცა გამურული ოთახებივით, ფრთებს მოსასხამად ანაზდეულ ნიავი გაშლის პირქუში ზეცა ახლა მხოლოდ მოჩანს შეცვლილი. მთვარე ჩანს ცაზე ისე როგორც ბნელი ნათურა ღმუიან ქუჩის ხიდები და ძველი კედლები, შავი ზეწარი მოსასხამად აკრავს სახურავს ღამემ გამოხრა შენობები ბასრი ეშვებით. შორსაა სხივი სამყაროდან ვით აპოგეა ხეები დგანან ,ქუჩაზე ვით ჭირისუფლები, და ვით მომაკვდავს შემზარავი ხმა აღმოხდებათ ბნელ დილეგებში ფათურობენ ყველა უკლებლივ. ბნელ დილეგებში გამოკეტილ სძინავს ობობებს და თევზებივით ახამხამებს თვალებს ქუჩები, მედროვეები თავის თავთან ისევ ომობენ და ყველასათვის უცხო არის სხივი უჩვევი. მხოლოდ ძახილი,ხმაურია მძიმე ლოდების განუწყვეტელი თამაშია ვარსკვლავებს შორის, ვისი ჩაქრება ,რომელ ვარსკვლავს შენ ელოდები ეშაფოტისკენ მიგაქანებს დილემა ნორჩი. ბნელი კარავი დასცა ღამემ შენობებს შორის ზოლი გაავლო გზაზე შავი მრუდე შტრიხებად, ბნელი მოისხა შენობებმა, ვით ფრთები ყორნის ნაკადულივით შუქი ციდან წვეთად იღვრება. 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი