ღამეები


გაწოლილა მორცხვად მთვარე
ვით მდინარე, ობოლ ცაზე,
ვარსკვლავები ჯვარზე აცვეს
ღამეებმა - თითქოს დაჰყვეს.
ვარსკვლავები ცაზე იწვის
გრძელ კაბებში გახვეული,
მთები მოჩანს შავი ნისლით
ცას მიბმული აპეურით.
ღამე ჩადგა დღის მაგივრად
მთვარე დასვა მანათობლად,
ვინც სხივები ტბის ნაპირას
ლოდებივით დააგორა.
ტყეში თოფის ჭექა ისმის
თუ ირემი მას დაუსხლტა,
ეს ღამე და ეს დაისი
თითქოსდა თვლემენ აუზთან.
შორს მიმქრალი აისივით
აფათურებს ღამე ხელებს,
მთებსაც ადნობს მთვარის სხივით
ცად ვარსკვლავნი აიშენეს.
ღამეებმა სახლებივით,
მთვარე დასვეს რომ ვეზირად
მაშინ ცაზე განფენილი
ვარსკვლავები დამესიზმრა.
2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი