დარუბანდიდან დარიალამდე


დარუბანდიდან დარიალამდე
ნისლი ჩამოწვა როგორც გოროზი
მით უკადრისი მთები დალანდეს
შავმა ნისლებმა ელვის მოხმობით.
ხელი მოხვია თითქოს ძმასავით
ისე მოეჭდო და ჩაეხვია,
ნისლი ეხურა როგორც ყავარი 
მთა ჰგავდა ირისს და ღამე ცვრიანს.
მთებზე კენჭები დაგორდა ფორთხვით
დაღმა და დაღმა იწყეს სირბილი,
იქვე ეკალი და ია მორცხვი
ესალმებიან თითქოს ტირილით.
და დამწუხრებულ ეკალბარდებში
თუ შეირხევა ნაზი პეპელა,
ვერ იხალისებს მაღლა აფრენით
თავს დაადგება ნისლი ეშვებად.
დარუბანდიდან დარიალამდე
ხმა ჩამესმოდა გაუხუნარი,
და უკადრისი მთები დალანდეს
შავმა ნისლებმა თითქოს ბუსავით.
ცაზე ვარსკვლავნი მწყობრად ეფინა
მთები უსმენდნენ ნიავის ჩურჩულს,
როგორც ბურანში მექა - მედინა
ღამე წყვიადში და მერე ურმულს.
შორი გზებივით ფართოვდებოდა
ნისლი ღამეში და შავდებოდა
და დარიალი მაგონდებოდა
და დარუბანდი მელანდებოდა.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი