სოფლის ცხოვრება
იღვიძებს დილა, ხარ-კამეჩი ფეხმორთხმით მოათრევს ურემს მზე შემოდგება ცის მაღლობზე სხივებს ტოტებში ჩააქსოვს. ვაჭარი თვალებს მოიფშვნეტს გასაყიდად ამზადებს მაწვნებს, ჩიტი გაჰკივის ოროველას იღვიძებს წარსული და მომავალი. მამლის ყივილი აყრუებს ეზოს გლეხს უფრთხობს ძილღვიძილს როგორც ქორი აფრთხობს წიწილებს და შეშინებულივით გაიზმორება. იღვიძებს სოფელი კამეჩები დააბოტენ ტალახში მწყემსი სახრეს მოიქნევს და ცისარტყელას ხაზავს პატარა ლეკვი ფეხებში ეპოტინება. მზეს უკვე გაუშლია ჩაბალახები ჟოლოზე აათამაშებს სხივებს, მაყვლის ბუჩქს უბეში დაეკემსება ქვეყანას ამცნობს გაღვიძებას. მწყემსი ბიჭი საქონელს ერეკება როგორც მტრის ლაშქარს, მოისმის მანქანის გამგმინავი სიგნალი თითქოს ბუკს ჩაჰბერეს, თოხით მხარზე ეშურებიან ყანაში ზაფხულის მზიანი დილაა ჩიტებიც იშენებენ სასახლეებს ნისკარტით ეზიდებიან მასალებს. მეზობლის ქალი სარეცხს გადმოჰფენს კარტებივით ჩამოალაგებს აივანზე ისინიც მზე ეფიცხებიან, მღვდელი ლოცვას აღავლენს და სამჯერ ჩამოკრავენ ზარებს სამხარიც უკვე ახლოსაა სოფელი მოსვენებას ეძლევა საღამოს მოსვლას ელოდებიან ამასობაში მზე თვალებს მოიფშვნეტს და ძილს მიეცემა ღამდება. ცხოვრების ჩარხი უკან დატრიალდება თითქოს ყველაფერი თავის თავს უბრუნდება, ასე იწურება საღამო. 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი