გიორგი ძიგვაშვილს
ზეცას კალოსფერი დასდებია პურს სადაც ლეწდნენ მორგვით, კევრებით ჰგავს მდელო გაშლილ ცას ვარსკვლავიანს გატიალებულს უცხო მდევრების. მიმობნეულა ცაზე ვარსკვლავნი და ზედ ჰკიდია აკიდოებად ცხვარი ატეხავს ჟივილს ღამ - ღამით ხელმოცარული არის დროება. „ტყეს კი ნიავიც არ აგულისებს“ ძინავს უმწეოდ ქორ - შევარდნებსაც ცა ვარსკვლავებით დავახუნძლინე აკიდოებად მომელანდება ჭოტი გასძახის,ძინავს ენძელას ტირიფს გზის პირას მოუწყენია გზის გავლა ღამით ისე მეძნელა ქარი შეაკრთობს როგორც მზეწვიას. და შაქარივით სიტკბოც მეღვრება მაგრამ არა ჩანს გზის გასაყარი ლოდივით მდუმარ ძინავს ენძელას ჩემი ქვეყნისთვის ვარ ამაგდარი. „აქ საქართველოს ძინავს გარდასულს მის დიდ დარდებს და დიდ უბედობას“ მომენატრება, ვით ჩიტს განაბულს ზეცის სიმშვიდე და მყუდროება. 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი