ყინვა
ყინვა დამაზრობს, გამინაპირებს ტაბახმელაზე დათოვს იებად აჭარის ქედის გავცდი ნაპირებს ალბათ დუმილიც მეპატიება. შეივერცხლება გაღმა ნაპირი სუსხი დააზრობს მღელვარე მინდვრებს მახსოვს ოდესღაც ქარი ორპირი რომ ბინადრობდა ბუჩქებში იქვე. აჭარის ქედის მანდილი მხურავს ცა არის ჩემი თვალსაწიერი ქედზე ამაყად დამდგარა მუხა მეფე ერეკლეს მოსავს იერი. მინას დააზრობს ყინვის ქარები დაეხატება ჩიტის ფრთქიალი ჩიტი აივანს მიუკარები მიენარცხება მინას ბზრიალით. ზეცას გაალღობს მზის სიკაშკაშე როცა სხივები ტალღებს გაცდება, დღის ბოლოს უკვე ჩვენს შარა გზაზე ჩვენი ჭაღარა ლანდი დაგელავს. ყინვა დამაზრობს, შემაკანკალებს ტაბახმელაზე დათოვს იებად და გავიხსენებ შენს ლამაზ თვალებს რადგან დუმილიც მეპატიება. 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი