თითქოს ვიხილე
თითქოს ვიხილე მთები დიდრონი ნისლმა კოშკივით ცამდი აზიდა და დავინახე მტკვარი, რიონი გადმოვცქეროდი ჩემი ფანჯრიდან. იმ ღამით, იმ მთამ მთვარეს შეხედა მოცქირალენი თვალები დუმდნენ შუქი ეკიდა მთვარის კედელთან გამონატყორცნი იმ მთიდან თურმე. ვიხილე თითქოს კავკასიონი როგორ ამაღლდა მაღალ კოშკივით მტკვრის და რიონის სანაპირონი ღამემ გახადა თითქოს მუნჯივით. შირაქის ველზე კვიცები რბოდნენ ტაიჭებივით ქროდნენ ქარები მტკვარზე ეცურათ მკერდდაჭრილ მორებს ზედ დადტყობოდათ თითქოს ხალივით. თვალთმომნუსხველი შირაქის ვაკე და საქართველოს პურის ბეღელი შეიშრობს ნისლებს ვითარცა აკმეს ცა მდუმარეა,მთვარე მეტყველი. ვიხილე თითქოს მთები დიდრონი მხრებზე მოიგდო მცურავ ნისლებმა დუმდნენ ტალღები მტკვრის და რიონის მთამ კი ცეცხლივით როგორ იელვა. თითქოს ვიხილე მთები დიდრონი ნისლმა კოშკივით ცამდი აზიდა და დავინახე მტკვარი, რიონი გადმოვყურებდი ნარიყალიდან. 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი