ნიავი
კუშტი ნიავი ველს მოედება და პეპლებს ახრჩობს, როგორც ტარიგებს, გაიზმორება მთვარე მვედრებლად „ზეცა ვარსკვლავებს ჩამოარიგებს“. ჯანღისმაგვარი ეკვრის ტრამალებს ცაში ფარფატებს თოვლის ლანქერი, ცაში მიმინო შეინავარდებს და მავედრებელ მთვარეს გავცქერი. კუშტი ნიავი ველს აგულისებს ცივ ტრამალებში შევსვი ტიკჭორა, ვიგერიებდე ზედ ასხმულ შიშებს თითქოს ჩემს სულში ლოდი მიგორავს. 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი