რას იტყვის ქარი?!
რას იტყვის ქარი?! და კარში გაველ სიო შემომხვდა წამს შემომხედა ოდნავ მბჟუტავი,ოდნავ მთრთოლავი ლექსის პწკარები მოენთო სახეს. ფერმკრთალდებიან ცივი დღეები ანთებულ ცაზე ღრუბელი დაძრწის გავსებულ კუთხეს სამელნეებით შუქი ედება შემკრთალი მთვარის. რას იტყვის ქარი?! ვფიქრობ კარებთან აივანს მარტის წვიმებით აწვიმს ქარი რომ ხეებს ფოთლებს ახევდა დღეს ის ფოთლები ტბორებში დაქრის. ზედ მწერი აზის ფოთოლს დანამულს მიცურავს ,უსმევს მენავე ნიჩბებს შთანთქას წვიმებმა მიქრის და არ სურს. გზა ჩაუხერგავს ტბორის ნაპირებს. ამაოება სულსაც ეწვია ქარის პირისპირ თვალი მოვჭუტე მიწას ჰაერი თითქოს ემძიმა ქარს მინდობილი მის ხმას რომ ვუსმენ. 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი