ნაზამთრალ სულში მწუხრი ირევა
მთები შეღებეს შავმა ნისლებმა გულს სასოება განშორებია ნაზამთრალ სულში მწუხრი ირევა მწარე ფიქრები კვლავ ობლდებიან გადავატარე ყოფას ცხრა წლები ყოველი წელი მიღრენდა ცხრაჯერ უცებ გამშორდა ძალით თუ ნებით და იებივით თითოჯერ ვხარჯე ამაღლდებიან და ოცნებობენ გულები, როგორც თოთო ბარტყები მთებს გადასძრავდი გულს რომ ეგონე ფიქრების ნაზი აჟღურტულებით ჩაგჭიდა ხელი ავმა ნისლებმა სული მოიცვა გაჩანაგებამ ნაზამთრალ სულში მწუხრი ირევა მისთვის ერთია წასვლა - დარჩენაც. 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი