სენტიმენტალური ლექსები


* * *
ელიან, ღრუბლები ელიან
ღამეს და დადგომას აპრილის
გაწვიმდეს უთუოდ ძნელია
ცას ვატყობ მოწყენას ნარივით.
იტირებს ნარი და იფანი
მოიწყენს ზეცა და მთვარე
გამურულ თვესავით იანვრის
მიდის ეს ცხოვრება კარმელ.
კარმელ ძნელია გაწვიმდეს
მაგრამ ურჩია ღრუბლები
გერჩიოს რომებს, პარიზებს
ეს უნაზესი ტუჩები
ვწერ სტრიქონებს და ღამდება
თქეშს აპირებენ ღრუბლები
და შენ გიხსენებ კარმელა
შენი დალალებ - ტუჩებით.
2018

* * *
გელოდი აპრილის თვეში
ლაღი იების კვირტებით
უეცრად მოვარდა თქეში
და გაგულისდა იფნები
გელოდი დაღლილი სახით
ყავარჯენს ხელში ვიჭერდი
და როგორც ფარული დარდი
შემომეპარა იჭვები.
ზეობდა აპრილის ზეცა
ვარსკვლავნი ენთო სანთლებად
და როგორც ეს გულის ფეთქვა
ვშფოთავ როდესაც ღამდება.
ჩიტებს არ ესმით შენი ხმა
შორს დამრჩი, როგორც მერცხალი
ტურფა სიმღერას მღერიხარ
კართან შემდგარი ელმავლის.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი