გიორგი ნაფეტვარიძეს


შენ სიჭაბუკის არ გეშინია

ქარები მუხებს გადაბელავენ
და სიჭაბუკის არ გეშინია
ქარიშხლის ტყვიებს ენათესავე
რომ ჩაგიარს და თითქოს მღერიან.
შენს სულში ცისკრის ვარსკვლავი ენთო
და ღაღადებდი მშობელ ენაზე
არ გაშინებდა მტრის ვრცელი ურდო
მოძმე გულები შენებრ ფეთქავდნენ.
რადგან ტყვიამაც ვერ დაგაობლა
როცა ქარიშხლის ქროდნენ ტყვიები
გული გიგავდა ნახანძრალ გორას
მრავალჟამიერს როცა ისმენდი.
ჩუმად ისმენდი ქარიშხლის დუდუნს,
შენ სიჭაბუკის არ გეშინია
არ გაშინებდა მტრის ვრცელი ურდო
შენს დაბრუნებას მთები ელიან.
ამღერდებიან ერთხმად ფიქრები
და შენს ნაზამთრალ სულში წვებიან
შენ გორასავით თითქოს იწვები
შენ სიჭაბუკის არ გეშინია.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი