ისმის ზრიალი და მინდორს ფარავს


ისმის ზრიალი და მინდორს ფარავს
ვით გულს სევდა ზედ დაეფარება.
და როგორც ჩიბუხს კვამლი სდის მაღლა
ნისლი ველიდან ზეცას აეკრა.
ნისლივით გაქრა მერე ის სევდა
სითბო მოვარდა ნიაღვარივით,
იასამანის თვალებით ხედავს
გული მკერდიდან ამოვარდნილი.
მთასავით დრტვინავს, ისევ ზანზარებს
ვით მთა ელვისგან მკერდდამეხილი,
ეს რანაირი სევდა დამმართე
სამშობლოვ შენით იავარქმნილი,
ჩემო სამშობლოვ, დედაო ჩემო
შენ შემოგყურებ გოლიათივით
მინდვრადაც დავკრეფ ვაშლსა და ხენდროს
მოქრის ერეკლეც ტოლი არწივის.
ალბათ ლეკებთან ჰქონია ომი
მხარზე ეტყობა ნაჭრილობევი
ველის ბილიკი ვიწრო და შორი
ნათდება, ნისლი ადის გოდებით
და სიღრმეებში უჩინარდება
როგორც ის სევდა დამათრობელი
ნისლი ველიდან ზეცას აეკრა
როგორც ეს სევდა საწყალობელი.
ხანაც სევდა და ხან სითბო მიპყრობს
ხან ბილიკს ნისლი ასდევნებია
ხანაც ნისლები ბოლავენ მინდორს
ხან გასაქრობად ზეცას ეკვრიან.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი