გამტყდარი ღამე
ჩამოსარკული ლანდს აღვიძებს ზეცა ღამეში გამტყდარი შუშა ცის ლაჟვარდებს დაეფინება სულო შავ სარკეს, ვით ბნელ აჩრდილს მიდი, გაეშვი თორემ ეს გული უკვე გახდა სამარის ფეთქვა. გიმზერენ შავი ანგელოზნი გამტყდარ ღამეში სულო გაეშვი, ეს ლექსები შენთვის იწრთობა გაგაღვიძებენ მიძინებულ ბნელ საფლავებში და ვეშაპები გატარებენ როგორც იონას. შენ ცოდვილი ხარ, მაგრამ ჯერეც შენ აღზევდები ზღვაში გისვრიან, მახვილს დაგკვრენ, შეგაღონებენ, შენც გიწამლავენ, ვით იარებს არჩენს ედემი ოღონდ მოხედე, დაჭრილ გულსაც, ოღონდ მოენდე. 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი