გადაიარა აპრილმა ბორგვით
გადაიარა აპრილმა ბორგვით ნუშისთვალება მაისი მოდის აპრილმა გათქვა ბოლო აკორდი და ჩაიძირა ნისლებში გორდი. ცხენისწყალს ეწვის დაღლილი მკლავი გულში ბაგუნი ისმის ოკაცეს თითქოს მათ შორის სტუმრად ვიყავი როს თვის ტალღებმა გული მომტაცეს მეც ჩავიძირე ისე ქვიშაში მუქფარაჯებად ნისლი ავისხი მაგრამ გამომმყვა გემო იმ შაქრის ნუშისთვალება რომ არს მაისი. 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი