საწუთროება
აგერ, ლოცულობს შავ მოსასხამში მღვდელი იონა, საწუთროს ჩივის მთვარით ანთებულ სამორინეში კამათელივით თამაშობს სხივი. ორომტრიალი, ღამის კლუბები ვიღაც უცნობი შაშხანას ისვრის მისი თვალები - შავი ღრუბელი თითქოს ნისლივით აეკრა ლიბრი. დრო კი ფილტვივით ხან იკუმშება ხან კი გულივით უმატებს ფეთქვას, და ძია გაბო ლანძღავს უშვერად ამინდს და ხელი უპყრია ზეცას მერე მიიდებს ტუჩთან დოქის ყელს პირში იწურავს ნანატრ ზედაშეს იტყვის ამაყად: ბეჩა ყორიფელს ნეტა მოგვასწრო კარგსა მე და შენ ჩემო იონა და ჩაუარა, თითქოს ცას მოწყდა წყვილი ვარსკვლავი ძია გაბოო... მღვდელი იონა ლოცავს და დრო კი გადის ჟამთასვლის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი