შუაღამეში
შუაღამეში სული მიფრთხის, ბედი მიმაფრენს, სადაც ელინებს მითიური მოსავს მანტია ღელავს ოტელო, სტურუა დგამს რეპერტუარებს ესვრის მაშხალებს და აღვიძებს ჩამქრალ განთიადს. მისტერიები ეკლესიის გუმბათებს ლეწენ არის ტკივილი, არის ძრწოლა, ჰეგემონია ამ მარტოობის, საიდუმლო მხრჩოლავი ბერწი გახლიჩავს მთვარეს - ელინები მას ენდობიან. მიმაფრენს ცისკენ სურვილები შეუსაბამო და ახლა ვხედავ მაგიები ჩემს სულს ებრძვიან გული გაცივდა, შელოცვილი გადის საღამო ის ჩემი სულის სათნოება, წმინდა ღერბია. ვწერდი მთვარეზე, მაგრამ ახლა შემზიზღდა ისიც მძულს ეს სამყარო კვლავ ჩემ თვალებს მივაპყრობ ზეცას ბობოქარობენ ავ ღამეში ტოტები წიფლის და თიხის ქანით მე ჩემ სხეულს ვძერწავ და ვძერწავ. ჩემი სიობლე აბა რაღა მოსასმენია უცქირე მთვარეს - ჩემი სულის მოარულ რაინდს როგორც საპყარი ყოველ წუთას ვდგები ღელვიდან და იგი მითრევს, მითრევს ჩემი მწუხარე ლანდი. აქ აქილევსი პარისისგან ქუსლში დაჭრილა და ბორგავს როგორც დაუცველი ობოლი ღამე მაგრამ ტრირემა გათენების მოჰყავს გარიბალდს წარმოდგენაში მაშხალები ავ ღამეს ხრავენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი