შენ მიდიოდი ამაყი მზერით


შენ მიდიოდი ამაყი მზერით
ყოველი წამი სვლაში გალიე
გესხა როდესაც, იმ ოფლის წვეთი
მზე ირეკლავდა პირველ ნაბიჯებს,
ასეთი სუფთა სახის იერით
ქუჩებს ახადე მტვრის ქარიშხალი,
გადაიწმინდე ხელების ცემით
ჭუჭყი და წამებს უფალს წირავდი,
როცა ყირმიზი სახის ნათებით
ბნელი დღეები სულ ამოშანთე
და ისევ მწყობრად ხელისცეცებით
იშორებ ჭუჭყს და მატებ სინათლეს —
შენი ამაყი მხრების ონავარ
წამოქროლებას, — და სიფაქიზეს,
დღესაც, რომელიც იმ დღის მონა ხარ
დამიბრუნდიო დედას გაფიცებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი