დღეს


დღეს ყველა სახადს მოედო ჭირხლი
მზე მის თვალებში სხივს აფახულებს
გალღვება ნეტავ?! ო, ამ სიცივით
სული დნება და ეს საუკუნეც.
ნაცემ ძაღლივით გვერდები მტკივა
ადამიანში ვეძებ სიკეთეს
შენი ნაბადი დახურე მცივანს
და თუ კაცი ხარ ეშმაკს ეკვეთე.
მორიელია ყველა არსება
და იგესლება ფუტუროსავით,
გამომპალია მისი ღირსება
მე ვერ შევიცან, რომ ვცე პატივი.
ჩვენ ვგავართ თევზებს შობილს წყალშივე
ჩვენი ცურვა კი საპყრობილეა
უმოტივოდ სხვას გავუნაწილეთ
და სულერთია თუ დაიხრჩობა.
ვებრძვით სახადს და ათას ბაცილებს
არარაობით ვკურნავთ სახადებს
საუკუნეებს გადავაცილეთ
და ახალი კი ვეღარ დავბადეთ.
ჩაკეტილია გზები კლიტეთი
და თუთქავს სხეულს მიუსვლელობა
ვეღარ დავბადეთ ჩვენში ფრინველი
რომ ავფრინდეთ და მიგვყვეს მხნეობა
იმ ბილიკამდე, სადაც ოდესღაც
გამოვამწყვდიეთ თავისუფლება
იმედის ნამწვი სადაც გროვდება
და თვალთა ჩვენთა დაფახულება
ნელ-ნელა აღებს ჩაკეტილ კლიტეს
სხივი მატულობს გახელილ თვალში.
ათასი რგოლი და ჯაჭვი ვკვნიტეთ
კვამლიანდება დღეს მომავალი,
დღეს ყველა სახადს მოედო ჭირხლი
მზე მის თვალებში სხივს აფახულებს
გალღვება ნეტავ?! ო, ამ სიცივით
სული დნება და ეს საუკუნეც.
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი