მამულო
ვსვამ როგორც, მწყრალი ჰეროდე შენს სადღეგრძელოს რაჭიდან, თურმე ვარსკვლავი მეგონე თურმე ცის ნამი მაწვიმდა. შემჯავრებოდა ხმელეთი შენი ცა, ზღვა და ფერები, მამულო მხოლოდ შენგნით მაქვს ეს გული ანაძგერები. თითქოს ბახუსმა დამათრო აგუნას ვკრიფე მტევნები და შენ მასავით წარმართო რომელ ქვა-კირქვებს ეხლები? მამულო „სათაყვანებო“ რომელ მტერს შეებრალები, „რამ გაგაშტერათ ყანებო“ თუ მოუმკელი დაბერდით? ვისი ღიმილი გიცინის, ვისი ხარ სათაყვანები? კლდეში ჩაკირე სინდისი აღარ მომრავლდა აკვნები. ჩვილის სიმცირეს უჩივი არ გეზრდებიან ბალღები ვერ იხარებენ ქუჩივით დაგჟანგვებია საღერღი. ვსვამ როგორც, მწყრალი ჰეროდე შენს სადღეგრძელოს რაჭიდან, თურმე ვარსკვლავი მეგონე თურმე ცის ნამი მაწვიმდა. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი