დღეს სიკვდილს ერთი ფერი აქვს
დღეს სიკვდილს ერთი ფერი აქვს შენ ვერ დაინახავ, შენ ვერ შეიგრძობ, ყველა სხეულები ისე კეთრია მზე დაეფრქვიოს თითქოს ჰელიოსს. ღამის შავ მუცელში ისე აფათურებ ხელებს, აჩრდილები ზედ ტოკავენ სული შეუბერე ნათურებს იგრძობ სინათლის სიცოტავეს. სულის სადავე ქარმა გაიტაცა მთების ზვავებია შენი ტკივილები თავი შეაფარე, თავი ტაძარს თორემ განწირული გარეთ ქარი კვნესის ფრთხილად არ გაგტაცოს შენი სიყვარული გულში ჩაკირული მერცხალივით ბუდობს როგორც მის ყურებზე წყვილი საყურე ურჩია და უნდო. მისი თვალები თავზე გახვევია ვისი ტანკენარიც იყავ ეს მოლანდებაა, ეს მოჩვენებაა, ფრთხილად! 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი