მარხული თოვლივით
მკერდზე ბროლივით დამადნი უკვე მარხული თოვლივით, კარზე მომდგარი ზამთარი ხვნეშს ჩაცმული და მოვლილი. გული გიცემდა საძვალე ჰკორტნეს შიშმა და იჭვებმა აწ შენი სული ვალალებს ათასმეერთედ იყეფა. შენი მხრებია დაღლილი მეცა მღლის შენი ტარება და შენი სული შეშლილი წინკარში დაიარება. გამოგიტირეს ქარებმა, არ მჯერა შენი სიკვდილი კარზე მოგვადგა ხარება სულ ხორხოც-ხარხარ-სიცილით. უკვე ვარ ბედის ტუსაღი წმინდად გიწამე, ვაი შენ ვისაც უფალი სულსა გხდის და მე მჯიღებსა დავიშენ, უკვე მარხული თოვლივით ჩემს მკერდზე შენი გული წევს საწუთროს მოციქულივით ჩემს ბედს რამდენჯერ ვუგინე ვერა, ვერ მოთვლის განგება და მეც დაშლილი მძივი ვარ ხვალე ზამთარი ადგება წავა და მე შენ გტირივარ. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი