მე დღეს სიკვდილს ვებრძოდი
მე დღეს სიკვდილს ვებრძოდი ქედუხრელი დილიდან ჩქეფდნენ მიდამოები გარს ობობა მივლიდა შეყინული ძარღვიდან ვანათებდი უკუნეთს და ასეთი სურვილით დღემდე ვერ განვიკურნე შრიალებდა ძახველი ახლოს ჩემს ფანჯარასთან იწვებოდა წალმები და ნაცრები მაყარა დგაფუნობდა რიონი სადღაც 20 კილომეტრში ამ ცხოვრებას ვიტყოდი არ დავაკელ ომები მე დღეს ამოკემსილი დარდი ფართოდ გამეხსნა და ბაბუა კეთილი დამლანდოდა საცქერად გარეული დილიდან ჩემს ჩოხასთან ნაღრენი მისი ჩრდილი მოვიდა და მომტაცა ხილვები ვეღარ ვხედავ დილიდან ზეცას მოჩარდახებულს აჰა, ისევ იყივლა ავმა გამკრა გულს ვნებულს ცივი კლანჭი მესობა თითქოს თოვლმა დამაზრო დროს შხამიან ობობას არ ვნებდები არასდროს და მივყვები დინებებს მისდა საპირისპიროდ სად სიკვდილი მომარჩენს სად სიცოცხლემ მიტიროს. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი