ვაბიჯებ გზებზე და მხოლოდ ცალად
ვაბიჯებ გზებზე და მხოლოდ ცალად შენგან დევნილი და დასეტყივილი რისი ანბანი: ომეგა, ალფა სიტყვები თმებად მაქვს აწეწილი. რისი ენა და მეტაფიზიკა თვალში გინთია ყალბი რიოში მესმის „ხარაშო“, მესმის „იზვინი“ და მასებისგან ძმებო „იტოკში“. და შენც ქართველი აღარ ხარ ალბათ მეტყველებ ცივად და ვულგარულად მეტყვი რომ, ეგ შენი ჭკუა გახმა მასებისგან: ურა, ურა, ურა. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი