თითქოს დავმდგარვარ მე ამბიონის


თითქოს დავმდგარვარ მე ამბიონის
შუა, მლოცველი სნეულ ხალხისა
ანგელოზებთა დასი მიმოდის
და ჩემ გარშემო ბრწყინვა ადინა
მათმა სიწმინდემ და დიადემამ,
აღმოხდა ცასაც უტყვი გალობა
ვხედავ ქვეყანა რომ იდაგება
ვეღარ ახერხებს მისგან გამოსვლას
მე კი ღმერთქმნილი და სახიერი
ცაში ღვთისნიერ ლოცვებს ვალაგებ
როგორც უკეთურ მეფის იერი
ჩემში მღვდელი და ღმერთიც ავლაგმე
უკეთუ ვერ ვყავ მისაგებელი
ვერ შევეწივნე საქმით გლახაკთა
მხოლოდ ლოცვებით და ბელზებელი
ვერ წამწყმედს მართლით ამომავალსა,
რამეთუ საქმემ გამოგვაჩინოს
რამეთუ საქმით ვითვლით სიკეთეს
და მოქირქილე მღვდელი ტაძრებში
მხოლოდ ქვესკნელში თუ დაიკივლებს.
მე მხოლოდ ახლა შევიცან ღმერთი
ვხედავ გლახაკთა გაყინულ თვალში
უარვყავ ჩირგვი, ღობე ეკვდერი
და ჩამოვედი ხალხის წინაშე.
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი