რადგან ჩემი სიყვარული გქვია


დღე იყივლებს, დაბერდება ღამე
მოგანათებ თვალებს ისევ მზიანს
მე არ მინდა უშენობა მწამდეს,
რადგან ჩემი სიყვარული გქვია.
დაგიძახებ, ბგერებს ქარი გაშლის
და მოაღწევს შენი გულის ფსკერზე.
შენ იცინი, ვნება გიგავს აშლილს
და ვინ იცის რომელ მხარეს გეძებ.
ნიავქარი მომაქანებს შენკენ
ვიბინდები დღის უშორეს გზებზე
როგორც გულში გასროლილი ტყვია
რადგან ჩემი სიყვარული გქვია.
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი