პატარა ბიჭი ნახირს მოდენის


პატარა ბიჭი ნახირს მოდენის
პატარა ბიჭი მინდორზე დახტის
გზა არის დიდი და უფრო დიდი
მაგრამ მანძილი ბიჭს განა დაღლის.
პატარა ბიჭი მოჰყვება ხრიოკს
ხან ველზე დახტის თამაშ-თამაშით
ხან კი მხრებიდან ვარსკვლავებს იხოკს
თითქოს და ღამე მოდგა ამალით.
გაკუნტრუშდება ხტუნვით ხბორები
გზას აცდებიან ხტუნვით და ხტუნვით
ბიჭს გადახდება მართლა ომები
რომ ხბორებს უკან უქციოს ზურგი.
ხან თამაშით და ხანდა ომებით
პატარა ბიჭი მოდენის ნახირს
და უკვე ხედავს როგორ ამოდის
თავის ბუხრიდან ცისფერი კვამლი.
2019
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი