ერთი დღის გახსენება
ტკივილს ვითვლიდი შენს ნაბიჯებში მიგაცილებენ ვხედავ ფოთლები, რასაც ვერ დაგპირდები არის ეს ლურჯი ზეცა. არის წამების წუთი, ღელვილი გული შენია მავნე მუხის რტოები გადაბელილი შორით ოცნებებს წვავენ გული ანჩხლია, ზეცა ლტოლვილი გაუძარცვია დარებს აჩეხილი გაქვს გული ტოტივით მოდი და შეგიბრალებ გინდა მიხმო და არც მეკარები არ გებრალება გული ქარისგან დევნილ ფოთლებს ეკვრები და გცემს სურნელი ხუმრის ხელებს შეახებ, უახლოვდები მაგრამ და ეცემა ძირს როგორც ზღვა მშრალი ისე ღონდები უფრო უცნაურად წვიმს. ძვირფასო, რასაც ვერ დაგპირდები არის ეს ლურჯი ზეცა შავი ლანდები ვით არტისტები ტანზე ქათიბად გეცვა. შენს ნაბიჯებში ტკივილს ვითვლიდი გამქრალია დღეს ვიცი წამომეშლება ცოცხალ კვირტივით გახსენება ერთი დღის. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი