ჩემში ეჭვი ჩასევდილა
ჩემში ეჭვი ჩასევდილა დღესაც როგორც არასდროს და ვიხსენებ ავბედითად ღამეს მუქად დანათოვს, ხმაურიან სახურავებს ქუჩებს ბნელში დანატორს ავიღე და ვახურდავებ და მსურს სევდა დავშალო კაპიკებად ვაქციო და გაქრეს როგორც ნაცარი შევეგებო ალიონს და ის არ იყოს რაც არი, სულ სხვა ფურცელს ჩავინიშნავ სხვას გადავშლი „საღამოს“ პირჯვარს ვიწერ ამინ მითქვამს რომ სხვა დილა დავხატო რომ არ ჰგავდეს ის სხვა დილებს რომც არასდროს შემყარონ ნერვი ჰქონდეს საღიმილე სხვა დილებს და საღამოს. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი