რა ლამაზი ხარ შორიდან


ვწევარ ოცნების ბლინდაჟში
ფარაჭედილი მოვდივარ
ფიქრებს მოვყავარ, შეგნიშნე
რა ლამაზი ხარ შორიდან.
მზვერავდა მტარვალმტუტენი,
შენთვის მოვიგე კორიდა,
ძვირფასო, ისევ გიცქერი
რა ლამაზი ხარ შორიდან.
მე მესიზმრები თუ ფიქრებს
ახლა შენთან თუ ომში ვარ
თვალებში ვივლებ შენს ღიმილს,
რა ლამაზი ხარ შორიდან.
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი