ისევ ინთები, ისევ სპეტაკობ


ისევ ინთები, ისევ სპეტაკობ
მინდა ფიქრები გადაგირუჯო
ჩემი თვალების ლურჯო სპეკალო
ხანაც ღარიბო და ხანაც უნჯო,
ელვარებ თვალში უსათნოესად
ხან კამასავით ჭრილობებს შველი
შენ ჩემში სახლობ, როგორც გოლეა
მე შენთვის უცხო, მიუწვდომელი,
ვჭმუნვარებ როცა მაგონებ ყაფლანს
და სულის კიდე ზეცის სარკეა
ცა მორკალული თითქოს სულს ღაფავს
და იმ სარკეშიც ახლა ღამეა.
ისევ ვერხვები, შრიალი ისევ
სევდის ღამევ და ღამევ ტარიგო
ისე ცივი ხარ ხან იანვრისებრ
მაგრამ ისევ გსურს გული გამითბო.
მაგრამ დღეს რაღა ჩრჩილი შემიჩნდა
თვალის გუგები ნახევარმთვარობს
პატარავდება ჩემში თემიდა
ისევ მომინდა ამ ღამეს ვანდო
ჩემი გრძნობები მიმართ „ქალღმერთის“
ვეღარ აჩეჩოს, ქარმა იურჩოს.
შენში ვიმღერებ, როგორც ჰამლეტი
მინდა ფიქრები გადაგირუჯო.
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი