მე წავალ სადაც ზაფხულის ოდებს
მე წავალ სადაც ზაფხულის ოდებს იები ეკვრის და თვალებს ახელს წავალ იქ სადაც მოგონებები და შენი ლურჯი ცა გამინათებს. ჰა, გაგშორდები ვით ყვავილი ველს და შენი ტრფობა ფესვებს დამაგლეჯს არ ვეძებ მიზეზს შენგან წასასვლელს შენი სახელი მიმშვენებს მაჯებს. მაგრამ, ასეა ეს სამოსახლო წუთიერია ბედნიერება, ამ ფირუზ ზეცას ხელი არ ახლოთ გულში ხატებად ჩაიბარგება. იქ, მთების ზევით გაისმის ხმები გულს მიდებული თოფის სროლისა თითქოს თოფივით გულზე მეხები თითქოს ზაფხული ჩემში მოგიკლავს. 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი