მწარე საღამო
გადამიყოლებს მწარე საღამო და თოკს დამიჭერს, მაშინ სიცოცხლე, მგონია ახლა ჩემს თავს ვღალატობ რადგან უფრო მსურს ახლა სიკვდილი, რადგან ეჭვები გველებად მექცა მე საკუთარი მღალატობს ალღოც, შემოხვეულნი მგესლავს და მგესლავს სურს გადავსახლდე ჭაობის ახლოს, მაგრამ არარად ვაგდებ ჩემს ეჭვებს მე წალკოტისთვის გავძელი დღემდე ორთავ თვალებში დავუშენ კენჭებს და გავიღვიძებ სიკვდილის შემდეგ სადმე წალკოტში და მწარ საღამოს მე სიცოცხლეზე თუ ვიფიქრებდი თუნდაც ეჭვებმა გრძნობა დაღალოს მხოლოდ იმ დღისთვის ძალას ვიკრებდი. არ მენდომება მაშინ სიკვდილი და ეს წუთებიც გაივლის შემდეგ და თოკს დამიჭერს როცა სიცოცხლე შემოვაშველებ ჩემს მშფოთვარ ხელებს. 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი