სადმე ხის ძირას შეიწირვის ჩემი ცხოვრება
სადმე ხის ძირას შეიწირვის ჩემი ცხოვრება სადმე ხის ძირას დამმარხავენ ანგელოზები ეს შესუდრული, შეწირული ამაოება ზეცას გაჰყვება მხურვალედ და ზანტი ზმორებით. ეკლესიასტე განმიცხადებს ტრაგიზმს ეკლიანს დაიხურება წიგნი როგორც კუბოს სარქველი სისხლში ჩამხრჩვალი ღრმად ჩამხედავს ლეიკემია და ვიწრო საფლავს შემოღობავს სისხლის დაფნებით. ღმერთი, პირჯვარი უკვე მართლაც განაცხადია, დაგიჭერს ფიქრებს და ბილიკებს ვიღაც ოხერი შემდეგ ლოცვებსაც იგალობებს თითქოს მადლია, სულს ვით უდაბნოს შესევიან სარკინოზები. ჩემი მთვარეა ეს ბნელი და ყრუ სასაფლაო ჩემი მზე არის ჩაცვენილი გზის ორმოები რასაც ვხედავდი, რაც ვიწამე, რამც დამაშორა მადლიან დილას, არეკლილან როგორც ხსოვნები. 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი